საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19689

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის ლექსი „ოჰ, რომ იცოდეთ...“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 15 დეკემბერს სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე ფარმაცევტთა ამხანაგობის კრებაზე სიტყვით გამოვიდა ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის დრამატული დასის წარმომადგენლებმა ვასილ ანტონის ძე ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით საქალაქო საბჭოს მიმართეს თხოვნით, თეატრის შენობა თვეში ერთხელ კვირადღეს და კვირაში ერთხელ ხუთშაბათობით მათი წარმოდგენებისთვის დაეთმოთ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო კეცხოველის თხზულება „ძევსეს პასუხი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ მჭედლიშვილის ლექსი „სასაფლაოზე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. დათიაშვილის თხზულება „ორი სურათი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ აბრამიშვილის სტატიის „სიტყვა“ გრიშაშვილის პოეზიაში“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა არჩილ შათირიშვილის წერილი „ხარფუხის რამე-რუმე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „კახეთის რკინიგზა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორ კ. ფოცხვერაშვილის კონცერტების გამო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ იოსებ ჯორჯაძემ მადლობა გადაუხადა გიორგი ჩიტაშვილს საბუის არჩილ ჯორჯაძის სახელობის სამკითხველოსთვის „თეატრი და ცხოვრების“ ერთი წლით გამოწერისთვის.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს სოფ. პერევისის სკოლის მასწავლებელმა ივანე წერეთელმა გაზეთ „ცნობის ფურცელს“ სთხოვა, დაებეჭდათ ცნობა, რომ ჭიათურის შავი ქვის მწარმოებელთა საბჭომ მათ სკოლას 100 მანეთის წიგნები გაუგზავნა. წიგნების 25% უღარიბესი ბავშვებისთვის დასარიგებლად იყო განკუთვნილი, 25% – ნახევარ ფასში გასაყიდად, ხოლო 50% გაიყიდებოდა სრულ ფასად, მიღებული თანხა ისევ საბჭოს გადაეცემოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დასასრული სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძის თხზულებისა „ჯარისკაცი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის თხზულება „დღევანდელი მომენტი შეთანხმებას გვიბრძანებს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ მიწიშვილის თხზულება „Memento mori“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ვახტანგ გიორგის ძე ვაჩნაძის სტატია „კინემატოგრაფი და თეატრი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გიორგი ლეონიძის ლექსი „რად?“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გაბრიელ გოგუაძის ლექსი „ბნელ ღამეში“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დარია ახვლედიანის თხზულება „ღმერთი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 3 დეკემბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ვარლამ სიმონის ძე მიქელაძემ წაიკითხა მოხსენება წვრილი კრედიტის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 3 დეკემბერს გამართულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე სააკოვი გამოვიდა სიტყვით ნაფიც-მსაჯულთა და ერობის შემოღების შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ფრანგული ჟურნალისათვის "Revue des traditions populaires" თედო სახოკიამ 800-ზე მეტი ქართული ანდაზა თარგმნა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 3 დეკემბერს გამართულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე განიხილეს ლევან გიორგის ძე ჯანდიერის მოხსენება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ მჭედლიშვილის პოემის „ანგელოზთა აჯანყება“ შინაარსი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „ზღვა“.