საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88112

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 მარტს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს ლეჩხუმის რეგიონში მშვიდობიანობის აღსადგენად კომისიის გაგზავნის თაობაზე. ხელს აწერენ მიხეილ ხერხეულიძე და ალექსანდრე ასათიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 მარტს ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა ქართული ჯარის კორპუსს, სადაც აღნიშნულია, რომ ქართული ჯარის კორპუსმა უნდა წარადგინოს ანგარიში ჯარისა და თავდაცვის მდგომარეობის შესახებ. ხელს აწერს მდივანი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 მარტს სამხედრო სექციამ ეროვნულ საბჭოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ სექციის წევრები – ვლადიმერ გობეჩია, ნიკოლოზ ქარცივაძე, ევგენი როგავა და პავლე საყვარელიძე – უდროობის გამო სექციის კრებას ვერ დაესწრებოდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 მარტს სოსო გოგოლაშვილი ბათუმიდან ატყობინებს აკაკი ჩხენკელს, რომ დაგვიანების მიზეზი მისთვის ოდესაში გერმანელი ტყვეების გაგზავნის ორგანიზების დავალება იყო, რის შესახებაც დაწვრილებით ვახტანგ ღამბაშიძე მოახსენებს. იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში ესტუმრება ლასხიშვილთან ერთად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 მარტს აღმასრულებელმა კომიტეტმა საფინანსო სექციას წერილი გაუგზავნა ირაკლი ამირეჯიბისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში გასამგზავრებლად 2 000 მანეთის გამოყოფის თაობაზე.

1918

ტიპი: განათლება

სოფიო ბახტაძემ უმაღლესი განათლება მიიღო დიჟონის უნივერსიტეტში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 13 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა ტრაპიზონის მოლაპარაკების დელეგაციის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელს უფლებამოსილება გაუზარდა, დელეგაციის სხვა წევრებს კი მრჩევლის სტატუსი მიანიჭა. მოლაპარაკების მთავარ მიზნად დასახული იქნა თურქეთთან მტკიცე სამშვიდობო ხელშეკრულების დადება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ევგენი გეგეჭკორს სეიმმა მიანდო მინისტრთა კაბინეტის შედგენა: თავმჯდომარე ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი, მინისტრები: შინაგან საქმეთა – ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი, საგარეო – აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი, მიწათმოქმედების – ნოე გიორგის ძე ხომერიკი, საფინანსო – კარჩიკიანი, განათლება – უსუბ-ბეკოვი, მიმოსვლის – ხ. მელიქ-ასლანოვი, იუსტიციის – ფათალი ხან ხოისკი, სურსათის – ა. ი. ხატისოვი, სავაჭრო-სამრეწველო – მ. გ. გაჯინსკი, საზღვაო – გობეჩია, შრომის – ტერ-გაზარიანი, სახელმწიფო მფარველობის – გაჯინოვი, კონტროლიორი – გაიდაროვი და უპორტფელო – კაჩაზნუნი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ე. პ. გეგეჭკორს სეიმმა მიანდო მინისტრთა კაბინეტის შედგენა: თავმჯდომარე ევგ. პ. გეგეჭკორი, შინაგან საქმეთა – ნოე ვ. რამიშვილი, საგარეო – აკაკი ი. ჩხენკელი, მიწათმოქმედების – ნოე ხომერიკი, საფინანსო – კარჩიკიანი, განათლების – უსუბეკოვი, მიმოსვლის – მელიქ ასლანოვი, იუსტიციის – ხან-ხოისკი, სურსათის – ა. ი. ხატისოვი, სავაჭრო-სამრეწველო – გაჯინსკი, საზღვაო – გობეჩია, შრომის – ტერ-გაზარიანი, სახელმწიფო მფარველობის – გადჟინოვი, კონტროლიორი – გაიდაროვი და უპორტფელო – კაზაჩ-ნუნი.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ მილიციის უფროსის განკარგულებით თოფის დაკარგვისთვის სამსახურიდან დაითხოვეს პირველი უბნის უმცროსი მილიციელი ჩებოტარიევი და 3 თვით ციხე მიუსაჯეს.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ სამეგრელოდან ქუთაისში ჩამოიყვანეს დატუსაღებული ბუდუ მდივანი, რომელიც იქ ს. გეგეჭკორთან ერთად მობილიზაციის წინააღმდეგ აგიტაციას ეწეოდა. მათ 3-3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ფოთის ქალაქისთავის მოადგილე კორძაია ამიერკავკასიის მთავრობას უპატრონოდ დატოვებული ნავსადგურისა და სავაჭრო ფლოტის ქალაქის განკარგულებაში გადაცემას სთხოვს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საფინანსო სექციის პრეზიდიუმის წევრებად აირჩიეს კონსტანტინე კანდელაკი, ივანე ლორთქიფანიძე და რაჟდენ დათეშიძე. მათ სექციის გაძლიერება დაევალათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. სხდომას ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გრიგოლ რცხილაძე, პავლე საყვარელიძე, ალექსანდრე ასათიანი, ნიკოლოზ ქარცივაძე, გრიგოლ ვეშაპელი, იოსებ მაჭავარიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში დაესწრნენ ივანე ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, რაჟდენ დათეშიძე, კონსტანტინე კანდელაკი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 მარტს, 20. 20 საათზე ამიერკავკასიის რკინიგზის საშუალო სამედიცინო პერსონალის კავშირის თავმჯდომარე სემიონოვმა თბილისიდან ტელეგრამა გაუგზავნა სამედიცინო სამმართველოს კომისარ ექიმ მახვილაძეს. ის სრულიად უჭერდა მხარს კავკასიის საზოგადოების მიერ ექიმების დამხმარეებისთვის განკუთვნილ დადგენილებას და კანონპროექტს სკოლის ფელდშერების უფლებების ლეგალიზაციის შესახებ. ტელეგრამას ხელს აწერდა მდივანი ბოკერია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 მარტს გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე დაინიშნა სამხედრო მინისტრის მოადგილედ. განცხადებას ხელი მოაწერა ამიერკავკასიის მთავრობისა და სამხედრო მინისტრმა ე. გეგეჭკორმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 მარტს არტაანის ოლქიდან თბილისში ჩამოსულ ქრისტიან დელეგატებს ევგენი გეგეჭკორი დაჰპირდა, რომ მხარის ევაკუაციაში დაეხმარებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 მარტს „ერთობაში“ დაიბეჭდა ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძის კანონი დიდი მთავრის, ნიკოლოზ ჩხეიძის ბორჯომის მამულის კონფისკაციის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში თვითმმართველობის მიერ დაწესებული ნიხრის დასაცავად დაინიშნა საუბნო კომისიები. თორმეტივე უბანში დაინიშნენ კომისრები: მალჩანოვი, შჩერბაკოვი, ბერეტაშვილი, ა. ნ. შილაკაძე, სადაგაშვილი, ზ. ცეცხლაძე, ს. ბზიავა, თალაკვაძე, აკოპიანცი, ზავაროვი, თევდორაშვილი და ბაგრამოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ მილიციელებისთვის დაარსებული სკოლის ხელმძღვანელი იყო პორუჩიკი მოგილევსკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქალაქის სასურსათო კომიტეტმა ნაძალადევში იპოვა შაქრის ყალბი ბარათები. მათ ბეჭდავდა ელიოზოვი, რომელსაც აღმოაჩნდა ლითოგრაფიული ქვა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 11 მარტის „ერთობის“ ცნობით, თავდაცვის შტაბის განკარგულებით შეიპყრეს საეჭვო პირებად მიჩნეული პოდპორუჩიკი ლარიონოვი და ნიკოლოზ კანკავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 მარტს ლეონიდ ალექსანდრეს ძე გოლუბკინს მიეცა მოწმობა იმის შესახებ, რომ ის კავკასიის საომარი შტაბის ჯარისკაცთა და ოფიცერ-ჩინოვნიკების საერთო ყრილობაზე თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატად აირჩიეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის „ერთობაში“ დაბეჭდილ ქუთაისის ევროპული ტანსაცმელების მკერ. პროფკავშირის თავმჯდომარის ავქსენტი შავგულიძის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანებლიძის სამკერვალო ქარხნის მუშამ, გრიგოლ მანდარის ძე შახრიანცმა ქარხნიდან 15 ათასი მან. ღირებულების მუშტართა შეკვეთები და სესხის სახით გამორთმეული ფული გაიტაცა. მოუწოდებს თბილისის მკერავთა კომიტეტს, თუ სადმე გამოჩნდეს, დააპატიმრონ.