რეგისტრირებული ფაქტები32812
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი გამოვიდა წინადადებით, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილი საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ დაეტოვებინათ და მისთვის ყოველთვიურად დაექვითათ ხელფასის ნაწილი, რის საშუალებითაც მაღაზიის დანაკლისს შეავსებდნენ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოების საქმეთა გასაცნობად და გაუმჯობესებისთვის მოსაზრების წარსადგენად დაარსდა სექციები. საშუალებათა გაძლიერების სექციის წარმომადგენლებად აირჩიეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ფალიაშვილს სიმღერების დასაბეჭდად 10 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს ჩანაწერების რვეულში 25 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე მაჭავარიანს წიგნებზე მუშაობისთვის 17 მანეთი გადაუხადა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის მაღაზიის ახალი გამგის დანიშვნის საკითხი. გიორგი ყაზბეგის აზრით, გამგედ ბუღალტერი ედილაშვილი უნდა დაენიშნათ. ფილიპე გოგიჩაიშვილმა განმარტა, რომ ჯობდა ედილაშვილი ბუღალტრად დარჩენილიყო, გამგედ კი დროებით საზოგადოების გამგეობის რომელიმე წევრი დაენიშნათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნის მაღაზიის გამგის საკითხის განხილვისას გიორგი ყაზბეგმა, იაკობ ღულაძემ და ალექსანდრე მდივანმა მხარი დაუჭირეს ფილიპე გოგიჩაიშვილის კანდიდატურას. დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და ლუარსაბ ბოცვაძე კი მიიჩნევდნენ, რომ უნდა დაეკმაყოფილებინათ შიო ქუჩუკაშვილის თხოვნა გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბეგოიძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 35 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გრიგოლ ჩარკვიანს კალენდარზე მუშაობისთვის 17.38 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ ბადრიძეს 15 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ ბადრიძეს გრამატიკის სახელმძღვანელოების დასაკაზმად 1.85 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვლადიმერ ლორთქიფანიძეს ბათუმისა და სენაკის სკოლების შემოწმებისთვის 25 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლაზარევს საკანცელარიო ნივთებში 4.49 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით სვანეთის საეკლესიო სკოლებში 1.48 მანეთის საკანცელარიო ნივთები გაგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ლავრენტი აგლაძეს ივნისში თონეთის სკოლისთვის გაწეული სამსახურისთვის 40 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივლისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ფალიაშვილს 10 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანაიდა გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 20 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით საკანცელარიო მაღაზიას 9.17 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს მოგების წილი – 15 მანეთი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრე ხახანაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 10.88 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს 75 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ტარას მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს იმავე წლის 10 სექტემბრიდან ფოტოგრაფიის გამგის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ძალაში დარჩენილიყო 21 მაისის სხდომის დადგენილება. გამგეობამ არ დააკმაყოფილა შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, საზოგადოების წიგნის მაღაზია დაუყოვნებლივ დაეკეტათ, სანამ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა არ ჩაიბარებდნენ და დროებით დანიშნულ გამგეს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს არ გადასცემდნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი წინააღმდეგი იყვნენ საჯარო კრებაზე განეხილათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის რევიზიის საქმე. გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის აზრით, სხვაგვარად მაღაზიის საქმეს ვერ გადაწყვეტდნენ.

