საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19689

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა სეზმან ალექსის ძე ბუტკუაშვილის ლექსი „მუშა-მგოსანი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გ. დათიაშვილის თხზულება „რაინდი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გაგრძელება ვახტანგ გარრიკის (ვახტანგ ვაჩნაძის) სტატიისა „კინემატოგრაფი და თეატრი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დარია ახვლედიანის ლექსი „დანიელ ჭონქაძის ხსოვნას“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „უბრალო საუბარი უბრალო მკითხველთან“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ საფო მგელაძის უსათაურო ლექსი გამოქვეყნდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ილია ფერაძის სტატია „დანიელ ჭონქაძე და მისი სურამის ციხე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ტიციან ტაბიძის მიერ ქართულად თარგმნილი შარლ ბოდლერის ლექსი „ალბატროსი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გიორგი ალექსანდრეს ძე ქუჩიშვილის ლექსი „მოწოდება“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 სექტემბრის „დროებაში“ სოფრომ მგალობლიშვილის სცენა „მოლოდინი კრების შემდეგ“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 28 აგვისტოს „დროებაში“ დაიბეჭდა გიორგი ქართველიშვილის განცხადება დასურათებული „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვალს თბილისის სახაზინო თეატრში შიო მღვიმელის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე ნოე ჩხიკვაძე სიტყვით გამოვიდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ალ. გვეტაძე სტუდენტი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე ტურგენევის რომანი „რუდინი“ ქართულად თარგმნა სტუდენტმა ალ. გვეტაძემ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში I მსოფლიო ომში პრუსიის საზღვარზე დაჭრილი პოდპორუჩიკი შალვა პაპავა გამოჯანმრთელების შემდეგ ბრძოლის ველზე დაბრუნდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. დათიაშვილის მოთხრობა „რწმენა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის დრამატული პოემის „ქალი გრძნეული“ III ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის შარჟი. ავტორი – მიხეილ ჭიაურელი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე ახალკაცის თხზულება „ბრძოლის ველზე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ აბრამიშვილის სტატიის „სიტყვა“ გრიშაშვილის პოეზიაში“ III ნაწილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ კულტურის მოყვარულთა საზოგადოების კრებაზე ნ. ნათაძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ზოგიერთი ადათ-ჩვეულება ქიზიყ-კახეთში“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 დეკემბერს სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა პეტრე გრუზინსკიმ გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს გააცნო თბილისის საბაღო სკოლის მდგომარეობა და სთხოვა, განსახილველად წარედგინა მისი მოხსენება სკოლაში ღარიბ თავად-აზნაურთა შვილებისთვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვალს სახალხო სახლში გამართულ ღონისძიებაზე გივი ჟორდანიამ წაიკითხა ლექცია „ჩვენი ადათ-ჩვეულებანი“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ივლისის „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის ფელეტონის „მგზავრის შენიშვნები“ დასასრული დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვალს ავლაბრის თეატრში წარმოადგინეს „ღალატი“ ნ. დავარაშვილისა და ვალერიან გუნიას მონაწილეობით.