საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19689

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებასთან შეიქმნა 50-კაციანი ქართული გუნდი ნიკო სულხანიშვილის ხელმძღვანელობით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს გიგო ივანეს ძე თოიძე დაჭრილებზე მზრუნველი კომისიის წევრი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვარს ახალ კლუბში ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა ლექცია „ქართული სამართლის ისტორიიდან“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის წერილი „აკაკის ავადმყოფობის გამო“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილის ლექსი „ლტოლვა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძის თხზულება „ღაღადისი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიგლა მებუკის სტატია „თეატრის ისტორია, ჩინეთის თეატრი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის დრამატული პოემის „ქალი გრძნეული“ II ნაწილი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ფერაძის მიერ ქაშუეთის ეკლესიაში ბავშვთა ქრისტიანული აღზრდის შესახებ წაკითხული მოხსენების პირველი ნაწილი გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მორიგი ნაწილი არჩილ დარეჯანაშვილის წერილების ციკლიდან „მცენარეთა მეტყველება, ბოტანიკა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მორიგი ნაწილი ივანე კავთელის წერილისა „შავი ჭირი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მიმდინარეობდა ხელმოწერა კიკნა-ფშაველას (სიმონ ბადურაშვილის) პოემებისა და რჩეული ლექსების კრებულის გამოსაცემად.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დია ჩიანელის (დავით ჩხეიძის) მოთხრობა „ცრემლები სულისა“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ლუკა სიმონის ძე თათეიშვილმა ცალკე წიგნად გამოსცა პოემა „სიყვარული“, „ცხოვრება და წამება წმინდა მოწამეთა დავით და კონსტანტინესი“, „ადამიანის გულის ნდომა და წრფელი სინდისის დაკითხვა“ და „კავშირი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ერემის ძე ანთაძის მიერ ბრძოლის ველზე დაწერილი მოთხრობა „გურული სცენა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნოე ჩხიკვაძის „სონეტები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვალს თბილისის სახაზინო თეატრში შიო მღვიმელისთვის გამართულ სადღესასწაულო დილაზე ივანე გომართელმა შიო მღვიმელის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება ვახტანგ კოტეტიშვილის სტატიისა „ბ. ახოსპირელი და მისი სიმღერა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვალს ქართული სიტყვაკაზმული საზოგადოების კრებაზე უნდა წაეკითხათ შიო არაგვისპირელის ახალი ნაწარმოები „გაბზარული ზარი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე სიხარულიძის ლექსი „საქართველოდან რუსეთში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შარჟი რეჟისორ მიხეილ ქორელზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის დრამატული პოემის „ქალი გრძნეული“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის უსათაურო ლექსი „აფრას გრიგალი მოუსვენარი...“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიგლა მებუკის სტატია „თეატრის ისტორია, თეატრი პირველყოფილ ხალხში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ელისაბედ ჩერქეზიშვილის წერილი „სამწიგნობრო მუსაიფი“.