საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33127

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომლის თავმჯდომარეც იყო გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, უძრავი ქონება ჰქონდა თბილისში, საგურამოში, კავკავში (ილიასეული), ბაქოში, სოხუმში, ბათუმში, წინარეხში, ყალამშასა და გომარეთში. ეს ნახევარი მილიონის ქონება იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ივლისის თემის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების დახურვის შემდეგ, რომლის წევრები იყვნენ ერასტი გორდელაძე და ნესტორ კონტრიძე, თემს სამკითხველოს ხარჯები თვითონ უნდა ეკისრა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს, დეკანოზ დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილის თავმჯდომარეობის დროს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების შემოსავალი 677.27 მანეთი იყო, ხოლო გასავალი – 101.90 მანეთი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა უკრაინული საზოგადოების, „ჩას“ თხოვნა ქართული პოეზიის თარგმნაში დახმარების შესახებ და ეს საქმე მდივან სამსონ ფირცხალავას დაავალა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ლუარსაბ ბოცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან წაღებული წიგნების ვალი, 254 მანეთი, მის მიერ საზოგადოებისთვის გადაცემული „ბუნდოვანი სურათების“ საფასურიდან გამოექვითათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლიდან იასე ანდრონიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევროს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 54 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის ანგარიშის მიხედვით ეპისკოპოს ალექსანდრეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის 300 მანეთი ჰქონდა ერთბაშად გადახდილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 24 ივნისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ზანდუკელის თხოვნა ასი თუმნის წიგნების ნისიად მიცემის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, რომელიც წლიურად 10 მანეთს იხდიდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სკოლების მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძის მოხსენება ბათუმის სკოლის რევიზიის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრებმა – ბარბარე ერეკლეს ასულ ბაგრატიონ-მუხრანბატონისამ, ვასილ გიორგის ძე მაჩაბელმა, ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილმა – ერთიანად გადაიხადეს საწევრო 300 მანეთი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ ცაგარლის თხოვნა სოფ. ახალგორში (დუშეთის მაზრა) სკოლის გახსნის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის განცხადება ქუთაისში სკოლის გახსნის შესახებ. გამგეობის განცხადებით ამ საკითხის შესახებ შუამდგომლობა აღძრული იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს კრებას დაესწრნენ: ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის წევრები – ა. მდივანი, პ. სურგულაძე, გ. ლასხიშვილი, ა. ყიფშიძე, ლ. ბოცვაძე, ს. ფირცხალავა, გ. რცხილაძე; სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებილებათა წარმომადგენლები: ნ. ყიფიანი, ეკ. გაბაშვილი (ქალთა წრე), ალ. ჯაბადარი, პ. გოთუა (დრამატული საზოგადოება), ექ. თაყაიშვილი, ალ. სარაჯიშვილი (საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება), კ. აბაშიძე (შავი ქვის მწარმოებელთა კრების საბჭო), ს. ტარუაშვილი (ჭიათურის დრამატული საზოგადოება), ი. ზურაბიშვილი, დ. ჩოლოყაშვილი (თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულო), კ. ყიფიანი (თბილისის სამეურნეო ბანკი), მ. ლობჟანიძე (ამხანაგობა „საერო“), ასევე – ქართული პრესის წარმომადგენლები და ორმოცამდე გარეშე პირი. კრებამ თავმჯდომარედ აირჩია ი. ღულაძე.

პირები
პეტრე როსტომის ძე სურგულაძე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე (ფრონელი) ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე ნ. ყიფიანი ეკატერინე (კატო) რევაზის ასული თარხნიშვილი-გაბაშვილისა პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა) კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე სოფრომ გაბრიელის (გლახას) ძე ტარუაშვილი (ს. გლახაშვილი) ილია ელეფთერის ძე ზურაბიშვილი (ი. ელეფთერიძე) დიმიტრი ესტატეს (ერასტის) ძე ჩოლოყაშვილი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე ყიფიანი (სინანელი) მ. ლობჟანიძე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი იაკობ სოლომონის ძე ღულაძე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი
წყარო

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: კიტა აბაშიძემ, პართენ გოთუამ, გრიგოლ დიასამიძემ და სხვებმა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, ილია ზურაბიშვილს და პარმენ გოთუას მიაჩნდათ, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლი ერევნის მოედანზე უნდა დადგმულიყო და მოედანსაც ილიას სახელი მინიჭებოდა. ესტატე ციციშვილს, ილია ნაკაშიძეს და სიმონ რცხილაძეს ილიასთვის ძეგლის დადგმა ნაადრევად მიაჩნდათ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს კრება დაეთანხმა თავმჯდომარის – იაკობ ღულაძის – წინადადებას და დაადგინა, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობა განმეორებით მიმართავდა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის თანხის გასაღებად.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 8 თებერვლის ვასილ კლდიაშვილის მოხსენების მიხედვით, 1910 წელს ოქროს ფულები დავით კარიჭაშვილმა თვითონ ჩაალაგა კარადაში, თუმცა არც მას და არც ლუარსაბ ბოცვაძეს სერგო კაკაბაძის შემდეგ ისინი არ შეუმოწმებიათ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ხელს აწერენ: ვასილ ჯანაშვილი, სიმონ ჯანაშვილი, ისაკო ჯანაშვილი, ათანესე ჯანაშვილი, ნიკოლაი ჯანაშვილი, ნიკო ფაჩხატაშვილი, მიხაილ ფაჩხატაშვილი, იორდან ფაჩხატაშვილი, ისლამ ფაჩხატაშვილი, ვასილ ბეროშვილი, ალექსანდრე ბეროშვილი, თევდორე ბეროშვილი, თევდორე თაფლოშვილი, აბრამ ბულუგაშვილი, იობ ბულუგაშვილი, ისაკო ბულუგაშვილი, შიო ბულუგაშვილი, მიხაკო ბულუგაშვილი, მიხეილ ბულუგაშვილი, ალექსანდრე ბულუგაშვილი. ზემოდასახელებულ პირთა თხოვნით ხელს აწერს იორდანე ტარტარაშვილი, დოკუმენტის ნამდვილობას ადასტურებს მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

პირები
წყარო

1907

ტიპი: ღონისძიება

სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ხელს აწერენ: ალექსი პაპიაშვილი, კ. პაპიაშვილი, ზაქარია პაპიაშვილი, შიო პაპიაშვილი, მათე პაპიაშვილი, მიხეილ პაპიაშვილი, სიმონ პაპიაშვილი, ალექსანდრე პაპიაშვილი, ვაჩნაზ ოქრიჯანაშვილი, მიხაილ ოქრიჯანაშვილი, დიმიტრი ოქრიჯანაშვილი, დიმიტრი კუჩოშვილი, მიხაილ კუჩოშვილი, მოსე ბაბაჯანაშვილი, ტიმოთე გამხარაშვილი, აბელ გამხარაშვილი, კოსტა გამხარაშვილი, ივანე აბულაშვილი, ნიკოლაი ყულოშვილი, თევდორე ყულოშვილი. ზემოდასახელებულ პირთა თხოვნით ხელს აწერს იასე ოთარაშვილი, ხელმომწერთა ნამდვილობას ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

პირები
წყარო

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ხელს აწერენ: ისაკო გამხარაშვილი, ილარიონ გამხარაშვილი, იასე აბულაშვილი, გიორგი აბულაშვილი, სიმონ შვიოშვილი, მაქსიმე ოთარაშვილი, გაბრიელ ოთარაშვილი, ვასილ ოთარაშვილი, ანდრე თამაზაშვილი, სერგო თამაზაშვილი, გიორგი თამაზაშვილი, მარკოზ პაპიაშვილი, ზაქარ პაპიაშვილი, დავით ოსარაშვილი, დანიელ ნადირაშვილი, დავიდ ნადირაშვილი, სიმონ ნადირაშვილი, ლევან თამაზაშვილი. ჩამოთვლილ პირთა სახელით ხელს აწერს მარკოზ ყულოშვილი; დადგენილებისა და ხელმომწერთა ნამდვილობას ბეჭდით ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

პირები
წყარო

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 20 დეკემბერს გრიგოლ თავდგირიძის მიერ მოწვეულ კრებაზე გადაწყდა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების დაარსება. ოქმს ხელს აწერენ: კრების თავმჯდომარე სერგეი რუხაძე, მდივანი სილიბისტრო თავართქილაძე, მონაწილენი – პარმენ ჭანიშვილი, გრიგოლ თავდგირიძე, მაქსიმე ცინცაძე, უშანგი ცინცაძე, თომა მეგრელიშვილი, ევსევი უშვერიძე, დათა ერისთავი, გაბრიელ მეგრელიშვილი, ზაქარია ცინცაძე, არშაკ მადათოვი, სოფიო დუდუჩავა, სამოელ თავართქილაძე, ონოფრე კალანდაძე, ფ. ცინცაძე, ილია ივანოვი, იოსებ მეგრელიშვილი, სოსო ჩხაიძე, ნესტორ შაქარიშვილი, მარია დოლიძე, მელიტონ არიშიძე, თეოფილე ჩიჩუა, სერგო ბოლქვაძე, გიორგი შარაშიძე, ლუკა ლომინაძე, სიმონ მეგრელიშვილი, სიმონ მინდაძე, ნესტორ მამალაძე, მარია ჩიხლაძე, ტრიფონ მეგრელიშვილი, ვლადიმერ ღამბაშიძე, აკაკი გაბისიანი, მარიამ მესხი, სონია დუდუჩავა, სამსონ პაიჭაძე, ბესარიონ დოლიძე, დიმიტრი კოტრიკაძე, პამფილე ბერიძე, გერასიმე ნინიძე, დარო დოლიძე, კოსტა ცინცაძე.

პირები
გრიგოლ როსტომის ძე თავდგირიძე სერგეი (სერგო) ნიკოლოზის ძე რუხაძე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე (რემონიძე) პარმენ ჭანიშვილი მაქსიმე ცინცაძე უშანგი ცინცაძე თომა ბესარიონის ძე მეგრელიშვილი ევსეი უშვერიძე დათა (დათიკო) ერისთავი გაბრიელ მეგრელიშვილი ზაქარია ცინცაძე არშაკ მადათოვი სოფიო დუდუჩავა სამოელ თავართქილაძე ონოფრე კალანდაძე ფ. ცინცაძე ილია ანტონის ძე ივანოვი იოსებ მეგრელიშვილი სოსო ჩხაიძე ნესტორ შაქარიშვილი მარია დოლიძე მელიტონ გიორგის ძე არეშიძე (არიშიძე) თეოფილე ბეჟანის ძე ჩიჩუა სერგო ონისიმეს ძე ბოლქვაძე გიორგი გოჯასპირის ძე შარაშიძე ლუკა ლომინაძე სიმონ კაციას ძე მეგრელიშვილი სიმონ ივანეს ძე მინდაძე ნესტორ მამალაძე მარია ჩიხლაძე ტრიფონ მეგრელიშვილი ვლადიმერ (ლადო) ნესტორის ძე ღამბაშიძე აკაკი გაბისიანი მარიამ საჩინოს ასული მესხი სონია დუდუჩავა სამსონ ივანეს ძე პაიჭაძე ბესარიონ დოლიძე დიმიტრი კოტრიკაძე პამფილე ბერიძე გერასიმე ნინიძე დარო დოლიძე კოსტა ცინცაძე
წყარო

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარედგინა სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებელ გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძის მოთხოვნა სკოლიდან მისი დათხოვნის განმარტების შესახებ. საქმის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 29 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას აცნობებენ, რომ ქუთაისის ქალაქის გამგეობის თანამშრომლები 1 იანვრიდან ყოველთვიური ჯამაგირის 1/2% – 1% -ს გადაიხდიან ილია ჭავჭავაძის ეროვნულ-კულტურული ფონდის გასაძლიერებლად, დაგროვილ თანხას კი სურვილისამებრ – წელიწადში ერთხელ ან ორჯერ – გაუგზავნიან საზოგადოებას. შეტყობინებას ხელს აწერს ქალაქის გამგეობის წევრი იაკობ ფანცხავა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 ივლისის მოსკოვის ქართველთა საზოგადოების ოფიციალური დადგენილებით, საზოგადოების ნამდვილ წევრს, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილს დაევალა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის გადაეცა ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის 100 მანეთი და სათანადო №304 დადგენილება.