საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33213

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 14 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ მისთვის წერილები გაეგზავნათ მისი მეუღლის ძმის, რენე ტუსენის სახელზე და შემდეგ მისამართზე – ბერნარდინის ქ, 26, პარიზი.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 14 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს პარიზიდან გაუგზავნა ღია ბარათი, რომელიც მისი ვარაუდით ბახვში ნინოობას ჩავიდოდა და შეატყობინა, რომ მეუღლესთან ერთად დროებით ცხოვრობდა პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში, შემდეგ კი ბინას იქირავებდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭომ დაადგინა, შემდეგი კრებისთვის, ს. ჩოლოყაშვილს დაევალოს მოხსენების გაკეთება თუ რა მდგომარეობაშია მეღვინე-მევენახეობა ფილოქსერის გამო და დაასახელოს მის წინააღმდეგ საბრძოლველი საშუალებანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელი მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა საბჭომ აირჩია საგანგებო კომისია, რომლის თავმჯდომარედ პეტრე მელიქიშვილი დანიშნეს. კომისიის წევრები იყვნენ: ა. ა. ეგოროვი, პლატონ გვერწითელი, ს. მ. ჩოლოყაშვილი და ვასილ რცხილაძე. მათ ღვინის კანონი უნდა შეემუშავებინათ და საბჭოსათვის წარედგინათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელი მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭომ მოისმინა ქიმიკოს ავალიშვილის მოხსენება შუშხუნებისა და ვაზის ნაცრის შესახებ და დაადგინა რამდენიმე ადგილზე ეცადათ ნაცრის წამლობა ახალი წესით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 დეკემბერს დაიწყო სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მესამე თავისუფალი კონფერენცია. სულ გაიმართა ცხრა სხდომა, რომლებზეც განიხილეს მომენტის, ტექნიკისა და მიწის საკითხები. კონფერენციაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილისა და იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის მოხსენება. მთავარი კომიტეტის სახელით მომენტსა და ტექნიკაზე მოხსენება გააკეთა სამსონ ფირცხალავამ და ქრისტეფორე რაჭველიშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, თბილისის უნივერსიტეტის ლაბორატორიასთან, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო აარსებს საკუთარ ლაბორატორიას, რომელშიც მოხდება ღვინის ანალიზი, ლაბორატორიის გამგედ მიიწვიეს ქიმიკოსი შალამბერიძე. ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება ღვინის ევროპული წესით დაყენების შესწავლაც.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, კავკასიელ მთიელთა საკავშირო მეჯლისის დელეგაცია ეწვია პოლკოვნიკ გასკელს (ჰასკელს) და ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მას, როგორც ანტანტის სახელმწიფოთა წარმომადგენელს, გადასცა საპროტესტო წერილი, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი დენიკინის „დობროარმიის“ დანაშაულებრივი ქმედებები კავკასიის ტერიტორიაზე. მთიელთა ოთხპუნქტიან მოთხოვნებს ხელს აწერდნენ კავკასიის მთიელ ხალხთა საკავშირო მეჯლისის თავმჯდომარე აჰმედ ცალიკოვი და მდივანი აბას-აღა ეფენდიევი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ივნისს, 18. 00 სთ-ზე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი, ექიმი ალშიბაია (დროებითი ზავის ძალით 29 მაისს ციხიდან გაათავისუფლეს) დაბრუნდა ბაქოში, ინახულა საგარეო საქმეთა კომისარი ჰუსეინოვი და მან ცნო საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლად. იმ დღიდან მან ყველა ზომას მიმართა საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა თუ პოლონეთის ქვეშევრდომთა სიცოცხლის და ქონების დასაცავად. გაათავისუფლებინა და სამშობლოში გამოგზავნა 80-მდე სამხედრო ტყვე და განჯის რაიონის ოფიცერი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ დები, ოლღა და ეკატერინე ერქომაიშვილები აუწყებენ ნათესავებს, რომ 8 დეკემბერს დაკრძალავდნენ სილოვან ერქომაიშვილს. პანაშვიდი ჩატარდებოა ქაშუეთის ეკლესიაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლ დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საზეიმო ყრილობა საქართველოს დამოუკიდებლობის 6 თვის აღსანიშნავად. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ნ. ჟორდანიამ, ნ. ჩხეიძემ და პარლამენტის სხვა წევრებმა. მათ განაცხადეს, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველოს მთვარობამ შექმნა პოლიტიკური თავისუფლება, დემოკრატია, წესიერი მართვა-გამგეობა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბრის „გაზეთ სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა სტატია ქართული თეატრისა და ხელოვნების შესახებ, რომ უახლოეს ხანებში შეიქმნება ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირი, რომ ქართველი მსახიობები ემზადებიან სპექტაკლებში მონაწილეობისთვის და 6 დეკემბერს დაიდგმება პირველი წარმოდგენა.

პირები
შალვა (ქუჯი) ნიკოლოზის ძე დადიანი მიხეილ სარაული ნინო (ნუცა) პლატონის ასული ჩხეიძე ივანე (ვანო) მგელაძე (ბარველი) ნატალია ჯავახიშვილი-შალიკაშვილისა ვალერიან ლევანის ძე გუნია ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე ყიფიანი (სინანელი) ვასო (ვასილ) ალექსის ძე აბაშიძე გიორგი ნიკოლოზის ძე არადელი-იშხნელი ტასო (ანასტასია) ვასილის ასული აბაშიძე დიმიტრი თომას ძე ხოშტარია (დუტუ მეგრელი) სიო დიმიტრის ძე ჭანტურიშვილი გოგი ფრონისპირელი (ყიფშიძე) ნიკოლოზ (ნიკო) სოლომონის ძე გვარაძე იოსებ (სოსო) ჟივიძე იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (გე-ვა-ლი) თამარ სიმონის ასული გოგოლაშვილი-პაპავა (ისახარი, ქოჩრიანი ტოროლა) ლეონ მიხეილის ძე შენგელაია (ლეო ქიაჩელი) ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილი ბარბარე (ბაბო) რაფიელის ასული კორინთელი-ყიფშიძისა (სოფიო ანკარა) ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი (იუჟინი, სოლცევი, სუმბატოვი) ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე ელენე (ელო) იოსების ასული ანდრონიკაშვილი ნინო შიოს ასული დავითაშვილი ოლღა ვ. ლეჟავა ეფემია სიმონის ასული მესხი-გეპნერისა ოლღა სინაურიძე მარგარიტა მიხეილის ასული ქილარჯიშვილი ანა (ანიკო) ჩხეიძე დ. აბდუშელი ალექსანდრე გუგუშვილი ე. მატარაძე ალექსანდრე (სანდალა) აფრასიონის ძე გაჩეჩილაძე ნიკო ციციშვილი დ. ძნელაძე შალვა ჯაფარიძე გედევან ვასილის ძე გედევანოვი (მირაღიანი) ვასილ პავლეს ძე ყუშიტაშვილი
წყარო

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 ნოემბერს მარქსისტ სტუდენტთა ორგანიზაცია მართავს საღამოს გერმანიის რევოლუციის აღსანიშნავად. მოხსენებას წაიკითხავენ აიოლო და სმირნოვი. ასევე მონაწილეობას მიიღებს სახალხო უნივერსიტეტის გუნდი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ივანე გომართელის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ძველი ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვისთვის 2 მილიონი მანეთის გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ოქტომბერს ეკატერინე გაგოშიძემ თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, იგი ითხოვდა სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდა სასამართლო პალატის პროკურორის მოადგილე ა. კ. ყანჩელი, რომელიც იუსტიციის მინისტრმა ბათუმში სასამართლოს დაწესებულებათა მისაღებად გაგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 სექტემბერს პოლიექტივ გაგოშიძემ თბილისის მეორე ქალთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ითხოვდა მისი ასულის, ეკატერინე გაგოშიძის მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში მიღებას მეხუთე კლასის მოწაფედ. ასევე გაუგზავნა ეკატერინეს ატესტატი ჭრებალოს უმაღლეს დაწყებითი სასწავლო კურსის დასრულების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ ავალიანი სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებების დასათვალიერებლად ბათუმში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ რამდენიმე წლის წინ ი. სულუხიას მიერ ოზურგეთში დაარსებული პირველი ძაფის სახვევი ფაბრიკა გურიაში ორი წელი გაჩერებული იყო. ერთი თვეა იქ სამაზრო ერობას ადგილობრივი აბრეშუმის პარკის ამოხვევა დაუწყვია და 80-მდე კაცი დასაქმებულა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 აგვისტოს სენაკის თვითმმართველობა, ერობა და საზოგადოება მსახიობსა და საზოგადო მოღვაწე შალვა დადიანს გაუმართავდა საღამოს და გადასცემდა სამოსახლო ადგილსა და სახლის ასაშენებელ მასალას ქ. სენაკში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვილჰელმ სოლფის განცხადება. ის წერდა, რომ ბრიტანეთმა გერმანელი ჯარისკაცების დახმარებით მოახერხა და გაიმარჯვა ძალადობაზე, ამას ადასტურებდნენ ბრიტანელი ლორდი დანსლოუნი და გენდერსონი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს პროფ. კავშირის ცენტრალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლებმა – შალვა აბდუშელიშვილმა და ალექსანდრე ხელაძემ მუშათა დელეგაციის წარმომადგენელ ა. დგებუაძესა და დელეგაციის მდივან ლევან რუხაძესთან ერთად ინახულეს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი დელეგაციის რუსეთში თავისუფლად შესვლის საკითხის გასარკვევად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ დეკემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს მანიფესტაცია საქართველოს დამოუკიდებლობის 6 თვის აღსანიშნავად. მათ სიტყვით მიმართეს სტუდენტებმა: კონსტანტინე კობახიძემ, ვარლამ ძიძიგურმა და გ. ნაკაშიძემ. მანიფესტაციის მსვლელობამ უნივერსიტეტის ეზოდან გადაინაცვლა სასახლესთან, შემდეგ კი განათლების სამინისტროსთან, სადაც სტუდენტებმა საქართველოს დროშა დატოვეს და დაიშალნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლ დეკემბერს დამოუკიდებლობის 6 თვის აღსანიშნავად პარლამენტის საზეიმო სხდომა გაიმართა. სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძემ და პარლამენტის სხვა წევრებმა: ალექსანდრე ლომთათიძემ, ალექსანდრე წერეთელმა, სამსონ დადიანმა, კონსტანტინე კობახიძემ და ალექსანდრე გიორგაძემ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლ დეკემბერს საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ აღნიშნა დამოუკიდებლობის 6 თვის თავი. კრებას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. სიტყვა წარმოთქვეს პარტიის წევრებმა: ს. ფირცხალავამ, შ. ნუცუბიძემ, ვ.კოტეტიშვილმა, შ.მესხიშვილმა. ყველანი ერთხმად ულოცავდნენ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობას.