რეგისტრირებული ფაქტები91197
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „კოშმარული მოგზაურობა“ კისლოვოდსკიდან დრამატული მსახიობის, ბუტკევიჩის ჩამოსვლის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა განცხადება, რომელშიც ბარბარე ალექსანდრეს ასული ვაჩნაძე, ელენე ალექსანდრეს ასული მიხაილოვა, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე და გრიგოლ ალექსანდრეს ძე ფავლენოვები იუწყებოდნენ დის, სოფიო ალექსანდრეს ასული ბუჩქიევას გარდაცვალებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბერს სურამის ებრაელთა კრებაზე სიტყვით გამოვიდა მ. დავარაშვილი. მოხსენების შემდეგ დაადგინეს, მისალმებოდნენ თავისუფალი საქართველოს დამფუძნებელ კრებას და ეცნობებინათ დემოკრატიული მთავრობისათვის, რომ აღელვებთ შოვინისტური და აღმაშფოთებელი გამოსვლები, რომელსაც სჩადის ორიოდე თავხედი სიონისტი პროვოკაციული ქაღალდებით. ხელს აწერენ: რაბინი დ. მ. ჯანაშვილი, ხმოსანი მ. ჯანაშვილი, ხმოსანი გ. დავრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 სექტემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველის მოხსენება აფხაზეთში მიმავალი კომისიის ხარჯებისა და მოხელეთა შესახებ. დაადგინეს, რომ გასაგზავნი კომისიის წევრებისთვის მიღებული ყოფილიყო დღიური ხარჯი სამიდან ხუთ თუმნამდე და ბილეთის ფასი მესამე კლასიდან პირველამდე, რაც უნდა ეცნობებინათ სამინისტროებისთვის. ხელი მოაწერეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ, საქმეთა მმართველმა და მდივანმა გრ. რობაქიძემ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბრის დილით ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს 6-ში მილიციონერი დაადგა და ამცნო, რომ მათი შესახლება დროებით შეჩერებული ყოფილა. წყვილი არ დამორჩილებია მილიციონერს.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის 1918 წ. 5 სექტემბრის მოხსენება ეხება ქუთაისის ქალთა საზოგადოების პროფესიული სკოლის 9 000 მანეთით ერთდროულ დახმარებას, რადგან მასწავლებლებს 1-ლი იანვრიდან არც ჯამაგირი ჰქონდათ მიღებული და არც დახმარება სიძვირის გამო, ამიტომ მინისტრთა საბჭოს სთხოვს დახმარების გამოყოფას, რომელიც მთავრობამ სკოლას უკვე დაუნიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბრის თარიღით, სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორს ნება დართო ალექსანდრე ბოგოიავლენსკისთვის, სიდედრის დასაკრძალად, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ფულადი დახმარება გამოეწერათ.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 5 სექტემბრის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით ვაცლავ იანის ძე როშკოვსკი სამსახურში გამოუცხადებლობის გამო კავკასიის მუზეუმის უმცროსი მცველის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 5 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, ევგენი ალექსანდრეს ძე ჭოღოშვილი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 5 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, ილია ალექსის ძე ჯიშკარიანი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 5 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის ყოფილი დირექტორი იაროსლავ იოსების ძე სვატოვი გიმნაზიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 5 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბოგოიავლინსკი გიმნაზიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბერს თბილსელ მუშათა დახმარებით სარაჯევები ახალ ბინაში გადასულან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს უკან გამოსახლებით დაემუქრნენ. ვითარების გასარკვევად სარაჯევი თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგე პლიოტკინთან მისულა. იმას კი უცნობებია, რომ ბინაზე სარაჯევამდე აღრიცხვაზე დამდგარა მოქალაქე ჩ., თუმცა პლიოტკინს უარი ვერ უთქვამს სარაჯევის მეუღლისთვის, რომელსაც მორალური წნეხის ქვეშ მოუქცევია ჩინოვნიკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს უკან გამოსახლებით დაემუქრნენ, რადგან თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგე პლიოტკინის განცხადებით, ამ ბინაზე სარაჯევებამდე სხვა მოქალაქე დამდაგარა აღრიცხვაზე. სარაჯევს შეუჩივლია ქალაქის გამგეობის წევრ ჩერქეზოვისთვის, რომელსაც უღიარებია, რომ ეს შეცდომა იყო და შეპირდა დაზარალებულს, რომ მის თხოვნასაც დააკმაყოფილებდა და მეორე მოქალაქისაც.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს ორჯერ უშედეგოდ უპირებდნენ იქიდან გამოსახლებას, სარაჯევს უკვე მერამდენედ უცდია ქალაქის გამგეობაში ამ საკითხის გარკვევა. ქალაქის გამგეობის წევრ ფირუმოვს გულიყურით მოუსმენია მისთვის, შემდეგ კი დაურწმუნებია დაზარალებული, რომ მის ოჯახს შეეძლო მშვიდად ეცხოვრა ბინაში, მოქალაქე ჩ-ს კი, რომელიც ასევე პრეტენზიას აცხადებდა იქ ცხოვრებაზე, სხვა ბინას გამოუყოფდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 სექტემბრის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებლად დამტკიცდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 სექტემბერს გზათა სამინისტროს სალიკვიდაციო განყოფილების უფროსმა ინჟინერმა ა. ი.ვეისმა სამინისტროს ეგზეკუტორ ივანე ზაქარიას ძე ბერიევს სთხოვა, 20 სექტემბერს ხელფასის გაცემის დროს თანამშრომლებისთვის ბრეზენტის ფული (არშინზე სამი რუბლი) დაეკავებინა და სალიკვიდაციო განყოფილებისთვის გაეგზავნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით მიხეილ მიხეილის ძე ხრისტოლუბოვი თბილისის „ახალი სკოლის" გიმნაზიაში რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 სექტემბერს მარიამ ლევანის ასულმა პატრიაშვილმა თბილისის რეალურ გიმნაზიას შვილის, ვერო ვლადიმერის ასული პატიაშვილის მესამე კლასში ჩარიცხვა სთხოვა.

