რეგისტრირებული ფაქტები2170
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 29 მარტს წალკის ქუჩაზე ე. ნ. მოშკინამ თვითმკვლელობა სცადა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 16 თებერვალს ჩოხატაურში ადგილობრივი ვაჭრის, ანტონ ჩანტლაძის სახლი დაიწვა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისიდან ფოთში ჩასულმა ჟანდარმებმა „როსიის საზოგადოების“ მაღაზიის თანამშრომელი სიმონ ბაბილუა დააკავეს.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პოლიციამ შეიპყრო თბილისის გუბერნიიდან გადასახლებული ა. ე. ეირანოვი და ქუთაისის მაზრის მცხოვრები ტ. გ. ნაფეტვარიძე, რომელსაც დიდ ჯიხაიშში მცხოვრები პ. შუბლაძის სახელზე გაცემული პასპორტი აღმოაჩნდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 22 თებერვალს, ღამის 11 საათზე, ცეცხლი გაუჩნდა მ. მ. მნაცაკოვის სახლს. ზარალმა 12 000 მანეთი შეადგინა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 22 თებერვალს ველიკოკნიაჟსკის (ახლანდელი დიმიტრი უზნაძის) ქუჩაზე მოვაჭრე ი. რაგიმ-ოღლი გაძარცვეს.
1873
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კონსტანტინე გელოვანი დაიბადა 1873 წლის 8 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრის სოფელ სპათაგორში.
1871
ტიპი: პირადი ინფორმაცია
იოსებ გედევანიშვილი დაიბადა 1871 წლის 2 თებერვალს თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ახაშენში.
1868
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ზაქარია ბაქრაძე დაიბადა 1868 წლის 22 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის სოფელ ხაშმში.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) მიერ თბილისის მაზრის დახვრეტილთა სიაში შეყვანილი იყო 42 წლის სარდიონ ამინის ძე თევზაძე, თუმცა დოკუმენტის ორიგინალზე კალმით გაკეთებულია მინაწერი: „ის არ არის“.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) მიერ თბილისის მაზრის დახვრეტილთა სიაში (№128) შეყვანილი იყო 34 წლის ვასილ არისტიდის ძე კიკვაძე, თუმცა სახელის გვერდით კალმით გაკეთებულია მინაწერი „არა“.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სამოსამართლო პალატაში წოდებათა წარმომადგენლების თანდასწრებით დანიშნული იყო „ჩანგის“ რედაქტორის, ლევან დადეშქელიანის პოლიტიკური საქმის განხილვა. ბრალდებულის დაუსწრებლობის გამო სხდომა გადაიდო.
1861
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კირილე ქუთათელაძე დაიბადა 1861 წლის 22 თებერვალს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ხონში.
1867
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კოტე აფხაზი დაიბადა თელავის მაზრის სოფელ კარდენახში, 1867 წლის 17 ნოემბერს.
2026
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ეგნატე გაბლიანი დაიბადა 1883 (1881?) წელს სვანეთში, მულახის საზოგადოების ისტორიულ სოფელ ზარდლაშში.

