საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32778

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 დეკემბერს ქართული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ივანე ბეწუკლიშვილი უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლების მთავარგამგეს მიმართავს თხოვნით, მასწავლებლად დანიშნონ თიანეთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში.

1917

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ ბერძნიშვილმა დაკარგა ატესტატი, რომელიც 1917 წლის მაისში ბათუმის გიმნაზიიდან მიიღო. ის სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიას ატესტატის ასლს სთხოვდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 მაისის სახალხო განათლების სამინისტროს ცნობით, ქალაქის გამგეობამ მაქსიმე ბერძნიშვილის ბინის რეკვიზიცია მოახდინა, რის გამოც მას რთულ პირობებში უხდებოდა მუშაობა. განათლების სამინისტრო ითხოვდა ბერძნიშვილის ბინის რეკვიზიცია შეწყვეტილიყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 ივლისს მაქსიმე ბერძნიშვილმა სახალხო განათლების კანცელარიის დირექტორს სთხოვა, ერთთვიანი შვებულება მიეცათ ფილტვების ანთების გამო.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს თხოვნით მიმართა, რომ მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ირაკლი ბერძნიშვილი, მისი თხოვნის თანახმად, 1919 წლის პირველი ნოემბრიდან თანამდებობიდან დაეთხოვათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ოქტომბერს შოთა ბერიძე სახალხო სკოლების მთავარგამგეს სთხოვდა, ახალქალაქის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის ფრანგული ენის მასწავლებლად დაენიშნათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს.-დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა. კანდიდატებად აირჩიეს: ლევაშკევიჩი, ს. ფარნიევი, ბერიშვილი, მოისეენკო, კ. კანდელაკი, გრ. ურატაძე, ა. ჩიკავა, კოვალიოვი, ბ. პირუმოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს.-დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა. კანდიდატებად აირჩიეს მინადორა ტოროშელიძე, სტრელკოვსკი, კ. გვარჯალაძე, ი.სალაყაია, ვლ. ემუხვარი, ცინცაძე, კიღურაძე, ილ. ფირცხალაიშვილი.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის 16 იანვარს შალვა შარაშიძემ დიშვილი – გოგი ქარცივაძე სახკინმრეწვში წაიყვანა, სადაც ნახეს როგორ იღებდნენ ფილმს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა, რომელზეც აირჩიეს: ლევან დადეშქელიანი, ვლადიმერ ახმეტელაშვილი, ვალერიან ჯუღელი, ვლასა მგელაძე, კონსტანტინე ქარცივაძე და ალექსანდრე დგებუაძე.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წელს გოგი ქარცივაძე სამშენებლო ტექნიკუმში სწავლისას პრაქტიკულ სამუშაოს ასრულებდა – ერთსართულიანი სახლის აშენებაში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ამიერკავკასიის წევრებმა სეიმის დეპუტატების არჩევნები გამართეს. კანდიდატებად აირჩიეს: დავით ონიაშვილი, ბ. ი. პირუმოვი, გიორგი ანჯაფარიძე, რაფიელ ჩიხლაძე, ვასილ გურჯუა, ჰაიდარ აბაშიძე და გიორგი გაგლოევი.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის 26 იანვარს გოგი ქარცივაძემ ბებიასა და ბაბუას – ნინო ქიქოძესა და გიგო შარაშიძეს მისწერა, რომ სამშენებლო ტექნიკუმის პრაკტიკული სამუშაოს შესრულებისას ერთ ბიჭს ხელი დაუზიანდა, მოსწავლეებმა გაფიცვა მოაწყეს და შედეგად მძიმე ფიცრებს აღარ აწევდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს.-დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა, აირჩიეს: ი. ბეკზადიანი, ალ. ლომთათიძე, გ. ტერ-გაზარიანი, გ. მახარაძე, რ. არსენიძე, ერ. ბერნშტეინი, ბ. თევზაია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე ხომერიკი, გ. ერაძე, კ. ანდრონიკაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს. დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა, აირჩიეს: ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი, კარლო ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი, არშაკ ზურაბოვი, ნოე რამიშვილი, ისიდორე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი, მათე სკობელევი, ვლადიმერ ჯიბლაძე, გრიგოლ გიორგაძე, მ. სმირნოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს დარბაზში (ფრეილინის ქ. N11-ში) საქართველოს ისტორიული და ეთნოგრაფიული საზოგადოების სხდომაზე პავლე ინგოროყვა წაიკითხავს მოხსენებას ტერიტორიული გამიჯვნის შესახებ, იუწყება „ერთობა“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 თებერვლის „ერთობის“ ცნობით, ქართული უნივერსიტეტის დეკანს, ივანე ჯავახიშვილს დაჰპირდნენ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს სამხედრო სამსახურის შესრულებასთან ერთად საღამოობით ლექციების მოსმენის საშუალებაც მიეცემოდათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 24 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ წარადგინა სამტრედიის რკინიგზის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის, რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურეობითი სია, შედგენილი 1918 წლის 21 დეკემბერს.

1918

ტიპი: ღონისძიება

ი. გაბუნიას დოკუმენტები (ნამსახურეობის სია) დასამტკიცებლად გადაგზავნილი იყო დაბალი სასწავლებლების მთავარგამგესთან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 თებერვალს განათლების სამინისტრომ რკინიგზის სამმართველოს სასწავლო ნაწილის გამგეს აცნობა, რომ რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე არ დაამტკიცეს სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად, რადგან მას არ ჰქონდა განათლების სათანადო ცენზი, რომელიც სამინისტროს მის თანამდებობაზე დამტკიცების უფლებას მისცემდა. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ლ. ჩიმაკაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 აგვისტოს განათლების სამინისტრომ რკინიგზის სამმართველოს სასწავლო ნაწილის გამგეს მისწერა, რომ სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად დამტკიცებას ითხოვდა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე. გამგეს სთხოვეს სამინისტროშო გაეგზავნათ ცნობები მისი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ და მათი ფორმალური დასკვნა. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ლ. ჩიმაკაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 აგვისტოს ქუთაისის გუბერნიამ და ბათუმის ოლქმა სახალხო განათლების მინისტრს აცნობეს, რომ რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს დამთავრებული ჰქონდა სასულიერო სემინარიის ოთხი კლასი, რისი მოწმობაც დირექციაში ინახებოდა. აბულაძის შესახებ ყველა დამატებითი ცნობების მიღება შესაძლებელი იყო ამიერკავკასიის რკინის გზის სამოსწავლო განყოფილებიდან. /учебнъй отдъл/. ხელს აწერენ დირექტორი ნიკოლოზ მგელაძე და საქმისმწარმოებელი ივ. ჯანელიძე.

ტიპი: ღონისძიება

გიგო შარაშიძეს უთხრეს, რომ გრიშა გიორგაძემ დაწერა წიგნი „რუსიფიკატორი ეპიზკოპოზი“. გიგო შარაშიძის ვარაუდით, ეს იქნებოდა გაბრიელ ქიქოძის შესახებ შურიძიების მიზნით დაწერილი და მან შალვა შარაშიძეს სთხოვა სიმართლე გაერკვია და გრიშა გიორგაძე სიცრუეში ემხილებინა.