საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88131

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 27 აპრილს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე დავით ავალიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას უფლება არ ჰქონდა, ზარალის დასაფარად გამოეყენებინა დამფუძნებელ წევრთათვის დანიშნული თანხა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 27 აპრილს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ ზარალის დასაფარად გამგეობას შეეძლო სათადარიგო თანხის გამოყენება.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 აპრილის „დროებაში“ ნიკოლოზ რაზიკაშვილის ჩანაწერი „კოღო“ დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) რუბრიკაში „ჩვენი კორესპონდენტები“ შეუპოვარის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „ქსნის ხეობა“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თადეოს პავლეს ძე ბურჯანაძე ექიმი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 15 დეკემბერს ექიმი თადეოს პავლეს ძე ბურჯანაძე გარდაიცვალა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 იანვარს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ექიმ თადეოს პავლეს ძე ბურჯანაძეს 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 იანვარს ვლადიმერ მიხეილის ძე კობახიძეს სოფელ ხეთაში დაკრძალავდნენ.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წელს არჩილ ალექსის ძე გულისაშვილს პროფესორის წოდება მიენიჭა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს გენერალი გულუხიძე ახალციხე-არდაგნის ფრონტის მეთაური იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ევგენი ნიკოლოზის ძე დვალი ჟურნალ „რუსთაველის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ივანე ასლანის ძე ვაჩნაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა 100 მანეთი გაიღო რეალური სასწავლებლის ღარიბ შეგირდთა სასარგებლოდ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქალაქის გამგეობის წევრი ამბარცუმ ენფიანჯიანცი, რომელსაც სამშენებლო განყოფილება ჰქონდა მინდობილი, საქმიანობას შეუდგა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 დეკემბერს დაგეგმილი იყო სამოსამართლო პალატაში ქალაქის ძველი გამგეობის წევრთა საქმის განხილვა. კრების თავმჯდომარედ დაინიშნა პალატის უფროსი თავმჯდომარე ვრასკი, მომხსენებელი იყო პალატის ახალი წევრი მიხეილ თევდორეს ძე მიხაილოვი, ბრალმდებელი კი – პროკურორის თანაშემწე ლუდვიგ ივანეს ძე ლემერმანი.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1924 წლებში რაფიელ ერისთავი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე და ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი იყო.

1986

ტიპი: ღონისძიება

1986 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე გუდიაშვილი საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალ-მარტში დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წელს ელენე იოსების ასულ დონაურს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს რაფიელ ერისთავი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობდა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წელს ლეო ერისთავი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს არჩილ ალექსის ძე გულისაშვილს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.