რეგისტრირებული ფაქტები1862
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, ბოლშევიკები თუ აქამდე სისხლის სამართლის დამნაშავეებსა და წითელარმიელებს ხვრეტდნენ, ახლა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს მისდგნენ, დახვრიტეს ცნობილი ყოფილი წითელი გენერალი კონსტანტინე მარკოზაშვილი, რომელიც ბოლოს საქართველოს გვარდიაში იბრძოდა მტრის წინააღმდეგ.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 26 ივლისის ჟურნ. „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თბილისში დაიჭირეს ბევრი მოწინავე მუშა და ინტელიგენტი, მათ შორის: ალექსანდრე ფარნიევი, კალისტრატე გოგუა, გერასიმე მახარაძე და სხვ. ისინი მეტეხის ციხეში, საშინელ პირობებში მოათავსეს.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 26 ივლისის ჟურნ. „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თბილისში დაიჭირეს ბევრი მოწინავე მუშა და ინტელიგენტი, მათ შორის: ალექსანდრე დგებუაძე, ნოე ცინცაძე, ანდრო ჭიაბრიშვილი და სხვ. ისინი მეტეხის ციხეში, საშინელ პირობებში მოათავსეს.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 26 ივლისის ჟურნ. „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თბილისში დაიჭირეს ბევრი მოწინავე მუშა და ინტელიგენტი, მათ შორის: სილიბისტრო ჯიბლაძე, ისიდორე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და სხვ. ისინი მეტეხის ციხეში, საშინელ პირობებში მოათავსეს.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 15 სექტემბრის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ (N8) იუწყება, რომ მანგლისში იყო რეპრესიები. მღვდელი ჩიტაძე, რომელიც სამშობლოს დასაცავად ჯარში იყო, მესამე თვეა დაჭერილია.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 15 მარტის „თავისუფალი საქართველოს“ (N18) ცნობით, სილიბისტრო ჯიბლაძე თბილისის სემინარიის რექტორის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სამართალში მისცეს და 4 წლით დისციპლინურ ბატალიონში გაგზავნეს.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 5 ივნისის გაზეთის „ჩვენი ქვეყანა“ (N102) ცნობით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში 46 ყუთამდე შაქარი დაიკარგა, კომისარ წივწივაძეს შაქრის ღირებულება გადაახდევინეს, საწყობის გამგე მასლიუკოვი კი პასუხისგებაში მისცეს.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 30 წლის სექტემბრის „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ საფრანგეთისა და შვეიცარიის სინდიკალისტურ და რადიკალურ გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა (ბათუმიდან) საქართველოში მძვინვარე ტერორის შესახებ, მოყვანილია დაპატიმრებულ სოციალისტთა გვარები (სილ. ჯიბლაძე, ი. რამიშვილი, ალ. ლომთათიძე, გრ. ლორთქიფანიძე და სხვ.), ნათქვამია, რომ პრესა გამოთქვამს შეშფოთებას ოკუპანტთა ბარბაროსული პოლიტიკის გამო, რომ მოსკოვის იმპერიალისტებმა გადააჭარბეს მასწავლებლებს, ნიკოლოზ II-სა და ვილჰელმ ჰოჰენცოლერნს.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ ნ. ქადაგიშვილი, მიხეილ ქურციკიძე, მიშა რუხაძე და სხვ., ასევე რკინიგზის ჩეკაში იჯდა დეპო-სახელოსნოს 27 მუშა, „გრუზ. ჩეკაში“ – 75 კაცი, საგუბერნიო ციხეში – 165 (ყველა იყო პოლიტიკური პატიმარი), ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ ალ. ჭოხონელიძე, დ. ჭინჭველაშვილი, მ. ჯიქაძე, ანდრია ვეშაგური, ან. ლიკმე-დჟიმსკი და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ ნ. ტიგაშვილი, კ. ვაშაკიძე, პ. ფირცხალავა, ის. გზირიშვილი, ე. წოწონერია და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ მ. კერესელიძე, ან. მარგველაშვილი, ვლადიმერ კერესელიძე, ნ. მეცხვარიაშვილი, ვლადიმერ სანაძე და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ მიკირტიჩ ბალიანცი, კ. დვალი. ალ. ივანიცკი, ნ. კუტალაძე, ერმალოზ კაციტაძე, და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ დ. ლორთქიფანიძე, გ. კუტალაძე, მელ. ფერაძე, და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ ვ. გოგიშვილი, ვ. კოხრეიძე, მ. ღვინერია, ვ. მეკარეიშვილი და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, ამნისტიის გამოცხადების მიუხედავად ბოლშევიკებმა მაინც დაიწყეს სისხლის სამართლისა და განსაკუთრებული რაზმის წევრების გასამართლება ძველი მთავრობის სამსახურისთვის და 3-4 წლით საზოგადო სამსახურს აკისრებდნენ, ასე „გაასამართლეს“ დ. ალშიბაია, დოლაბერიძე და სხვ.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, სოფლებიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ შემდეგი პოლიტიკური პატიმრები: აბულაძე, ბაბლიძე, აზარიაშვილი, ზასოხევი და სხვ. წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“ ნათქვამია, რომ მეტეხი და საგუბერნიო ციხე სავსეა პოლიტპატიმრებით. გურიაში 72 კაცია დაჭერილი, აქედან 26 საგუბერნიო ციხეშია, ბათუმში – 28 სოციალ-დემოკრატი მუშა. ტუსაღები ცუდ მდგომარეობაში არიან, აძლევენ მეოთხედ გირვანქა პურს.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, სოფლებიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ შემდეგი პოლიტიკური პატიმრები: ნ. და ზ. ცხოვრებაშვილები, ტოგონიძე, მაისურაძე, მეგრელიშვილი, ნავროზაშვილი და სხვ.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, სოფლებიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ შემდეგი პოლიტიკური პატიმრები: ლომსაძე, კობალაძე, მურადაშვილი, თედიევი, სანიკიევი, მარღიშვილი და სხვ.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, სოფლებიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ შემდეგი პოლიტიკური პატიმრები: ბუთხუზი, კორძაია, გამყრელიძე, ჯაბაშვილი, დვალიშვილი, ფარესაშვილი და სხვ.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ ბაგრატ ჭუმბურიძე, ვ. სუხიაშვილი, კონ. კანდელაკი, გ. მენთეშაშვილი, შალვა მაღლაკელიძე და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ კალისტრატე გოგუა, დათიკო დვალი, სიმონ გოცაძე, დ. დალალიშვილი, ნოე ცინცაძე და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის ივლისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ ილია საყვარელიძე, გიორგი ჟღენტი, არ. სარჯვალაძე, ფ. ნაკაშიძე, ი. ოქროპირიძე და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის მაისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ უშანგი ელიავა, ვასო ნოდია, ნიკოლოზ ჩაბიშვილი, კონსტანტინე კანდელაკი და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.

