საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19741

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ივლისის „დროებაში“ სოლომონ ასლანიშვილის სტატია „ქართველების გაქართველება“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 29 ივლისის „დროების“ ცნობით, გამოიცა წიგნი „პატარა ბიბლიოთეკა“, რომელშიც იაკობ გოგებაშვილის რედაქციით სამი საყმაწვილო მოთხრობა დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 ივლისის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „ივერიის მონასტერი ბოლგარიაში“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 ივლისის „დროებაში“ სიღნაღის მოქალაქე მელქო შლამოვის წერილი დაიბეჭდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 16 ნოემბერს ოდესის უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ მ. პეტრიაშვილმა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტ პეტრე გრუზინსკის მადლობის წერილი გაუგზავნა მისი კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების საპატიო წევრად არჩევის გამო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის ნოემბერში თბილისის ქუჩების მოკირწყვლის მცირე გამგე-კომისიამ მოისმინა ინჟინერ ალხაზოვის მიერ შედგენილი პროექტი, რომელიც ქალაქს სავალდებულოდ უნდა შემოეღო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 24 ივნისს ივანე ტიხეევის ინიციატივით გამოიცა კანონი, რომლის თანახმადაც გლეხებს უფრო ადვილად შეეძლოთ საძოვრების დესეტინობით აღება საფასურის გადახდით, მანამდე საძოვრები ვაჭრობით გაიცემოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის სახელზე აფხაზეთიდან საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის შესახებ დეპეშა გაიგზავნა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის მიერ ნათარგმნი მოთხრობის „ლონდონის მაწანწალები“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის მიერ ნათარგმნი მოთხრობის „ლონდონის მაწანწალები“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის ნათარგმნი მოთხრობის „ლონდონის მაწანწალები“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 28 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის მიერ ნათარგმნი მოთხრობის „ლონდონის მაწანწალები“ მეოთხე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის მიერ თარგმნილი მოთხრობის „ლონდონის მაწანწალები“ V ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის პირველი ივნისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის ნათარგმნი მოთხრობა „ლონდონის მაწანწალები“, დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 3 ივნისის „დროებაში“ აკაკი წერეთლის სტატიის „საქართველო“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, აბრამ ნორდშტეინის მიერ გადაღებული ქართველი მწერლების პორტრეტების ახალი სერია 75 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ილია ფერაძის მიერ ქაშუეთის ეკლესიაში წაკითხული მოხსენებისა „ბავშვების აღზრდა ოჯახში“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, მარი ბროსე ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიას ქართულად წერდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 ივლისის „დროებაში“ ზაქარია მთაწმინდელის სტატია „ქოროღლი“ დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 6 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გრიგოლ წინამძღვრიშვილის კორესპონდენცია „ს. აწერისხევი, ავადმყოფობა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ ჩარკვიანის მიერ გამოცემული 1899 წლის კედლის კალენდარი თბილისის წიგნის მაღაზიებში 40 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 9 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი ილია ფერაძის ისტორიული ნარკვევისა „წმ. დიდი მოწამე ქეთევან, კახეთის დედოფალი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ილია ფერაძის ისტორიული ნარკვევისა „წმ. დიდი მოწამე ქეთევან, კახეთის დედოფალი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჭიჭინაძე ქართული სამკურნალო მწერლობის ბიბლიოგრაფიულ წერილზე მუშაობდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კოტე მესხის მიერ შედგენილი კრებული „იმერული სცენები“ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 5 კაპიკად იყიდებოდა.