საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32686

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის აპრილში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონსტანტინოპოლში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილება შესაძლოდ ცნო და დენიკინის მიერ გადასახლებულ ყუბანის რადის წევრებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება მისცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სახელმწიფო თეატრში გალაკტიონ ტაბიძის საღამო გაიმართა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სახელმწიფო თეატრმა ნინა კოშიცის გამოსამშვიდობებელ გასტროლს უმასპინძლა.

1920

ტიპი: ღონისძიება

მესხეთ-ჯავახეთის სახალხო ყრილობა დეპეშით მიესალმა რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და დახმარება აღუთქვა იმ ბრძოლაში, რომელიც მას ისტორიამ დააკისრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს მეორე ქართულ კლუბში ბელეტრისტ ვასილ ბარნოვის საიუბილეო საღამო გაიმართა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 აპრილის „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საზღვარგარეთიდან თბილისში ჩამოვიდა ცნობილი პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე მიხაკო წერეთელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 აპრილს სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა მიხეილ ნანობაშვილის მეორე გასტროლს, წარმოადგინეს ბალეტი „გუგენოტები“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 მარტს დამფუძნებელი კრების სხდომის თავმჯდომარე იყო ექვთიმე თაყაიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართულმა მუსიკალურმა საზოგადოებამ კონსერატორიაში კამერული საღამო გამართა ვოლტერ ლევიცკისა და მუსიკალური კვარტეტის მონაწილეობით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საბანევის, მოროზოვის, ივანე სარაჯიშვილისა და ნიკოლსკის მონაწილეობით სახელმწიფო თეატრში გაიმართა სერგო ევლახიშვილის საოპერო დასის წარმოდგენა „ლაკმე და ბალეტი“, კლუბ „მუშტაიდში“ კი ალექსანდრე წუწუნავამ სპექტაკლი „სამშობლო“ დადგა. ამ ღონისძიებებიდან შემოსული თანხა თავდაცვის ფონდში გადაირიცხა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს შალვა დადიანის ხელმძღვანელობით სახელმწიფო თეატრში დაიდგა ავქსენტი ცაგარლის ისტორიული პიესა „ქართველი დედა“. შემოსული თანხა ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოხმარდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს პარლამენტმა და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ მიიღო კანონი აჭარისთვის ავტონომიის მინიჭების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარეს თელავიდან დეპეშით შეატყობინეს, რომ 21 დეკემბერს თელავში გამართულ სომეხთა კრებაზე დამწრე საზოგადოება აპროტესტებდა სომეხ ავანტურისტთა მოქმედებებს. ისინი საქართველოს რესპუბლიკას თანადგომას უცხადებდნენ და ბრძოლაში დახმარებას ჰპირდებოდნენ. დეპეშას ხელს აწერდა სხდომის თავმჯდომარე ნინო ხითაროვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართულ კლუბში ალექსანდრე მაისურაძის გუნდის მონაწილეობით ქართული ჯარის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ივანე სარაჯიშვილის, საბანევას, ინაევისა და სხვა ცნობილი მომღერლების შესრულებით სახელმწიფო თეატრში წარმოადგინეს ოპერა „ტრავიატა“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამხედრო მინისტრმა გრიგოლ გიორგაძემ ქართველ ხალხს და ჯარისკაცებს საომარი სულისკვეთების ასამაღლებლად მიმართა. საქართველოს სხვადასხვა მაზრეაი შედგა მოხალისეთა რაზმები, რომლებიც ფრონტისაკენ გაემგზავრნენ (სომხეთ-საქართველოს ომი).

1918

ტიპი: ღონისძიება

სამხედრო შტაბის ცნობით, 1918 წელს სომხეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველებმა დიდ გამარჯვებას მიაღწიეს. გენერალი აბელ მაყაშვილი ახალქალაქის მაზრაში იბრძოდა. ქართველებმა ალავერდის მიმდებარედ ორი სოფელი დაიკავეს, სახალხო გვარდიამ კი ვორონცოვკა აიღო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში სომხეთის თავდასხმის გამო შედგა საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა. სიტყვით გამოვიდნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე, სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი, პარლამენტის სხვა წევრები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები. მათ ერთხმად დაგმეს თავდასხმის ფაქტი და მთავრობას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს მთავრობის განცხადების შემდეგ, სომხეთთან ფართომაშტაბიანი ომის დაწყების შესახებ, ქვეყანაში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ პარლამენტს მიმართა სიტყვებით, რომ რადგან არარატის რესპუბლიკის მთავრობა მშვიდობიან პოლიტიკურ მოლაპარაკებაზე უარს ამბობდა, საქართველოს მთავრობა იძულებული იყო, მშვიდობიანობა იარაღით დაემყარებინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ბათუმში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების მისიის წარმომადგენელი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის რექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი ჯედსონი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელ დიომიდე თოფურიძეს შეხვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ მხარდასაჭერად ქართული კლუბის მიერ გამართულ სალიტერატურო, სამუსიკო და საცეკვაო საღამოში მონაწილეობდნენ: გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, შალვა დადიანი და სხვ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს პარლამენტის სხდომაზე დადგა სომეხი დეპუტატების, ნიკოლოზ თარხანოვისა და ლეონ თუმანოვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ისინი სომეხ ტერორისტებთან კავშირსა და დანაშაულებრივ საქმიანობაში ამხილეს. მათ ააფეთქეს ძეგვის ხიდი და სცადეს ვერის ხიდის აფეთქება, რომლის განაღმვაც ქართველებმა დროულად შეძლეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს, ზეიმის დასრულების შემდეგ, პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მათ შორის იყო გერმანიის დელეგაცია ფონ-კრესთან ერთად. სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ შეაჯამა ხელისუფლების საქმიანობის ექვსი თვის შედეგები და საზოგადოებას უსურვა, რომ 26 მაისის აქტი მათთვის მუდმივ დღესასწაულად გადაქცეულიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს მთავრობის სასახლის წინ ჩატარდა საზეიმო აღლუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული ჯარისა და სახალხო გვარდიის ყველა საბრძოლო დანაყოფებმა, აღლუმის ბოლოს მოედანს საზეიმოდ გადაუფრინეს აეროპლანებმა. აღლუმი ჩაიბარა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ნოე ჟორდანიამ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ დეკემბერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 6 თვის აღსანიშნავად დედაქალაქში გაიმართა სახალხო ზეიმი, მსვლელობა მოაწყვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა (უნივერსიტეტიდან — მთავრობის სასახლემდე). მთავრობის სასახლის წინ შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ნოე ჟორდანიამ და მთავრობის წევრებმა.