საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33213

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ პეტერბურგის კონსერვატორიას თამარ შიუკაშვილის სწავლის საფასურის დასაფარად 75 მანეთი გაუგზავნა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ადელაიდა აბაშიძე-გორლენკომ საწევრო, 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოების ფინანსური ბრუნვა 22519.82 მანეთს შეადგენდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11615.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნა სვანეთის სკოლებისთვის საზოგადოების გამოცემების ნახევარ ფასად გადაცემის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი მიხეილის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფ. კონტუათის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება 27 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის საღამოს გამართვის შესახებ. ღონისძიების ორგანიზებისთვის კომისიის წევრებად გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა აირჩიეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მღვდელ იოანე გიორგის ძე მარგიანის თხოვნა სვანებისთვის ქართული წიგნების უფასოდ გადაცემის შესახებ. საზოგადოებამ მათ 5 მანეთის წიგნები გაუგზავნა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თ. მთვარელიშვილის თხოვნა წიგნის მაღაზიისთვის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 721. 06 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 5644. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ილია ჭავჭავაძის კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილების ტომებად გამოსაცემად სარედაქციო კომისიის წევრებად აირჩიეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება ილია ჭავჭავაძის კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილების გამოცემის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილსა და ალექსანდრე ივანეს ძე მდივანს საზოგადოების წიგნის მაღაზიის საწყობი მდივნისთვის ჩაებარებინათ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფიო ქაჯაიას თხოვნა ხევსურებისთვის ქართული წიგნების უფასოდ გადაცემის შესახებ. საზოგადოებამ მათ 5 მანეთის წიგნები გაუგზავნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სასკოლოს სექციის მოხსენება ქართული მოძრავი ასოების შესახებ, რომლის გამოცემაც პეტრე სურგულაძეს დაევალა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, იაკობ გოგებაშვილს „ბუნების კარში“ 200 მანეთი გადაუხადეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 13-დან 18 სექტემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 2450. 32 მანეთი და დაიხარჯა – 599. 83.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა მიხეილ წერეთელს აკაკი წერეთლის ფონდიდან 100 მანეთით დაეხმარა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს 3 მაისის სეირნობისა და ლატარიის ანგარიში, რისი შემოწმებაც ალექსანდრე მდივანს დაევალა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ მომგებიანი ბილეთების დასაზღვევად გაიცა 12 მან. 35 კაპ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ანასტასია წერეთლისთვის წიგნების თანხის – 3. 60 მანეთის მიცემა გადაწყვიტეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გრიგოლ ჩარკვიანისთვის კონვერტების დასაბეჭდად 2. 75 მანეთის მიცემის შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია წერეთლისა, ივანე რატიშვილი და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი მაისიდან 23 მაისამდე.