საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32696

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანაიდა გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 622.40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ლაბაურს 49 მანეთი გადაუხადა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ფილიპე მახარაძეს „აზიის მნათობის“ თარგმანისთვის 12 მანეთი გადაეცა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ თომას ძე ბერიშვილის თხოვნა მარტყოფის ბიბლიოთეკისთვის დახმარების შესახებ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 13 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დადგენილება ხელთუბნისა და წინარეხის სკოლის მასწავლებლებისთვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. ხსენებულ სასწავლებლებს სწავლა არ ჰქონდათ დაწყებული, ამიტომ გამგეობამ მათ ჯამაგირი არ მისცა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 13 მარტს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნის ანგარიშისთვის 30 მანეთი გადაეცა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალის სკოლის მასწავლებლის თხოვნა სკოლისთვის დახმარების შესახებ. მისი სურვილი არ დააკმაყოფილეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ელ. გიჟიმყრელის თხოვნა ახალშენის სამკითხველო სკოლის დახმარების შესახებ. გამგეობამ მას ერთი თუმნის ქართული წიგნები გადასცა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1905 წლის 7 ივნისიდან 31 აგვისტომდე საზოგადოებაში შევიდა 10322.87 მანეთი, დაიხარჯა – 3800.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართული საეპარქიო საბჭოს მოხსენება გომარეთის, ყალამშიისა და რეხის სკოლების მართვაზე უარის თქმის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს კავკავის სკოლის გამგის მოხსენება და მოკლე ანგარიში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ალექსეი უვაროვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს კავკასიის საარქეოლოგიო მასალების მე-8 ნაწილი გაუგზავნა, რათა მათ საზოგადოების წიგნებისთვის გამოეყენებინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ლეჩხუმის მაზრის საეპარქიო სკოლების ზედამხედველმა მამა ალექსი ილარიონის ძე გერსამიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ფასდაკლებით მიეყიდათ 10 ბუნების კარი, 100-100 ცალი „დედა ენა“ და რუსული ანბანი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 6 ივნისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ვ. გოგიჩაიშვილმა, ვ. მუსხელაშვილმა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ და სხვ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ნინო იოსების ასულ ნაკაშიძეს თხოვნის თანახმად, ხუთი მანეთის წიგნები გადაეცათ ხალხისთვის დასარიგებლად.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 ოქტომბერს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სხვ. დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 1-ელი იანვრიდან 22 თებერვლამდე საზოგადოებაში შევიდა 1293.10 მანეთი, დაიხარჯა – 887.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ზაქარია ლაბაურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ფოტოგრაფის გამოუსადეგარი ნივთები მისთვის მიეყიდათ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ახალციხის ბიბლიოთეკის გამგის, კ. მეფისაშვილის მოხსენება სამკითხველოსთვის დახმარებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 31 აგვისტოს კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ძეგლის საკითხი. პართენ გოთუას წინადადებით, ძეგლი ერევნის მოედანზე უნდა დაედგათ და მოედნისთვის ილიას სახელი მიენიჭებინათ. ასევე განიხილებოდა რაიმე მისანიშნებლის დადგმა მწერლის მკვლელობის ადგილზე.

ტიპი: ღონისძიება

ლაიფციგში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტმა დავით ღამბაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ლაიფციგში იყო აღმოსავლეთის მწიგნობრობის მაღაზია, რომელსაც კავშირი ჰქონდა იმ ევროპელ პროფესორებთან, აღმოსავლეთის ლიტერატურას რომ იკვლევდნენ. ღამბაშიძის ცნობით, იმ პერიოდში ბევრმა მეცნიერიმა დაიწყო ქართული ენის შესწავლა, ამიტომ მაღაზიამ ქართული განყოფილება გახსნა. ღამბაშიძემ საზოგადოების გამგეობას მაღაზიის კატალოგი გაუგზავნა და მისწერა, რომ მან მაღაზიის თანამშრომლებს საზოგადოებასთან დაკავშირება ურჩია, თვითონ კი მზად იყო შუამდგომლობისთვის.

1879

ტიპი: ღონისძიება

ზაქარია ედილაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის 65 მანეთი გაუგზავნა. ეს თანხა შეგროვდა საინგილოში გამართულ ქართულ-რუსული წარმოდგენაზე.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ფილიპე მახარაძის მოხსენება გურიაში უფასო წიგნების გაგზავნის შესახებ. მისი სურვილი დააკმაყოფილეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წაიკითხა მოხსენება საზოგადოების წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 თებერვალს ფილიმონ კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 3 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვ. მუსხელაშვილმა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა და სხვ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ელისაბედ როინაშვილისა და ალექსანდრე ზაალიშვილის თხოვნა შემწეობის შესახებ, თუმცა ორივეს უარი უთხრეს.