საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19689

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ არიმათიელის (იოსებ იმედაშვილის) სტატია „ქართველი ექიმები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გ. დათიაშვილის სტატია „მიჰქრის“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 აპრილს ავლაბრის თეატრ „პალასში“ უნდა წარმოედგინათ ვანო ივანეს ძე გიგოშვილის მიერ თარგმნილი ოპერეტა „არშინ მალ-ალანი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „გარდახვეწილი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „კიდევ ერთი მსხვერპლი – დეპუტატი ვ. ლ. გელოვანი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ისიდორე ვარაზაშვილის სტატიის „ჩვენი თეატრი და მსახიობის ტრაგედია“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პლატონ კორიშელის (პლატონ ევგენის ძე ჩიქვინიძის) თხზულება „ქალაქში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელ მარტს ავლაბრის სახალხო თეატრში ელისაბედ ჩერქეზიშვილის მონაწილეობით „ორი ობოლი“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე ალექსის ძე ბუქურაულის თხზულება „შამილის სამართალი“.

1016

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძის თხზულება „სამარადისო ზღაპარი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ზ. ჭიჭინაძის ახალი შრომანი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიგლა მებუკის წერილი „უძველესი საბერძნეთის თეატრი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აპოლონ წულაძის თხზულება „რად დამივიწყე?“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ გაჩეჩილაძის ლექსი „ღრუბლიანში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძის მოთხრობა „მე ვარ „ადამიანი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატია „სახალხო თეატრის მოღვაწენი – კოტე ხახანაშვილი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ფანტაზია“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის სტატია „ომი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის დრამატული პოემის „ქალი გრძნეული“ VI ნაწილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტს ქუთაისში, ელექტროთეატრ „რადიუმში“ ალექსანდრე გარსევანიშვილმა წაიკითხა ლექცია „ფინური ლიტერატურა და პრესა 19 ს-ში, როგორც ამ ქვეყნის კულტურის დამახასიათებელი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გ. შინატეხელის (გიორგი სტეფანეს ძე მანთაშოვის) ლექსი „სააღდგომო“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს როკითის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ნარეშელაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ რახელ აბაშიძესა და იუსტინე აბულაძეს მადლობა გადაუხადა როკეთის სკოლის დასახმარებლად ფულის შეწირვისათვის.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს როკითის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ნარეშელაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" პოლია ახვლედიანსა და გიორგი აბულაძეს მადლობა გადაუხადა როკითის სკოლის დასახმარებლად ფულის შეწირვისათვის.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 აპრილს ბათუმის თეატრში ანდრია მურუსიძის მონაწილეობით პიესა „სამშობლო“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 25 მარტს თბილისის ახალ კლუბში სანდრო ილიას ძე შანშიაშვილმა „ბერდო ზმანია“ წაიკითხა.