საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32704

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 იანვარს ნინო ალექსის ასულმა ფურცელაძისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, შალვა ფურცელაძისთვის სპეციალურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო გიორგი ლასხიშვილი, თუმცა მის მაგივრობას ზოგჯერ დავით კარიჭაშვილი ასრულებდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 5 მაისს იოსებ პავლეს ძე სიჭინავამ თავისი ბიძის, ალექსი სიჭინავას, ნაანდერძევი 1000 მანეთის სოხუმის განყოფილებისათვის გადაცემის თაობაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მზრუნველთა საბჭოს წინაშე შუამდგომლობის აღძვრა სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 16 ივნისს მიხაილოვის საავადმყოფოს სულით ავადმყოფთა განყოფილების გამგემ, ნესტორ კახეთელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილის, კონსტანტინე კახეთელიძისთვის სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სვიმონ კლდიაშვილის გეგმა ილია ჭავჭავაძის სახლში ბიბლიოთეკა-მუზეუმის გადატანის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება ბიბლიოთეკა-მუზეუმის ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 20 მაისს მოსკოვის საქალაქო უნივერსიტეტის მსმენელმა, ექვთიმე დავითის ძე კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ნინო ორბელიანის თხოვნა დახმარების თაობაზე. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ივლისს კონსტანტინე ალექსანდრეს ძე კოსტანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პოლიტექნიკურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლის თხოვნა ხელთუბნის სკოლის ხელახლა გახსნის შესახებ. მას და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს დაევალათ სკოლის შენობის დათვალიერება და ხარჯების გამოთვლა, რა ოდენობის თანხა დასჭირდებოდა მის შეკეთებას.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეატყობინა, რომ ელენე ბაბუთოვისას ყულაბაში 88 კაპიკი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეატყობინა, რომ ეკატერინე გაბაშვილის ყულაბაში 8. 30 მანეთი იყო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს მელიტონ გობეჩიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ქართული ლიტერატურის შესახებ ფრანგული წიგნაკის გამოცემას აპირებდა და დახმარება სთხოვა. გამგეობას ამისთვის თანხა არ ჰქონდა გამოყოფილი, ამიტომ უარი უთხრეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 30 დეკემბერს კიევის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, მიხეილ ტყავაძემ სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილმა და მოსკოვში მცხოვრებმა სხვა ქართველმა სტუდენტებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად ხელნაწერები გაუზავნეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იუსტინე აბულაძის თხოვნა ბიბლიოთეკიდან ხელნაწერების შესასწავლად მიცემის შესახებ. გამგეობამ საკითხის გადაწყვეტა საისტორიო-საარქეოლოგიო სექციას მიანდო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ილია ჭავჭავაძის ანდერძთან დაკავშირებით მომდევნო სხდომაზე მიეწვიათ ვექილები: გიორგი გვაზავა, ირაკლი გუნცაძე და ივანე ზურაბიშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს და გადაწყვიტეს დაეკმაყოფილებინათ სტიპენდიატ თამარ ხარაბაძის თხოვნა ერთი თუმნით დახმარების თაობაზე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 16 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: დავით კარიჭაშვილი, გიორგი ლასხიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და სამსონ ფირცხალავა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს განათლების საზოგადოების გამგეობამ ქალთა სემინარიის მმართველად ანა (ოლღა) სოლოღაშვილი აირჩია.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დიდი გომარეთის სკოლის პედაგოგ ილია გიორგის ძე სეხნიაშვილს მადლობა გამოუცხადა და ჯილდოდ 50 მანეთი გადასცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო ტიმოთეს ძე სახოკიას მოხსენება ეთნოგრაფიული წიგნების შეგროვების შესახებ. გამგეობამ მას ნივთების შესაძენად 6 თუმანი მისცა და ხელნაწერებზე ყურადღების მიქცევა სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 21 ივლისს ქუთაისში მცხოვრებმა ქვრივმა, ნინა ივანეს ასულმა კირვალიძისამ შვილის, პანტელეიმონ ივანეს ძე კირვალიძისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ელენე ჯორჯაძის თხოვნა ბრიუსელის ქართველი სტუდენტებისთვის წიგნების უფასოდ მიცემის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 მაისს გიორგი ბეჟანის ძე ტატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, ალექსანდრე ტატიშვილისთვის სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.