საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33148

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1893

ტიპი: ღონისძიება

1893-94 წლებში თევდორე კიკვაძემ მარქსის „კაპიტალის“ პირველი ნაწილი წაიკითხა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ თევდორე კიკვაძე მშობლიურ სოფელ მაკვანეთში დაბრუნდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-91 წლებში თედო კიკვაძე მშობლიურ მაკვანეთში დაარსებულ სკოლაში ასწავლიდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-91 სასწავლო წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც თედო კიკვაძე სწავლობდა, ქართული ლიტერატურისა და ისტორიის კათედრა დაარსდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის მარტში თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის მიერ ორგანიზებულ მოწაფეთა დიდ მღელვარებას შედეგად მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოჰყვა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის მარტში თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფეებმა შეადგინეს ცხრამეტმუხლიანი დოკუმენტი, რომელშიც თავიანთი უფლებების გაზრდა და ზოგიერთი უხეში ინსპექტორის გადაყენება მოითხოვეს. დოკუმენტის შინაარსი მოწაფეთა დელეგატებმა ჩამოაყალიბეს, მისი გაფორმება კი თედო კიკვაძეს დაავალეს.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს მაკვანეთში დაბრუნებული თედო კიკვაძე იქაურთათვის სკოლის გახსნის საქმეს შეუდგა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის ივნისში თედო კიკვაძე სოფელ მაკვანეთში დაბრუნდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის მარტში თევდორე კიკვაძის თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას მომხდარი მოსწავლეთა დიდი მღელვარების მთავარი მიზეზი სემინარიის ადმინისტრაციის სისასტიკე იყო.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის მარტში, თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც თევდორე კიკვაძე სწავლობდა, ადგილი ჰქონდა მოწაფეთა დიდ მღელვარებას.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის მარტში თბილისის სასულიერო სემინარიაში მომხდარი დიდი მღელვარების ორგანიზატორები იყვნენ ფილიპე მახარაძე, ნოე ჟორდანია და თედო კიკვაძე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას თევდორე კიკვაძის ბინა გაჩხრიკეს სემინარიის ინსპექტორმა სტეპანოვმა და სემინარიის მეთვალყურე ვასილ ბარნოვმა. სახლში შემოსვლისას ბარნოვმა მითითება მისცა მას დაემალა ყველა აკრძალული წიგნი და ამით გადააჩინა სემინარიიდან გარიცხვას.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი სწავლისას თევდორე კიკვაძის ბინა გაჩხრიკეს სემინარიის ინსპექტორმა სტეპანოვმა და სემინარიის მეთვალყურე ვასილ ბარნოვმა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში მოწაფეთა არალეგალური წრის არსებობის შესახებ, სადაც იმ პერიოდში თევდორე კიკვაძეც ირიცხებოდა, სემინარიის ადმინისტრაციამაც იცოდა და უსასტიკეს ზომებს იღებდა ამ შეკრებების შესაჩერებლად.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლიდან თევდორე კიკვაძე გაწევრიანებული იყო მოწაფეთა არალეგალურ წრეში, სადაც ახალგაზრდები ეცნობოდნენ ბოკლის, დობროლიუბოვის, პისარევის, ჩერნიშევსკის, ლავროვისა და შელგუნოვის ნაწარმოებებს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას თევდორე კიკვაძე მოწაფეთა არალეგალურ წრეში ირიცხებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ოქტომბერში სომხებსა და თათრებს შორის დაწყებული შეტაკების შესაჩერებლად იარაღი, რომელიც მთავრობამ მიერ სოციალ-დემოკრატებს გადასცა, ისიდორე რამიშვილს ჩააბარეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 სექტემბერს ქუთაისში ფერმის მახლობლად გადაიწვა გლეხ ნესტორ იამანიძის სახლი. ხატთან დანთებული სანთელი ტანსაცმელში ჩავარდა და ხანძარი ასე გაჩნდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს გლეხების თხოვნით ილია ნებიერიძე, სანდრო ჯიქურაშვილი და ვანო ნავროზაშვილი გიორგი ამილახვრის მოსაკლავად გორში გაემგზავრნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს თბილისის ოკუპაციის შემდეგ წითელარმიელებმა ევგენი გეგეჭკორის ბინა ააოხრეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ოქტომბერში თბილისში მეფისნაცვალ ი. ვორონცოვ-დაშკოვის ბრძანებით სოციალ-დემოკრატებს 500 თოფი და 40 000 ტყვია გადაეცათ სომხებსა და თათრებს შორის დაწყებული შეტაკების შესაჩერებლად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 მარტს ვლადიმერ ლენინმა დეპეშით აცნობა XI წითელი არმიის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს, რომ საქართველოს რევკომთან შეუთანხმებლად არავითარი გადაწყვეტილება არ მიეღოთ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ნ. ს. ფრიდონოვის მამულში აღმოჩნდა ფილოქსერა. საკითხის შესასწავლად აგრონომი ნ. ნ. სპეშნევი მივიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს შალვა ელიავა XI არმიას საქართველოს დასაპყრობად მიუძღოდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა კომისიის კრება, რომელსაც დავალებული ქალაქ თბილისის სკოლათა გამგე- კომიტეტის მუშაობის საქმის გამოძიება. კომისიაში მოწვეული იყვნენ კერძო ნაფიცი ვექილები: ლ. ი. შევალიე, ე. ვ. ჩემესოვი და ქალანთაროვი.