საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები29099

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ შირსკისა და საქმისმწარმოებელ კრასოვსკის თხოვნა დახმარების შესახებ. უარი ეთქვათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე განიხილეს სენაკის ყოფილი სასულიერო სასწავლებლის პედაგოგის, ჩხეტიანის მდგომარეობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მხეიძის ყოფილი კურსების საკითხი და დაადგინეს, რომ კურსების საქმეთა გამოსარკვევად მოსალაპარაკებლად მოეწვიათ მხეიძე და სასწავლებლის კოლეგიის წარმომადგენელი. თუ მხეიძე ამგვარივე კურსების გახსნის ნებას ითხოვდა, შეიძლება ნებართვა მიეცათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საკითხი კავკასიის მუზეუმის ხარჯთაღრიცხვისა და წესდების დამტკიცების შესახებ. დაადგინეს: გადაკეთდეს საქართველოს მუზეუმად და ასევე ეწოდოს; მუზეუმის ხარჯთაღრიცხვისა და წესდების შედგენა დაევალოს მის დირექტორ ნ. მ. ყიფიანს და სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გ. თაყაიშვილს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 იანვრის განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პეტრე მელიქიშვილი, პროფესორი იოსებ ყიფშიძე, კავკასიის მუზეუმის დირექტორი ნოე ყიფიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვარს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საკითხი განსვენებული მასწავლებლის, მათიშვილის ოჯახისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. თხოვნა დაკმაყოფილდა იმ თანხიდან, რომელიც სამინისტროს მასწავლებელთა უბედური შემთხვევების დროს დახმარებისთვის უნდა გაეცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ლაგოდეხის გიმნაზიის გაეროვნების შესახებ. დაადგინეს, ადგილობრივ საკითხთა გამოსარკვევად ლაგოდეხში გაიგზავნოს თელავის გიმნაზიის მასწავლებელი დ. ქადაგიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვარს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე დიმიტრი დუმბაძისთვის ქართული ენის მასწავლებლის წოდების მინიჭების საკითხი განიხილეს. სხდომის წევრებმა დუმბაძის პროფესიული უნარების შესამოწმებლად კომისიის შექმნა გადაწყვიტეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლის კელენჯერიძის ამ თანამდებობაზე დამტკიცების საკითხი და დაამტკიცეს შტატების მასწავლებლად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვრის განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის მასწავლებლის, გ. შილაკაძისთვის საშუალო სასწავლებელთა ქართული ენის მასწავლებლის წოდების მინიჭების შესახებ. მას უარი უთხრეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის შერეული გიმნაზიის დირექტორისა და ინსპექტორის დანიშვნის შესახებ და დაადგინეს: ილია ფერაძე დაინიშნოს დირექტორის, მარიამ ლომინაძე კი – ინსპექტორის თანამდებობის აღმასრულებლად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საკითხი გლებ ლემლეინის თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ. ობსერვატორიის რევიზიის დამთავრებამდე საკითხი გადაიდო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის დეკემბერში მღვდელი თარხნიშვილი შალვა მაღლაკელიძეს დაჰპირდა, რომ გაიოზ მაღლაკელიძის პრესის ბიუროსთვის მასალების მოძიებაში დაეხმარებოდა. თარხნიშვილი ბეირუთში იყო და მაღლაკელიძეს სირია-ლიბანის შესახებ მიაწვდიდა ინფორმაციას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები: შიო დედაბრიშვილი, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე, თავმჯდომარეობდა დავით კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვ. ბარნოვის წინადადება თავის სახელმძღვანელოს „ქართულით სიტყვიერების ისტორიიდან გაკვეთილების“ დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ თ. კიკვაძეს მიანდო სამინისტროს რეცენზიის მოტანა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ჯავახიშვილისგან მისი წიგნის, „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე-XVII ს.“, 800 ცალის შეძენის საკითხი. გამგეობამ 400 ცალის შეძენა გადაწყვიტა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 ოქტომბრის დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ცნობა კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გაეგზავნოს გამგეობის დადგენილების ასლი და ეთხოვოს, რომ თავიანთი მოქმედება შეუფარდონ მოცემულ თანხას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა მონასტრის მდივანი, მღვდელი პეტრე ტატალაშვილი თხოულობდა წიგნებით დახმარებას მონასტერთან არსებული ბიბლიოთეკისათვის. გამგეობამ გადაწყვიტა დახმარება 1500 მანეთის წიგნებით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია ქიქოძის თხოვნა ლიხაურის (გურია) ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ სამკითხველოსთვის საკუთარი გამოცემების გადაცემა გადაწყვიტა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივნის მაგიერ შ. დედაბრიშვილი, წევრები: ნინიძე, მ. კაკაბაძე და გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 ოქტომბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი გორის განყოფილების საქმეთა ლიკვიდაციის შესახებ. ვ. ბურჯანაძემ წამოაყენა წინადადება: 1. გორის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველო გადასცემოდა ქალაქის თვითმართველობას. ინვენტარის შემოწმება და სიით ჩაბარება მინდობოდა კირილე ივანეს ძე არველაძეს. 2. განყოფილების მაღაზია დაეკეტათ. მაღაზიის მთელი ქონება, წიგნები, საკანცელარიო ნივთები მიეყიდათ სამაზრო ერობისთვის. სიის შედგენა და შეფასება არველაძეს დაავალეს. გამგეობის ცნობით, ფაქტობრივად მაღაზიას ერობა განაგებდა. გამგეობამ მოხსენება დაადასტურა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორჯომის ბიბლიოთეკის გამგის თხოვნა, ადგილობრივ განყოფილებას სესხად მისცემოდა 3000 მანეთი რუსული ბიბლიოთეკის შესაძენად. გამგეობამ უარი თქვა ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გ. ცხაკაიასაგან წარმოდგენილი „სასწავლო გეოგრაფიული ატლასი“. კომისიამ წარმოდგენილი ატლასი მოიწონა და გადაწყდა მისი გამოცემა, ასევე დაბეჭდვამდე ზოგიერთი სახელის შესწორება, რაც სწორად არ იყო რუკაზე აღნიშნული. გამგეობამ თევდორე კიკვაძეს დაავალა მთავრობასთან მოლაპარაკება გეოგრაფიული ატლასის დაბეჭვდის შესახებ.