საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32854

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე და არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 31 მაისს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჯომარდიძემ, იაკობ ხმალაძემ, მარგარიტა ხმალაძემ და სოლომონ ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი თვის საწევრო გადასახადი გაუგზავნეს და ბორჯომში საზოგადოების განყოფილების გახსნა სთხოვეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 თებერვალს ელენე ნესტორის ასულმა მაჭარაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ხელფასის გაზრდა სთხოვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1914 წლის პირველ თებერვალს საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 518. 2 მანეთი, სამეურნეო ბანკის სახელდახელო ანგარიშზე – 3352. 83, ვალი – 764.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 35-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ელიავა, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და სხვები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 35-ე სხდომას ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. მისი მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 35-ე სხდომას ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. მისი მოადგილე პეტრე მირიანაშვილი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ მასწავლებლებს ხელფასი 30 მანეთი ჰქონდათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საგამომცემლო სექციის მოხსენება 1914 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ვერის საქველმოქმედო სკოლაში ქართულ ენას კვირაში რვა გაკვეთილი ჰქონდა დათმობილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის საქველმოქმედო სკოლის გამგის მოხსენება ქართული ენის გაკვეთილების რაოდენობის გაზრდის შესახებ. გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად სასკოლო სექციას გადასცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანა კაპანაძის თხოვნა სოფელში დასარიგებლად სასკოლო წიგნების უფასოდ მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გრიგოლ დადიანისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის პრემიების გასანაწილებლად საისტორიო კომისიის წევრებად აირჩიეს: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 322. 97 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 3064. 86 და შენახული თანხა – 9302. 92.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებასთან არსებულმა თეატრალურმა დასმა, რომლის ადმინისტრატორი იყო გიორგი მატარაძე, 29 წარმოდგენა გამართა. წარმოდგენებს სულ 8200 მაყურებელი დაესწრო, სპექტაკლების შემოსავალმა 6803 მანეთი და 89 კაპიკი შეადგინა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 26 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 176. 71 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 314. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.

1915

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს სარაჯიშვილისა და ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიები დაუნიშნეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებას ნაღდი ფული 4633 მანეთი და 59 კაპიკი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ საგანგებო შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხიდან 6400.12 მანეთი ისესხა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 26 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 20-დან 26 ივნისამდე საზოგადოებაში შევიდა 687. 24 მანეთი და დაიხარჯა – 3383. 50.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოსკოვის სამხატვრო სასწავლებლის სტუდენტ შალვა გერასიმეს ძე ქიქოძეს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტ მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილს ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტ გაბრიელ გრიგოლის ძე ოქროპირიძეს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად უმაღლესი სამეურნეო სასწავლებლის მოსწავლეებს სარაჯიშვილის სახელობის ორი სტიპენდია დაუნიშნეს.