საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18656

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოსაცემად მზადდებოდა გაბრიელ ბარნაბიშვილის მიერ თარგმნილი კრებული „ისტორია აღზრდისა და მისი რეფორმატორნი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქაშუეთის ტაძარში ილია ფერაძის მიერ წაკითხული მოხსენება „ბავშვის აღზრდა ოჯახში“ გამოქვეყნდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მსახიობ კირილე მაჭარაძის წერილი „პირველად ბრძოლის ველზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა თეოფილე იანელის სტატია „ობოლი სული (მიხეილ ლერმონტოვი)“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია რუხაძის ლექსი „კვნესა სულისა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „აკაკი ავლაბრის სახალხო თეატრში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოლომონ იასონის ძე ახვლედიანის წერილი „სახალხო სახლი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ჩვენი ქალები და უმაღლესი განათლება“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ეფრემ შარაბიძის კორესპონდენცია „რაჭიდამ, აგვისტოს 2-ს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დ. ზურაბისშვილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ჩქოტუას კორესპონდენცია „პეტერბურღიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქიზიყელი კორესპონდენტის, ხ. სარქისოვის ცნობა მდინარე ალაზნის მიმდებარე ტყეებში გაჩენილი ხანძრის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის სამეურნეო გამოფენის კომიტეტმა მიიღო ორკლასიანი სკოლის გამგის კ. ხ. გობეჩიას განცხადება გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 13 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა დავით მიქელაძის წერილი „ცოტა რამ ჩემს მონაწილეობის შესახებ „ივერიაში“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის სამეურნეო გამოფენის კომიტეტმა მიიღო არაქელა ცატუროვის განცხადება გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „საზოგადო უბედურებას საზოგადო დახმარება უნდა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილი „უფ. ვ. გამრეკელოვს“, რომელშიც ავტორი იმავე გაზეთში ვასილ გამრეკელის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიას აკრიტიკებდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „მიდებ-მოდება“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „შორაპნის მაზრა, აგვისტოს 6-სა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „წინდა და ქუდი“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „მეყველეების საზოგადოება ქართლში“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ლ. ხირსელის კორესპონდენცია „თუქურმიშა, აგვისტოს 5-ს“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „შორაპნის მაზრა, აგვისტოს 6-ს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის კორესპონდენცია „სოფ. ხურვალეთი, 27-ს ივლისს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ოზურგეთის მაზრის ექიმის, ვასილ გამრეკელის წერილი „შენიშვნა“, რომლითაც ავტორი უარყოფდა გავრცელებულ ხმებს, თითქოს გურიის სოფლებში ვენერიული დაავადებები გახშირებულიყო.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მერვე ნომერში ილია ჭავჭავაძის „აჩრდილის“ რადენიმე ფრაგმენტი გამოქვეყნდა.