საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები30257

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, გორის მცხოვრებთ ახალი ქართული გამოცემების შეძენა იოსებ ძამოევის წიგნის მაღაზიაში შეეძლოთ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, თბილისელი პედაგოგი კარლ პოღოსოვი ფრანკფურტის სამეცნიერო საზოგადოებამ საჯარო ლექციების წასაკითხად მიიწვია.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გაზეთის რედაქტორი სერგეი მესხი რამდენიმე თვით პარიზში იმყოფებოდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისის ხაზინამ სიმონ დავითის ძე აბაშიძეს სხვადასხვა სამეწარმეო და საქველმოქედო საქმიანობისთვის 30000 მანეთი ასესხა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, პუბლიცისტი დავით მიქელაძე საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა. იგი რედაქციის საქმიანობაში აქტიურად ჩაბმას გეგმავდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული დავით ჩუბინაშვილი ქართულ-რუსული ლექსიკონის განახლებულ გამოცემაზე მუშაობდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 19 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გორში სატინიკ ჩიმიშკიანისა და სომხური თეატრალური დასის მიერ გამართული სპექტაკლებით ამოგებული 236 მანეთი მაზრის სკოლების საჭიროებებს მოხმარდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 3 აგვისტოს „დროებაში“ ისაი დოლუხანოვის განზრახვის, ქალაქში სოფლებიდან სურსათის ჩამოტანისა და გაყიდვის შესახებ სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 12 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პეტრე ბასეინოვმა სურამის მომრიგებელ სასამართლოს ცეცხლი წაუკიდა და 2000 მანეთი მოიპარა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 აგვისტოს „დროების“ ცნობით, კავკასიის არმიის მთავრსარდლის თანაშემწე დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკი ჯარების სახელმძღვანელოდ ბორჯომიდან ოზურგეთში წავიდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მარტში თომა ნასიძემ მომღერალ ქალ-ვაჟთა გუნდი დააარსა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად ანა მაჭავარიანმა 3 მანეთი შესწირა, ვ. და კ. ქუმსიშვილებმა – 2, ი. მურღულმა – მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის გაზაფხულზე თბილისში გამართულ ამიერკავკასიის კოოპერატივთა ყრილობას დაესწრნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები – ცაგარელი, იაკობსონი, კალანდარიშვილი, სემიონოვი და სხვ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ექიმთა საზოგადოების კომისიამ თბილისის გუბერნიის ექიმ თ. ც. ქიქოძეს მიანდო წესების შემუშავება, რაც სოფელში საექიმო დახმარების აღმოჩენაც გააადვილებდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ მაისს, თამარობას, სოფიო ნიკოლოზის ასული ნაკაშიძის, ნინო დავითის ასული ქიქოძის, დარო გიორგის ასული კეჟერაძისა და გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავას მეთაურობით ბათუმში ღონისძიება გამართეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე მათე სუხიაშვილმა საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა. მისი თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, გრიგოლ ყიფშიძე და იაკობ გოგებაშვილი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ 45 კაპიკად იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში აღალო თუთაევის „ცოლი ვიტირო, თუ ფული“ 30 კაპიკად იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 აგვისტოს „დროებაში“ ხალხური სიმღერების ნოტებზე გადმოწერის შესახებ იაკობ გოგებაშვილის სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გიორგი იოსელიანმა რუსულ ენაზე ლოგიკის სახელმძღვანელო შეადგინა, რომელსაც ექვთიმე ხელაძის სტამბაში აბეჭდინებდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, დიმიტრი ბაქრაძის წიგნი „არქეოლოგიური მიზნით მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ სამეცნიერო აკადემიის ხარჯით პეტერბურგში დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ალექსანდრე ყიფშიძეს წიგნების ანგარიშში გადასცა 147 მან., სერგი გორგაძეს — 34.05 მან., გრიგოლ ყიფშიძეს — 25 მან., სპირიდონ ლოსაბერიძეს — 270 მან., ნესტორ ყუბანეიშვილს — 7 მან., ასევე გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს დიმიტრი მუსხელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 300 მანეთი შეიტანა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს იოსებ ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 100 მანეთი შეიტანა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 17 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა დასმა ქართულ თეატრში წარმოადგინა 4-მოქმედებიანი დრამა „ბორკილი", რომელშიც მონაწილეობდნენ ვასილ აბაშიძე, დავით აწყურელი (გამყრელიძე), ვალენტინა გამყრელიძე, გედევან გედევანოვი.