საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები29099

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ განიხილა მოხსენება საინგილოს სკოლებისათვის 20 250 მანეთის გადადების შესახებ. იმჟამად საინგილოში არსებობდა შემდეგი სასწავლებლები: ნორმალური სკოლა სოფელ კახში; ქალთა და ვაჟთა სამრევლო სკოლები – ალიბეგლოში, ქოთუქლოში; მუშაბაშსა და ყორაღანში. ამ სკოლების მასწავლებლები იმ წლის მარტამდე ნორმალურად იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო აპრილიდან კახის ნორმალური სკოლის მასწავლებლებს შემცირებული ხელფასი ეძლეოდათ. ამიტომ იძულებულნი გახდნენ, სამსახურისთვის თავი დაენებებინათ. ისინი ითხოვდნენ კუთვნილ ანაზღაურებას. მოხსენებას ხელს აწერს სოფელ კახის ნორმალური სკოლის მასწავლებელი გრიგოლ აფშინაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საინგილოს სკოლებისათვის 20 250 მან. გადადების საკითხი. დაადგინეს: გაეხსნას განათლების მინისტრს 10-მილიონიანი ფონდიდან ამ თანხის კრედიტი საინგილოს სკოლების ხარჯთა დასაფარად 1918 წლის 1-ლი აპრილიდან 31 დეკემბრამდე.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 25 აგვისტოს საბჭოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის მოხსენება ხელსაქმის მასწავლებლების ჯამაგირის (10-15 მანეთის) გადიდების შესახებ.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წელს ქრისტინე შარაშიძე წყალტუბოში იყო, შემდეგ გელათის მონასტერში წავიდა, სადაც ფრესკების გადაღებაზე მუშაობდნენ და მას საშუალება მიეცა ღვთისმშობლის მოზაიკური ხატის ახლოდან სანახავად ხარაჩოზე ასულიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 25 აგვისტოს საბჭოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის მოხსენება ორკლასიან (ყოფილ საეკლესიო) სამასწავლებლო სკოლათა უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად გადაკეთების შესახებ, მათი კურსდამთავრებულები მასწავლებლად გამოუსადგარნი იყვნენ; მთავარგამგეს დაევალა რეორგანიზაციის შესახებ მოხსენების წარდგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1918 წლის 25 აგვისტოს საბჭოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის მოხსენება ერთკლასიან და ორკლასიან სასწავლებელთა გადაკეთების შესახებ ისე, რომ მომავალში ეს სკოლები სახალხო სკოლას გათანაბრებოდა – სამწლიანი ოთხწლიანად გადაკეთდებოდა, ხუთწლიანი სასწავლებლების დამამთავრებელი განყოფილების მოწაფენი უმაღლეს დაწყ. სასწავლებელში გადაეყვანათ. დაადგინეს: დროებით არსებული მდგომარეობა დარჩენილიყო, სკოლის ძირითადი რეფორმის პრინციპული საკითხი ვიდრე არ გადაწყდებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 მარტის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საკითხი მასწავლებელთა გამომცდელი კომისიის წევრებისთვის გასამრჯელოს მიცემის შესახებ. დაადგინეს, დაწესებულიყო ჯილდო. ცხრილის შემუშავება მიანდეს კანცელარიის დირექტორს.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 6 მარტის საბჭოს სხდომაზე ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხატვის მასწავლებლის, ბ. მესხის შტატის მასწავლებლად დამტკიცების საკითხი მოისმინეს. სასწავლებლის დირექტორის შუამდგომლობის თანახმად, მესხი, როგორც საუკეთესო პედაგოგი აღნიშნულ თანამდებობაზე დამტკიცდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის მოადგოლე თევდორე კიკვაძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და წევრები: შიო დედაბრიშვილი, ნინო ნაკაშიძე, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე, ი. გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლ ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სკოლების გადაცემის შესახებ. გადაცემული იყო აკაურთის, ატენისა და ვარიანის სკოლები, სამტრედიის კიოსკი და ბიბლიოთეკა-სამკითხველო. გამგეობამ საკითხის განხილვა მომავალი კრებისთვის გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ ნადეჟდა ჭყონიასი წინადადებას აძლევს გამგეობას, შეიძინოს ნაღდ ფულზე მისგან მისი მეუღლის, ალექსანდრე ჭყონიას ნაწერები „ისტორიული ნარკვევი“ 270 ცალი და „სამეგრელოს აღწერა“ – 60 ცალი. პირველი – 35 მანეთად ცალი, ხოლო მეორე – 25 მანეთად, 40% დაკლებით. გამგეობამ გადაწყვიტა, შეეძენათ „სამეგრელოს აღწერა“ – 60-ვე ცალი, ხოლო „ისტორიული ნარკვევი“ 100 ცალი 40%-ის დაკლებით იმ პირობით, თუ „ისტორიული ნარკვევის“ ნომინალური ფასი იქნებოდა 20 მანეთი, ხოლო „სამეგრელოს აღწერისა“ – 15 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 მარტს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე ზემო კალის გიმნაზიის შესახებ იმსჯელეს. მისი რევიზია მთავარგამგე გრიგოლ ნათაძეს დაევალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 6 მარტის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ბორჯომში კერძო ოთხკლასიანი რუსული გიმნაზიის გახსნის საკითხი – ჯორბენაძის და სხვ. თხოვნა. მიეცათ კერძო რუსული უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებელის გახსნის ნება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 მარტს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე და კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ მე-4 უბნის მომრიგებელი სასამართლო აუწყებს საზოგადოების გამგეობას, ნებაყოფლობით დაცალოს შმულევიჩის სახლი, სადაც მოთავსებულია ავლაბრის ბიბლიოთეკა, არაუგვიანეს 6 ნოემბრისა. გამგეობამ მდივანს მიანდო საქმის გარკვევა, ღებულობს თუ არა ავლაბრის კულტურული წრე ბიბლიოთეკას თავის გამგებლობაში. თუ 6 ნოემბრამდე ბიბლიოთეკას არ ჩაიბარებენ, უნდა გადმოიტანონ საზოგადოების ბინაზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სტამბოლში მყოფი საქართველოს მისია თხოულობს მაჰმადიან ბავშვთათვის სასწავლებლად და დასარიგებლად 100 ცალ „დედაენას“, I ნაწილს და II ნაწილს და რამდენიმე „ბუნების კარს“, ისტორიას და ისტორიულ მოთხრობებს. საკითხს შუამდგომლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო. გამგეობამ გადაწყვიტა, ეცნობებინა სამინისტროსთვის, რომ თხოვნა უკვე დაკმაყოფილებული იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დუშეთის სამაზრო ერობის გამგეობის წევრ ჩიმაკაძის დეპეშით შეტყობინება, გაიგზავნოს წარმომადგენელი გერგეთის სკოლის ჩასაბარებლად. გამგეობამ გადაწყვიტა, ქონების ჩაბარება მიენდო ადგილობრივი კომისიისთვის, რომელსაც მიბარებული ჰქონდა სკოლის ინვენტარი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „ბუნების კარის“ სალიტერატურო განყოფილების გამსწორებელი კომისიის აზრი მისი გასწორების შესახებ. კომისია იმ აზრის იყო, რომ „ბუნების კარს“ უნდა დარჩენოდა არამარტო ენციკლოპედიური ხასიათი, არამედ ის მეთოდიც, სისტემაც მასალის დალაგებისა, რომელიც მას ჰქონდა, რადგან უამისოდ წიგნი აღარ იქნებოდა ი. გოგებაშვილის. გამგეობამ გადადო საკითხის განხილვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 20 მარტის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ თევდორე რაზიკაშვილისთვის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის წოდების მინიჭების შესახებ. მიანიჭეს და დუშეთის სასწავლებლის შტატის მასწავლებლად დაამტკიცეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 20 მარტის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებლების _ ძიძიგურისა და გვახარიასთვის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდების მინიჭების შესახებ. დაადგინეს, მიენიჭოთ წოდება.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 მარტს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე ქუთაისის ქალთა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სასწავლებლად გადაკეთების საკითხი მოისმინეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 მარტს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მონისტრის მოადგილის მდივნის მოხსენება ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. დაადგინეს, რომ საყვედური გამოეცხადოთ მასწავლებლებს – არსენიშვილსა და ხელაძეს; გიმნაზიის დირექტორს მისწერონ, ყველა ზომა მიიღოს გიმნაზიაში წესრიგის აღსადგენად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 მარტს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, მდივანი კონსტანტინე აბაშიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის1919 წლის 27 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამინისტროს რწმუნებულ აკ. ფაღავას მოხსენება ბათუმში გიმნაზიის გახსნის შესახებ და დაადგინეს: გაიხსნას ქართული სახაზინი გიმნაზია. თანამდებობის პირთ და მასწავლებელთ 4 თვის განმავლობაში მიეცეთ დამატებითი ჯილდო _ თვეში 300 მან. და გზის ფული _ დირექტორს I კლასის ბილეთი და მასწავლებელს II კლ.