რეგისტრირებული ფაქტები32848
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს წიგნის მაღაზიის ანგარიში ყოველ საღამოს გადაეცა ბუღალტრისთვის, ხოლო ნავაჭრი მდივნისთვის ჩაებარებინა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, საზოგადოების წიგნის მაღაზიაში წიგნები იაკობ სოლომონის ძე ღულაძის, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძისა და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის თანდასწრებით დათვლილიყო და სია ჩაბარებოდა შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს, რომელსაც შემდეგ გაყიდული წიგნები უნდა აღერიცხა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოების საქმეთა გასაცნობად და გაუმჯობესებისთვის მოსაზრებების გასაცნობად დაარსდა სექციები. სკოლისა და სკოლის გარეშე სექციის წარმომადგენლებად აირჩიეს იაკობ ღულაძე, ალექსანდრე მდივანი და ლუარსაბ ბოცვაძე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოების საქმეთა გასაცნობად და გაუმჯობესებისთვის მოსაზრების წარსადგენად დაარსდა სკოლისა და სკოლის გარეშე განათლების, გამომცემლობის, საშუალებათა გაძლიერებისა და მუზეუმების სექციები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის შემოწმება სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ თონეთის სკოლების შემოწმების საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვასილ სულხანიშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 1.72 მანეთი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ნიკოლოზ ბადრიძეს 15 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა წინარეხის სკოლის მასწავლებელ ივანე გიუნაშვილს აპრილის, მაისისა და ივნისის ჯამაგირი – 27.51 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანაიდა გრიქუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 32.40 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პართენ გოთუას 70 კაპიკი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს ივლისის ჯამაგირი 75 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს შრომის ანაზღაურების სახით 15 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე რატიშვილს წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების შემოწმებაში 20 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი დავითის ძე აგლაძეს იანვრის ხელფასი – 40 მანეთი გადაუხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, არჩილ ჯაჯანაშვილს, გერონტი ქიქოძესა და მიხეილ მირზაშვილს 50-50 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ი. ბუტიკაშვილს 70 კაპიკი გადაუხადა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის ნაცვლად თავმჯდომარედ აირჩიეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგად – იაკობ სოლომონის ძე ღულაძე და გამგეობის მდივნად – სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად იაკობ გოგებაშვილს „ბუნების კარში“ 798. 75 მანეთი გადაუხადეს, „დედა ენის“ პირველ ნაწილში კი – 203. 33.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ვ. ნაცრაძეს რვეულების ასაკინძში 50 მანეთი გადაუხადეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ გამგეობის 9 წევრიდან 8 საზოგადოების წიგნის მაღაზიაზე პასუხისმგებლად მიიჩნევდა წიგნის მაღაზიის გამგე შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს, ხოლო 6 ფიქრობდა, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა საზოგადოების მდივან სამსონ გიორგის ძე ფირცხალავასაც.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა იძულებული გახდა სხდომა დაეტოვებინა, რის შემდეგაც საქმის წარმოება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს დაევალა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თერგის სკოლის დირექტორის მოხსენება აღათია წერეთლის მასწავლებლად დანიშვნის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 11-დან 15 მარტამდე საზოგადოებაში შევიდა 916. 70 მანეთი და დაიხარჯა – 1691. 27.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას თხოვნა რუსეთში გადასახლებული ქართველებისთვის საზოგადოების გამოცემული წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

