საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19689

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით დიანოზის ძე კოპალეიშვილის ლექსი „აკაკი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მუშის, ვიქტორ კობახიძის სამგლოვიარო წერილი აკაკი წერეთლის გარდაცვალების გამო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანეტა იურკევიჩის წერილი „აკაკის უკანასკნელი დღეები“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „ჩემი სიმღერა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში დაიბეჭდა გალუსტ შიხიანის მიერ შედგენილი კრებული „აკაკის დასაფლავება, აკაკი დამესიზმრა და აკაკის ლექსები“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „საქართველო“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. დათიაშვილის თხზულება „სპეტაკი ანგელოზი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილის „დღევანდელი ჩვენი საჭიროება“ ნაწყვეტი „ქალების აღზრდა-განათლება“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის თხზულება „აკაკი შთამგონებელი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ მეგრელიშვილის „მოგონება“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი შერვაშიძის ლექსი „აკაკის“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ცირეკიძის თხზულება „ცეცხლი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბარბარე ხოსიტაშვილის უასათაურო ლექსი „იგი ბრძოლიდან ვეღარ დაბრუნდა...“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ბავშვების მესაიდუმლე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის თხზულება „უბრალო საუბარი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კატო მიქელაძის ლექსი „პარიზის ღამის სურათნი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე ახალკაციშვილის მოთხრობა „უმეცრების მსხვერპლი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დერპტის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა ვახტანგ კოტეტიშვილმა ფაკულტეტს წარუდგინა სადიპლომო თხზულება „დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის მეთექვსმეტე საუკუნიდან შეერთებამდე“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ყაზბეგის ქალთა სკოლის გამგეობამ მადლობა გადაუხადა ნინო ყიფიანისას და ვერა მიქაბერიძისას, რომლებმაც სკოლას სურამში გამართული წარმოდგენიდან შემოსული თანხა გადასცეს, „ჯეჯილის" რედაქციამ კი ყველა (ცამეტი) წლის ჟურნალის ნომრები შესწირა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა, იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია ლეო ბარამიძის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა სიკო ლეონიძის სტატია „სხივი“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მორიგი ნაწილი არჩილ დარეჯანაშვილის წერილების ციკლიდან „მცენარეთა მეტყველება, ბოტანიკა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე როსტომაშვილის რედაქტორობით „რუსულ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ მეორე ტომი გამოიცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გრიგოლ წინამძღვრიშვილის სტატია „ს. წიფნარი, საინტერესო ჩვეულება“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მესამე ნაწილი ილია ფერაძის მიერ ქაშუეთის ეკლესიაში წაკითხული მოხსენებისა „ბავშვების აღზრდა ოჯახში“.