საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2161

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1883

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე ივანეს ძე ფარნიევი 1883 წლის 14 სექტემბერს სოფ. ქვითკირისწყაროში დაიბადა.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოევი 1885 წელს გორის მაზრაში დაიბადა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დაავადებული ანანია სალუქვაძე 1915 წლის დეკემბერში სამშობლოში დაბრუნდა.

1911

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1911 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩია იძულებული გახდა, ბაქოდან გაქცეულიყო.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე 1888 წლის პირველ დეკემბერს დაიბადა.

1909

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1909-10 წლებში ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე არალეგალურად ცხოვრობდა.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1908 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩიამ ნამდვილი გვარით დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი, მაგრამ ქალაქში სხვა გვარით ცხოვრობდა.

1859

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი 1859 წლის 7 ივნისს სურებში დაიბადა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის მაისში ფილიპე გლახუნას ძე ლორიას ცარიცინიდან სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წელს ტუბერკულიოზით დაავადებული ირაკლი (კაკი) წერეთელი იძულებული გახდა, ქუთაისში დაბრუნებულიყო.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი 1889 წლის 10 აპრილს ლეჩხუმის მაზრის სოფ. ბარდნალაში დაიბადა.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, იოსებ გობეჩია პარიზიდან რუსეთში დაბრუნდა.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ირაკლი (კაკი) გიორგის ძე წერეთელი 1881 წლის 20 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრიგოლ ილარიონის ძე უროტაძე დაიბადა 1884 წელს სოფ. აცანაში.

1878

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ფილიპე გლახუნას ძე ლორია 1878 წლის 19 აგვისტოს სოფ. ნოღაში დაიბადა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წელს თბილისის კომერციული სასწავლებლის სამზრუნველო საბჭომ დაადგინა, სასწავლებლის ყოფილი დირექტორის, ფიშერის პატივსაცემად სასწავლებელში მისი სახელობის სტიპენდია დაენიშნა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 4 ოქტომბერს ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონებათა მინისტრი ერმოლოვი. მინისტრს რკინიგზის სადგურზე დახვდნენ მოხელეები, ქალაქის მოურავის მოადგილე, სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წელს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძემ ჩააბარა ხარკოვის საბეითლო (ვეტერინარულ) ინსტიტუტში, საიდანაც სტუდენტური გამოსვლების გამო გარიცხეს.

1863

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე ჩხეიძე 1863 წელს დაიბადა სოფ. ფუთში.

1887

ტიპი: პირადი ინფორმაცია

შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე 1887 წელს სოფ. თორტიზაში დაიბადა.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილი 1885 წელს ოზურგეთში დაიბადა.

1887

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ლეო ანდრიას ძე შენგელია 1887 წელს დაიბადა ზუგდიდის მაზრაში.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წელს თევდორე ღლონტი გაზეთებთან თანამშრომლობისთვის სოფლიდან განდევნეს.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თევდორე ზურაბის ძე ღლონტი 1888 წლის აპრილში დაიბადა.