საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19689

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 4 ივლისის „დროების“ ცნობით, სტარიცკი ამბობდა, რომ სიღნაღის ხელმძღვანელები ბევრ უწესობასა და უკანონობას ჩადიოდნენ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა კავკასიაში იაკობ სერგის ძე მედვედევმა მიიღო წერილი კუნძულ იავიდან (აზიის სამხრეთით მდებარე), ბოტანიკური ბაღის დირექტორისგან, რომელიც სთხოვდა კავკასიის ყველა სახეობის თამბაქოს ნიმუშის გაგზავნას.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა აგრონომებს წერილი გაუგზავნა და იავაში გასაგზავნად თამბაქოს ნიმუშების დამზადება სთხოვა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს თბილისის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარე მ. შარიგინი სამსახურებრივი მოვალეობით შულავერში გაემგზავრა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 დეკემბერს სასოფლო–სამეურნეო საზოგადოებამ ვლადიმერ მიქელაძის მოხსენება განიხილა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქუთაისის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე ალექსანდრე სმაგინმა ქალაქის მიერ საღორიის აგარაკზე საავადმყოფოს ასაშენებლად უფასოდ დათმობილ ადგილზე უარი განაცხადა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 ივლისის „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის ფელეტონის „მგზავრის შენიშვნები“ I ნაწილი დაიბეჭდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქუთაისის უპატრონო ბავშვთა სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე ტ. გ. საზაროვისამ ღარიბი ბავშვებისთვის საშობაო დღესასწაულის მოწყობა გადაწყვიტა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 8 დეკემბერს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კრებაზე ვ. ე. ვასილევსკიმ წაიკითხა მოხსენება საინგილოს ძველი ნაშთების შესახებ, რომლებიც ი. ს. სტანიშევსკისთან ერთად დაათვალიერა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს საჭილაოს სკოლის გამგემ ვლადიმერ ელიავამ ქალთა სამრევლო სკოლის სასარგებლოდ საცეკვაო საღამოს გამართვისთვის ელისაბედ ნიჟარაძესა და შუშანიკ გალდავაძეს გაზეთ "ცნობის ფურცლის" მეშვეობით მადლობა გადაუხადა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შოთა დადიანის თხზულება „ზღაპარი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „ფერია“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჭიჭინაძის „ეპიგრამები“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სახალხო მწერალ-მომღერალნი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით დიანოზის ძე კოპალეიშვილის ლექსი „ევა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. დათიაშვილის თხზულება „განახლებული სული“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ კიაზოშვილის თხზულება „და დღესაც გვსურს“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის „ღია წერილი“ („ქართული თეატრის ისტორიის“ შედგენა-გამოცემის გამო).

1914

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ქართული სასცენო ხელოვნება და მუსიკა 1914 წ.“

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის „სათეატრო საქმე პროვინციაში 1914 წ.“

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მორიგი ნაწილი არჩილ დარეჯანაშვილის წერილების ციკლიდან „მცენარეთა მეტყველება, ბოტანიკა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივანე კავთელის წერილი „შავი ჭირი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გამოიცა და ერთ შაურად იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის ისტორიული ნარკვევი „სხივი წარსულისა“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 8 დეკემბერს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კრებაზე ექვთიმე თაყაიშვილმა წაიკითხა მოხსენება მცხეთასთან ნაპოვნი ძველი ნივთების შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 8 დეკემბერს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კრებაზე ლ. გ. ლოპატინსკიმ დამსწრეებს ხარკოვში, არქეოლოგთა შეკრებაზე წაკითხული მოხსენება გააცნო.