საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები29158

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 (21) იანვარს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძემ, მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად 1920 წლის პირველი იანვრიდან დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა დაუშვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

გენერალი აბელ მაყაშვილი ახალქალაქიდან დეპეშით ატყობინებს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძეს, რომ 1918 წლის 5 დეკემბერს დილის 10 საათზე, მათმა ჯარმა დაიკავა ახალქალაქი, რასაც მოსახლეობა დიდი სიხარულით შეხვდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ელ. ჭელიშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, რომ პირველი იანვრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა დაეშვათ. ის ივანოვას ნაცვლად დროებით ატარებდა გაკვეთილებს. ჭელიშვილმა სამინისტროს დარია ალიხანოვას მოწმობის ასლიც N 221 გუგზავნა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ელ. ჭელიშვილი და საქმისმწარმოებლის ნაცვლად დარანწურაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბერს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სოჭიდან მადლობის დეპეშას უგზავნიან სოჭის ოლქის გლეხთა ყრილობის თავმჯდომარე ჯანაშია, ამხანაგები: ვ. ვასილიევი, ზ. პივოვაროვი, ა. ნემჩუკი და კოროლევი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 ოქტომბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორ ელ. ჭელიშვილს აცნობეს, რომ უფლება ჰქონდა გიმნაზიის სპეციალური თანხიდან მასწავლებელ დარია ალექსანდრეს ასულ ალიხანოვისთვის ავადმყოფ ივანოვას დაბრუნებამდე თვიურად მიეცა 628 მანეთი და 33 კაპიკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ გამოცემიდან ვიგებთ, რომ ოჯახი ფინლანდიის მეათე პოლკის ყოფილ ჯარისკაცს, კონსტანტინე (კოწია) ნიკოლოზის ძე ღოღობერიძეს ეძებდა. დათიკო ღოღობერიძე საზოგადოებას მის შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში გამოხმაურებას სთხოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 ოქტომბერს კაფე „დრუჟინაში“ ოფიცერი სანაია და ონუფრიშვილი პირად თემაზე წალაპარაკდნენ. ონუფრიშვილი მოკვლით დაემუქრა, მაგრამ სანაიამ მოასწრო მისი მოკვლა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს გზათა სამინისტროსა და უფროსი სამმართველოს მთავარმა რწმუნებულმა გ. გ. ფირცხალაურმა რკინიგზის უფროსებთან ერთად სადგური თბილისი და ნავთლუღის სახელოსნო დაათვალიერა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო ზურაბ მაჩაბლისა და წითლიანიძის (თბილისიდან), ასევე ხიდირბეგიშვილის (სურამიდან) საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცი დეპეშები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 აგვისტოს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორის თანამდებობის აღმასრულებელი გედევან წერეთელი განათლების სამინისტროს გიმნაზიის მოსწავლეთა სიას უგზავნის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 დეკემბერს, ივანე ლავაშკევიჩს, ბათუმის სამხედრო პორტის სარემონტო ქარხნის მუშას, შუამდგომლობს შრომის სამინისტრო სამხედრო სამინისტროსთან, რათა მან აიღოს კუთვნილი ხელფასი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 დეკემბერს შრომის სამინისტრო სწერს სოხუმის კომისარს, რომ ნ. კ. იაკაიტისი, სოხუმის საცდელი სადგურის მებაღე, არ გათავისუფლდეს საკრედიტო ვალდებულებისაგან.

1922

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე შერვაშიძე მადრიდის თეატრისთვის „კომედია“ დეკორაციებსა და სასცენო ტანსაცმლის ესკიზებს ხატავდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 დეკემბერს შრომის სამინისტროს საერთო განყოფილება აცნობებს შრომის კომისარს ინჟინერ ცინცაძის გათავისულების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 დეკემბერს ანანოვის ღვინის ქარხნის მშრომელთა კავშირის თავმჯდომარე დ.ი. ღლონტმა მიმართა შრომის სამინისტროს განცხადებით მათი კუთვნილი თანხების გაცემის თაობაზე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის პირველ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაიწყო ზაქარია ჭიჭინაძის იუბილესთვის მზადება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 დეკემბერს გ. კოზლოვსკის, რომელიც ბაქოს რკინიგზის ინჟინრად მუშაობდა, შრომის სამინისტროდან 1 000 რუბლი გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 დეკემბერს საწყობ „ვარციხის“ მფლობელ მ. ანანოვს შრომის სამინისტრომ დაავალა იმ 33 მუშისთვის ანაზღაურების გადახდა, რომლებიც ამ საწყობში მუშაობდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციამ და თურქეთის მხარემ აღნიშნეს, რომ არსებული მდგომარეობა არის არა მოლაპარაკების შეწყვეტა, არამედ შესვენება კონფერენციის მუშაობაში. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ქუთაისიდან თბილისში ჩავიდა ნიკო ლორთქიფანიძე, რომელიც თავის მოთხრობებს დასაბეჭდად ამზადებდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა შალვა დადიანს თეატრისა და ქორეოგრაფიის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა ნიკოლოზ ქართველიშვილსა და ლეკვიაშვილს დაავალა მუსიკის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა გრიგოლ რობაქიძესა და პავლე ინგოროყვას ესთეტიკის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 28 იანვარს გაზეთ „ფიგაროს“ რუსულ ენაზე გამოსვლა იგეგმებოდა, რომლის რედაქტორიც ნიკოლოზ მიწიშვილი უნდა ყოფილიყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ძველი მწერალთა კავშირი ზაქარია ჭიჭინაძის იუბილეს გადახდას გეგმავდა.