საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2121

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თამარა რევაზის ასულ რუსიშვილის ოჯახი ფლობდა ბინას თბილისში, ყორღანოვის ქ. N24.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ეკატერინე (კონია) ფარნაოზის ასულ საგანელიძის ოჯახი ფლობდა ბინას თბილისში, თავისუფლების ქ. N1.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისში, მუხრანის ქ.N81-ში, მიხეილ ნიკოლოზის ძე კოდალოვთან გლეხთა ამხანაგობა „კახეთის“ ღვინო იყიდებოდა.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მიხრან ხანჯიანცის სასტუმრო „კავკაზში“ აბრეშუმის თესლი იყიდებოდა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ (მანია) აბესალომის ასული მამინაიშვილი და ანტონ იესეს ძე მამინაიშვილი ფლობდნენ საკუთარ სახლს მისამართზე − პეტრე დიდის ქ. N25.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისში „კიწმარიშვილის და ამხანაგობის“ თესლის გამყიდველი მაღაზია ფუნქციონირებდა.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნ. ი. ბოზარჯიანცის სახლი მყიდველებს უმაღლესი ხარისხის პაპიროსებს „ივან და მარის“ სთავაზობდა.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბათუმში, დონდუკოვ-კორსაკოვის ქუჩაზე, კ. ა. მაჭარაძისა და პ. ა. ჭეიშვილის ავეჯისა და ჭურჭლის მაღაზია ფუნქციონირებდა.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წელს დავით როსტომაშვილი სახლს ფლობდა თბილისში.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წელს თამამშევის ქარვასლაში არტემ ქამალოვმა რესტორანი „ტილიპუჭურა“ გახსნა.

1882

ტიპი: მფლობელობა

1882 წლიდან სოფ. ბრილი თავად ნიკოლოზ დიასამიძის საკუთრება იყო.

1904

ტიპი: მფლობელობა

ალიხანოვის საკონდიტრო 1904 წელს ვორონცოვის ძეგლის წინ იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს კონსტანტინე მუხრანსკის სახლი მდებარეობდა გოლოვინის გამზირზე.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს კონსტანტინე მუხრანსკის სახლი მდებარეობდა სწორედ იმ ადგილას, სადაც შემდგომში მთავარი ფოსტის სამმართველოს შენობა აშენდა.

1902

ტიპი: მფლობელობა

1902 წელს მელიქ კანარიანცს ჰქონდა ხორცის დუქანი.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლამდე ნაქონ დუტუ მეგრელის მამის, თომას „ჟამნზე“ ყოფილა მინაწერები მისი გვირგვინკურთხევის, გარდაცვალებისა და ვაჟის დაბადების თარიღებით.

1871

ტიპი: მფლობელობა

1871 წლის 10 დეკემბერს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი გ. მ. მირზოევის მიტკლის საქსოვი ფაბრიკის შესახებ.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წლის 4 აგვისტოს გრიგოლ დავიდოვი ფლობდა დუქანს თბილისში.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წლის 4 აგვისტოს თბილისის ოლქის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გრიგოლ დავითოვის დუქანი და ფურნე თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, რომლებიც მეპატრონეს ჩამოერთვა ელისაბედ ბალიოზოვის ვალის გადაუხდელობის გამო.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 3 სექტემბერს თბილისის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ძმების, მიხეილ, დავით და იოსებ სვიმონის ძე ხიმშიაშვილების კუთვნილი 48 თუმნად შეფასებული სარდაფიანი დუქანი ეზოთი თბილისის პირველ კვარტალში.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 23 აგვისტოს ნინო ციციშვილი ფლობდა სახლს თბილისში.

1924

ტიპი: მფლობელობა

1924 წელს ენუქი ბრეგვაძეს ჰქონდა 1,5 ქცევა მიწა და სახლი.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მანაგაძე მადნის მფლობელი იყო.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არჯევანიძე და ჩხეიძე ბოროწინასა და დაძგვერიაში აბანოებს ფლობდნენ.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გ. ა. ანდრონიკაშვილი გურჯაანში, ახტალაში, მუკუზანში და წინანდალში ვენახებს ფლობდა.