საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32687

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 ოქტომბერს ქალაქის რწმუნებულ ანდრონიკაშვილს სამინისტრომ ნება დართო, წმ. ნინოს სასწავლებლის შენობაში სომხების გიმნაზიას შუადღის შემდეგ ოთხი ოთახი დათმობოდა. დოკუმენტს ხელს აწერს ალექსანდრე მიქაბერიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს რკინიგზის სასწავლებელთა ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების საკითხი. დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მიანდეს ამ საკითხზე მოხსენების შედგენა მთავრობაში წარსადგენად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ქუთაისის დონდუას გიმნაზიისა და პროფესიული სასწავლებლისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. საბჭომ საჭიროდ ჩათვალა, ეს სასწავლებელი მთლიანად გადაკეთებულიყო პროფესიულ სასწავლებლად. დახმარების საკითხი უსახსრობის გამო გადაიდო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 თებერვალს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე განიხილეს სილოვან ხუნდაძისთვოს ჯამაგირის მიცემის საკითხი 6 თვის განმავლობაში ქუთაისის სასწავლებელთა კომისრის თანამდებობის ასრულების გამო. კანცელარიის დირექტორს მიენდო მოხსენების შედგენა საკითხის მთავრობისთვის წარსადგენად.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 13 თებერვლის საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გ. მ. ლასხიშვილი, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გ. ა. ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვ. მ. ბერიძე, მდივანი კ. აბაშიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამინისტროს უწყებებში მყოფ დაწესებულებათა ბეჭდების და სასწავლებელთა ატესტატების ნიმუშების შემუშავების საკითხი. ნიმუშის შედგენა დაევალა კანცელარიის დირექტორს, გ. ბერიძეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 თებერვლის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს თხოვნა დაბალ სკოლათა მთავარგამგის, გ. ჭუმბურიძისათვის ავადმყოფობის გამო ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ. დაადგინეს, დახმარების სახით მიეცათ 1500 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ახალქალაქის ფერმის ყოფილი გამგის, ზემლიანსკის ერთდროული დახმარების შესახებ და დაადგინეს, მიეცეს 400 მან.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის მასწავლებელთა კავშირის შუამდგომლობა ოზურგეთში მასწავლებელთა გამომცდელი კომისიის დაარსების შესახებ. კომისიის მოწვევა დაევალა ქუთაისის გამომცდელი კომისიის თავმჯდომარე სილოვან ხუნდაძეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს კირაკოზოვის საბუღალტრო კურსების წესდებისა და პროგრამების დამტკიცების საკითხი. დაადგინეს: დამტკიცდეს პროგრამა და წესდება და ეწოდოს „კერძო საბუღალტრო კურსები“. კურსებზე სავალდებულო იყოს სახელმწიფო ენის სწავლება.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამტრედიის უმაღლესი დაწყ. სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლის მღვდელ კანდელაკის თხოვნა საპენსიო და ხუთწლეულების მისაღებად ძველი ნამსახური წლების ჩათვლის შესახებ. დაადგინეს, ჩაეთვალოს არსებული კანონის თანახმად და მიეცეს ხუთწლეულები მხოლოდ ერთი თვის, დამტკიცების დღიდან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე სოხუმის საშუალო სასწავლებელთა რევიზიის საქმე გრიგოლ ნათაძეს მიანდეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს საკითხი ბ. ჩინჩალაძის ლათინური ენის სახელმძღვანელოს მიღების შესახებ. 

1939

ტიპი: ღონისძიება

1939 წელს ქრისტინე შარაშიძე მოსკოვის ბიბლიოთეკებში მუშაობდა დილიდან ღამის 10-11 საათამდე.

1939

ტიპი: ღონისძიება

1939 წელს ქრისტინე შარაშიძე მოსკოვში მუშაობდა წიგნებზე, რომლებიც საქართველოს ბიბლიოთეკებში აღარ მოიძებნებოდა.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წლის ზაფხულში პარიზის უნივერსიტეტმა გიორგი შარაშიძე მეორედ გაგზავნა თურქეთში, ორი თვით, ლაზური ენის შესასწავლად.

1965

ტიპი: ღონისძიება

1965 წლის ოქტომბერში გიორგი შარაშიძემ საუნივერსიტეტო კურსის შესავალი ლექცია წაიკითხა, რასაც იმდენად მაღალი შეფასება მოჰყვა, რომ მას წლიური ლექციების საათების რაოდენობა გაუორმაგეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ შირსკისა და საქმისმწარმოებელ კრასოვსკის თხოვნა დახმარების შესახებ. უარი ეთქვათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე განიხილეს სენაკის ყოფილი სასულიერო სასწავლებლის პედაგოგის, ჩხეტიანის მდგომარეობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მხეიძის ყოფილი კურსების საკითხი და დაადგინეს, რომ კურსების საქმეთა გამოსარკვევად მოსალაპარაკებლად მოეწვიათ მხეიძე და სასწავლებლის კოლეგიის წარმომადგენელი. თუ მხეიძე ამგვარივე კურსების გახსნის ნებას ითხოვდა, შეიძლება ნებართვა მიეცათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საკითხი კავკასიის მუზეუმის ხარჯთაღრიცხვისა და წესდების დამტკიცების შესახებ. დაადგინეს: გადაკეთდეს საქართველოს მუზეუმად და ასევე ეწოდოს; მუზეუმის ხარჯთაღრიცხვისა და წესდების შედგენა დაევალოს მის დირექტორ ნ. მ. ყიფიანს და სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გ. თაყაიშვილს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 იანვრის განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, დაბალ სკოლათა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პეტრე მელიქიშვილი, პროფესორი იოსებ ყიფშიძე, კავკასიის მუზეუმის დირექტორი ნოე ყიფიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვარს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს საკითხი განსვენებული მასწავლებლის, მათიშვილის ოჯახისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. თხოვნა დაკმაყოფილდა იმ თანხიდან, რომელიც სამინისტროს მასწავლებელთა უბედური შემთხვევების დროს დახმარებისთვის უნდა გაეცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 იანვრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს ლაგოდეხის გიმნაზიის გაეროვნების შესახებ. დაადგინეს, ადგილობრივ საკითხთა გამოსარკვევად ლაგოდეხში გაიგზავნოს თელავის გიმნაზიის მასწავლებელი დ. ქადაგიძე.