საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2089

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის 15 ნოემბრიდან იარალოვისა და ალიხანოვის თუჯის ჩამომსხმელ ქარხანაში ზარების ჩამოსხმა დაიწყეს. ზარებს რუსეთიდან ჩამოყვანილი ხელოსანი ასხამდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის ნოემბერში გიორგი ნიკოლოზის ძე სხირტლაძეს თბილისში, სასახლის ქუჩაზე, სათავადაზნაურო თეატრთან, რესტორანი „ზამთრის ბაღი“ ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის ნოემბერში პოლკოვნიკი ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი სამგზავრო ეტლს ჰყიდდა. მყიდველებს მისთვის სათავადაზნაურო ბანკში უნდა მიემართათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის ნოემბერში პანცერმა და გლუხოვსკიმ თბილისში, სასახლის ქუჩაზე, სარაჯევის სახლის ეზოში, საკერავი მანქანების საწყობი გახსნეს.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ფ. პეტრაშევსკაიას ჰქონდა კომერციული სასწავლებელი თბილისში, მიხეილის გამზირის N10-ში.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სიმონ ყაველაშვილს ბინა ჰქონია თბილისში, ოლღას ქუჩა N10-ში.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, კალანდაძესა და ზედგინიძეს ჰქონდათ ქარხანა თბილისში, სადგურის ქუჩა N6-ში.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სომეხთა სარეზერვო ბრიგადის სამმართველო მიქაელ არამიანცის სახლში მდებარეობდა.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიქაელ არამიანცს სახლი ჰქონდა თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 12 თებერვლის „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტროპაიძესა და აბულაძეს დუქნები ჰქონდათ ქარელის განაპირას.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თომა ციციშვილს საკუთარი ტყე ჰქონდა ქარელში.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ძმებ წოვიანოვებს საბანკო კანტორა ჰქონდათ სიონის ქუჩაზე.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ზაქარია თუშმალოვს ნაკვეთი ჰქონდა დაბა მარტყოფში.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში“ ვკითხულობთ, რომ ფარნაოზ ისარლოვი მომხმარებელს თბილისის სარდაფების ღვინოებზე უკეთეს და იაფ კახურ ღვინოს სთავაზობდა საკუთარ სახლში ახლად მოწყობილ საწყობში, ვორონცოვის წყლის პირის („ნაბერეჟნი“) ქუჩაზე.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების ბიბლიოთეკის სიის შედგენა მალე დასრულდებოდა და ბიბლიოთეკას თბილისში გამოგზავნიდნენ.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, განსვენებული პროფესორის, დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების მდიდარი და ძვირფასი ბიბლიოთეკა მისმა მემკვიდრეებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირეს.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებულ ბიბლიოთეკაში დაცულია ისეთი იშვიათი წიგნები, რომლებიც არ არის თბილისსა და მოსკოვში.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების ბიბლიოთეკაში საყურადღებო ცნობების შემცველი დიდ წიგნად შეკრული სიგელ-გუჯრების ასლები აღმოჩნდა.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძეს ზვარი ჰქონდა თელავის მაზრის სოფელ ყვარელში.

1892

ტიპი: მფლობელობა

„ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პეტერბურგში გარდაცვლილი პროფ. ი. ი. ჩუბინაშვილის ოთხ დიდ ყუთში მოთავსებული ბიბლიოთეკა გადაეცა.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წყალობა არუთინოვს დუქანი ჰქონდა ავლაბარში, სირაჯხანის თავში, აფთიაქის ზემოთ, ტრაქტირის პირდაპირ.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კაცი მაღაზიას ფლობდა თბილისში სასახლის ქუჩაზე.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ კვესეთში მდებარე სახნავ-სათიბი, ტყე, 170 დესეტინა და 960 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მათეს ძე მელიქ-აღამალოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ ერევანში მდებარე ორსართულაინი ქვითკირის სახლი სარდაფით, ქარვასლა და სამი კეთილმოწყობილი ფლიგელი: ერთი – ორსართულიანი და ორი – ერთსართულიანი, ასევე 919 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იაკობის ძე მირიმანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე ორი ქვითკირის სახლი: ერთი – სამსართულიანი, მეორე – ორსართულიანი ფლიგელით და 111,5 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.