საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18202

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გიორგი (გოგა) ზაქარიას ძე დავითაშვილი სტუდენტი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაბრიელ ივანეს ძე ხუნდაძე აზერბაიჯანში საქართველოს სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნოე ხომერიკმა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიწათმოქმედების მინისტრის თანამდებობა დატოვა, მის ადგილას დავით ონიაშვილი დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, იოანე ალექსის ძე დავითაშვილი მღვდელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 ივნისს ასლან-ბეგ აბაშიძეს გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

ასლან-ბეგ აბაშიძე ხელმძღვანელობდა მაჰმადიან ქართველთა რაზმებს სომხეთთან ომში 1918 წელს.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-1907 წლებში ასლან-ბეგ აბაშიძე მეთაურობდა საბრძოლო რაზმს.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ალექსანდრე ქონიაშვილს პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ალექსანდრე ქონიაშვილი ვარშავის არმიის დივიზიის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის ზაფხულში ალექსანდრე ქონიაშვილი ერთ-ერთი ოპერატიული მიმართულების მეთაური იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბრიდან ალექსანდრე ქონიაშვილი გენერალ მაზნიაშვილის მაგივრად დაინიშნა შავიზღვისპირეთის ქართული გარნიზონის სარდლად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ზაფხულში იყო სახალხო გვარდიული რაზმების საჯარისო უფროსი სამეგრელოში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსანდრე ქონიაშვილს ქართული არმიის გენერლის წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლიდან ალექსანდრე ქონიაშვილი დივიზიის მეთაურის მოადგილე იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ალექსანდრე ქონიაშვილი პენზის 196-ე ქვეითი ასეულის მეთაური იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ალექსანდრე ქონიაშვილს შტაბს-კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლიდან ალექსანდრე ქონიაშვილმა გააგრძელა სამხედრო სამსახური ყუბის 155-ე ქვეითი პოლკის ოფიცრად.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იან წლებში ალექსანდრე ქონიაშვილს პოდპორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ივანე ჯაფარიძეს ქართული არმიის გენერლის წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან ივანე ჯაფარიძე იყო უცხოურ მისიებთან ურთიერთობების განყოფილების უფროსი და სამხედრო სამინისტროს დავალებათა შტაბ-ოფიცერი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 6 მაისს ივანე ჯაფარიძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1917 წლებში ივანე ჯაფარიძე თერგის მხარის გროზნოს ოლქის უფროსად მსახურობდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-1914 წლებში მსახურობდა თერგის მხარის ხასავიურტის ოლქის უფროსად.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს ივანე ჯაფარიძეს პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს ივანე ჯაფარიძე თერგის მხარის გროზნოს ოლქის სამხედრო უფროსად დაინიშნა.