რეგისტრირებული ფაქტები2208
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის 22 აპრილს, შუადღის 2 საათზე, ივანე მაკასაროვი ორთქმავლის ქვეშ ჩავარდა და ფეხი მოიტეხა.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
მუხლში დაჭრილი განჩაროვი ჭრილობის მოშუშების შემდეგ 1903 წელს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა მოძრაობას მიემხრო.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1903 წელს ილია ნებიერიძე სამსახურში მიმავალ განჩაროვს დახვდა და მუხლში დაჭრა. ის შრომისუუნარო გახდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს ილია ნებიერიძემ რკინიგზის სახელოსნოს სამშენებლო განყოფილებაში გაიცნო სტეფანე ზაქრაძე, ზაქრო იოსების ძე ჩოდრიშვილი და გიორგი სტურუა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წელს თბილისში ჩამოვიდა ტაშკენტის გენერალ-გუბერნატორი, გენერალ-ლეიტენანტი კოროლკოვი.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში, ივანოვის ქუჩაზე, მდებარე კერძო ვექილის, ხარიტონ ფაჩულიას სახლი გაქურდეს, ქურდებმა წაიღეს ოთხ თუმნამდე ღირებულების ძეწკვიანი ოქროს საათი, ასევე ფული და კანონთა კრებულის IX ტომი.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 25 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდა სახელმწიფო ბანკის მმართველი პლესკე და დაბინავდა სასტუმრო „ორიანტში“.
1936
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ ხახონ თაძიას ძე ლიქოკელს კავშირი ჰქონდა ამერიკელებთან, ერთი მათგანი სახლშიც ჰყავდა.
1868
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1868 წლის 13 აპრილს ქუთაისში დაიბადა მწერალი სიმონ ალექსის ძე ქვარიანი.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 1-ელ ოქტომბერს მცხეთაში უბედური შემთხვევა მოხდა: ქართველთა გამომცემელი ამხანაგობის სტამბის ასოთამწყობი კანდაბაროვი თბილისში მიმავალი მატარებლიდან გადმოვარდა და მეორე მატარებლის ქვეშ მოჰყვა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 5 ოქტომბერს ბაქო-ბალაჯრის გზით თბილისში ჩამოვიდა გზათა მინისტრი მიხეილ ხილკოვი.
1908
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1908-1912 წლები გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოევი გერმანიასა და შვეიცარიაში ცხოვრობდა.
1943
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად საქართველოს დიდი გულშემატკივარი, ოლივერ უორდროპი სოფელ სევენოკიდან იყო.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 4 ოქტომბერს ელისაბედის ქუჩის მცხოვრებ ელისაბედ ჩხეიძეს მოსამსახურე ვასილ გორიანოვმა მოჰპარა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ შეგროვებული თანხა, 200 მანეთზე მეტი.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 5 ოქტომბერს ფინანსთა მინისტრის ამხანაგის, ვ. ი. კოვალევსკის მოღვაწეობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭომ მას მისალოცი წერილი გაუგზავნა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 15 ოქტომბერს მიწათმოქმედების მინისტრ ა. ს. ერმოლოვს ესტუმრნენ ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეი და სოკოლოვი.
1883
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე ივანეს ძე ფარნიევი 1883 წლის 14 სექტემბერს სოფ. ქვითკირისწყაროში დაიბადა.

