საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32711

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ საჭირო იყო წიგნსაცავისთვის შეეკეთებინათ 2 კარადა და მუზეუმის ნივთებისთვის 2 ვიტრინა. ასევე მუზეუმსა და კანცელარიის შუაში უნდა გაეკეთებინათ რკინის მოაჯირი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეერთე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა მოხენებაში აღნიშნა, რომ გრიგოლ ვოლსკიმ ბათუმის სკოლის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადასახდელად გამგეობას თანხის გაგზავნა სთხოვა. გამგეობამ გრიგოლ ვოლსკის თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ელ დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე რატიშვილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 3 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა ალექსანდრე ჭყონიამ დაათვალიერა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913-1916 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმების მიხედვით, იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 17009 მანეთი და 78 კაპიკი უანდერძა. ანდერძის თანახმად, თანხის ნაწილი მისი ქართულ-რუსული ხელნაწერებისა და წიგნების გამოცემას, ხოლო ნაწილი სახალხო საგანმანათლებლო ფონდის გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინსტრუქციის მიხედვით, საზოგადოების საქმეები გამგეობას და მის ხუთ სპეციალურ განყოფილებას (სექციას) უნდა მოეგვარებინა. გამგეობის კრება უნდა გამართულიყო საჭიროებისამებრ, თავმჯდომარის მოწვევით. გამგეობა ირჩევდა თანამდებობის პირებს, ნიშნავდა სტიპენდიებს, ერთდროულ დახმარებებს, საკონკურსო პრემიებს, განიხილავდა წლიურ ანგარიშებს და მოხსენებებს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინსტრუქციის მიხედვით, საადმინისტრაციო განყოფილების (სექციის) შემადგენლობაში შედიოდნენ: საზოგადოების თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი, მოლარე, უძრავ ქონებათა გამგე, იურისტი და გამგეობის ორი წევრი (გამგეობის არჩევით). ხოლო სხვა განყოფილებები გამგეობის თითო და საზოგადოების ხუთ-ხუთი წევრისგან შედგებოდა. განყოფილებებს თავმჯდომარეობდნენ გამგეობის წევრები.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომის ოქმის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელ ჭაგნის უფასო სამკითხველოს შემწეობაზე დახარჯული ჰქონდა 270 მან. და ხარჯთაღრიცხვით გადადებული ჰქონდა 800 მან. ხელს აწერს თავმჯდომარე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარმოადგინეს ბარბარე ივანეს ასული კვირკველიას მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N156.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გახსნა ბარბარე ივანეს ასული კვირკველიას მიერ წარმოდგენილი ყულაბა N156, რომელშიც აღმოჩნდა 84 მან. 57 კაპ. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, მდივანი იროდინ თომას ძე სონღულაშვილი, წევრები – ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და დეკანოზი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არ დააკმაყოფილა მღვდელ იოანე კაპანაძის თხოვნა სოფელ ვანათის სკოლის მოწაფეთათვის რამდენიმე „დედა ენის“, „ბუნების კარის“ და ქართულის წერის რვეულების გაგზავნის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე იუწყება, რომ მან არ იცოდა სად ინახებოდა ძველი ოქროს ფულები და ოქროს საბურნუთე ყუთი. მხოლოდ ვასილ კლდიაშვილის ნათქვამიდან გამომდინარე იცოდა მან, რომ აღნიშნული ნივთები კარადაში იყო მოთავსებული, რომელიც მას დაკეტილი ეგულებოდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე გადაწყვიტეს სარგის კაკაბაძისთვის „შარდენის მოგზაურობა აღმოსავლეთში“ თითო წიგნად, ვადის განსაზღვრით სახლში ეთხოვებინათ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სარგის კაკაბაძეს მელქისედეკ კათალიკოსის სიგელის გამოცემაზე უარი უთხრა, რადგან კატალოგების გამოსაცემად გამგეობას თანხა არ ჰქონდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სარგის კაკაბაძეს „იოსებ ზილიხანიანის“ გამოცემისა და „XVIII საუკუნის საქართველოში ბატონ-ყმობის“ გამოკვლევის შესახებ უარი უთხრა, რადგან ამ საკითხის მოგვარება საგამომცემლო სექციას ეკუთვნოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მღვდელმა ბართლომე მათეს ძე ხარებავამ და მღვდელმა ი. ხაბაზიშვილმა გადაიხადეს საწევრო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე იროდიონ სონღულაშვილის განცხადება განიხილეს, რომელიც წიგნსაცავისა და მუზეუმის შემოწმებას და შემოწმების შემდეგ სამუზეუმო სექციისთვის ჩაბარებას ითხოვდა. გამგეობამ სონღულაშვილის წინადადება მიიღო.

1913

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სექციის დადგენილებით მუზეუმისთვის დავით კაკაბაძისაგან ორი სურათი (სოლომონ მეფე და აველის სტილზე ნახატი მონადირე) შეიძინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი დეკემბრისთვის საზოგადოების ანგარიშზე არსებული ბალანსი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გრიგოლ ყიფშიძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე, წარმოადგინეს I და II სახალხო ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომა. სხდომაზე ალექსანდრე ჭყონიამ გამგეობას შესთავაზა, რომ მომდევნო სხდომაზე საზოგადოების საპატიო წევრად აერჩიათ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში. გამგეობამ მხედველობაში მიიღო მისი წინადადება და ილია წინამძღვრიშვილი აირჩია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ივანე გაბრიელის ძე ძიძიშვილმა და ელისაბედ მიხეილის ასულმა ძიძიშვილმა გადაიხადეს საწევრო.