საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32705

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე იყო. ესწრებოდნენ წევრები – ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ მაჩაბელი.

1899

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ლასხიშვილის ცნობით, ქართული თეატრალური წრე, რომელიც მართავდა სახალხო წარმოდგენებს, 1899 წელს დგამდა სპექტაკლს „ბუნდოვანი სურათები“, ასევე იგეგმებოდა სახალხო კითხვის მოწყობა ქართულ ენაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომელსაც ესწრებოდნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი და წევრები: გრიგოლ იოსელიანი, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და იაკობ გოგებაშვილი, განიხილა საზოგადოების სკოლათა რევიზიის საკითხი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ მთვარელიშვილსა და დავით კარიჭაშვილს სენაკის სკოლის რევიზია დაავალეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გომარეთისა და თონეთის სკოლების რევიზია დაევალა ექვთიმე თაყაიშვილს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გომარეთის სკოლის მასწავლებლის, მიხეილ კლიმიაშვილისთვის ზაფხულის ხელფასი სკოლის რევიზიის შემდეგ მიეცათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ ალექსანდრე ჭყონიას მოხსენება ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა ქართული ენის გამოცდის შესახებ, რომელიც 15 მაისს ჩატარდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: გრიგოლ ყიფშიძე და ივანე რატიშვილი. სხდომის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 აგვისტოს ძველი სენაკის მეაბრეშუმეთა ამხანაგობის მმართველი პოლიკარპე ლორთქიფანიძე გამოეხმაურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოწოდებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის აგებაში მონაწილეობის შესახებ და აუწყა, რომ ჯერ ვერ მოხერხდა წევრთა საგანგებო კრების მოწვევა, რომელიც შეძლებდა მსგავსი საკითხების გადაწყვეტას. გამგეობას იმედი ჰქონდა, რომ ამხანაგობა „შუამავალი“ 5 თუმნით მაინც დაეხმარებოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს სამსონ ფირცხალავასა და დავით კარიჭაშვილს დაევალათ ზომები მიეღოთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრებს თანხა გადაეხადათ. 

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ლევან, იაკობ და პეტრე ზუბალაშვილებისთვის წერილობით გადაეხადათ მადლობა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პოლ. გოგიაშვილისა და კონსტანტინე ლომოურის თხოვნა ქუთაისის სატუსაღოსთვის წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 5 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ივანე გიორგის ძე რატიშვილის მოხსენება თედო პავლეს ძე რაზიკაშვილის თხზულებების გამოცემის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 5 დეკემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კთხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალაქის საგუბერნიო სატუსაღოს პატიმრების თხოვნა წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა – 15 მანეთის წიგნები გაუგზავნა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის მაისში იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1 500 ცალი „დედა ენის“ შესყიდვა სთხოვა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენება ბათუმისა და სენაკის სკოლებში რევიზორის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ ეს საქმე დავით კარიჭაშვილს დაავალა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა – ფილიპე გოგიჩაიშვილმა, ალექსანდრე ყიფშიძემ, სამსონ ფირცხალავამ და თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგმა – განიხილეს ექვთიმე თაყაიშვილის განცხადება, რომ გამგეობას პოლიევქტოს კარბელაშვილისგან წიგნი და ძველი ხელნაწერები შეესყიდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი უთურაშვილის განცხადება სამსახურიდან განთავისუფლებისა და ჯამაგირის მიცემის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 მაისს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს კრების დანიშვნა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 მაისს ანდრია ღულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სარევიზიო კომისიის მოხსენების დაბეჭდვა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 მაისს ივანე არდიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ზესტაფონის სამკითხველოზე ზრუნვა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს მაქსიმე შარაძის სტამბაში არსებული ქაღალდის ვარგისიანობის საკითხი დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონის დაბეჭდვასთან დაკავშირებით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 მაისს ალექსანდრე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თავისი პედაგოგიური წერილების „ვარამი ჩვენის ცხოვრებისა“ დაბეჭდვა სთხოვა.