საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32170

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ივანე რამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სურებში სამკითხველოს გახსნა სთხოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქაქუთის სამრევლო სკოლის მასწავლებლის თხოვნა მაჰმადიანი მოსწავლეებისთვის ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო – 300 მანეთი გადაიხადეს: ნიკოლოზ არღუთაშვილმა, ერეკლე ბაგრატიონ-მუხრანბატონმა, ბარბარე ბაგრატიონ-მუხრანბატონისამ, ვასილ მაჩაბელმა, დიმიტრი მუსხელიშვილმა, ელისაბედ საგინაშვილისამ, ალექსანდრე ჩოლოყაშვილმა, ნიკოლოზ ღოღობერიძემ და ალექსანდრე ხახანაშვილმა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ივანე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ხელნაწერი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ქუთაისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეებს წიგნები ოცპროცენტიანი ფასდაკლებით მისცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კონსტანტინე იოსების ძე მესხიშვილს რვეულების ასაკინძში 50 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ვლადიკავკაზის სკოლის მზრუნველად პართენ გოთუას დანიშვნა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს სოფიო ცაციაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ღარიბი ბავშვებისთვის 5 „დედა ენისა“ და 10 რვეულის უფასოდ გადაცემა სთხოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყალამშიის სკოლის მასწავლებლის თხოვნა ავადმყოფობის გამო ერთი თვით გათავისუფლების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ, კიტა აბაშიძემ, ივანე ზურაბიშვილმა და ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 5 „დედა ენა“ და 10 რვეული უფასოდ გადასცეს სოფიო ცაციაშვილს ღარიბი ბავშვებისთვის დასარიგებლად.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟენევაში მყოფი ქართველების მოხსენება ბიბლიოთეკის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსახლეობის თხოვნა ავლაბარში ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკის ხელმეორედ გახსნის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ახალგორისა და უდის ბიბლიოთეკებს 24-24 მანეთი გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ლუარსაბ ბოცვაძეს პედაგოგიური შრომისთვის ჯილდოდ ხუთი თუმანი გადაეცა. ეს თანხა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილის შემოწირულობიდან აიღო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის აგვისტოში ლუარსაბ ბოცვაძის ჯილდოსთვის გაცემული თანხა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილის შემოწირულობიდან აიღო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის თებერვალში ალექსანდრე სარაჯიშვილმა, გრიგოლ რცხილაძემ და ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მუზეუმის საკითხის გადასაწყვეტად სხდომის დანიშვნა სთხოვეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სურებში სამკითხველოს გახსნისთვის საჭირო ცნობების მოგროვება სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 25-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგის მიერ გაზეთში გამოქვეყნებული პედაგოგიური რჩევების განხილვა და აზრის გამოთქმა სთხოვეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სამსონ გიორგის ძე ფიცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის მოხსენება ჟენევის ბიბლიოთეკის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიმართა, ვლადიკავკაზის სკოლის გამგედ ამავე სკოლის მასწავლებელი ლუარსაბ ბოცვაძე დაენიშნათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 25-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, დავით კარიჭაშვილი და სხვები.