საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19691

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის პირველი ლექსი „ნანი-ნანა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიკო ფაშალიშვილის ლექსი „აკაკისადმი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მ. ველისციხელის ლექსი „მგზავრის პასუხი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ლექტორმა ალექსანდრე გარსევანიშვილმა ქუთაისის სამოსწავლო კომისიას წარუდგინა მოხსენება გონებრივ გასართობთა მოწყობის შესახებ და ამისთვის თანხის გადადება სთხოვა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ხერხეულიძის სტატია „ქართველი ქალი და აკაკი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დასაწყისი ივანე გომართელის მოთხრობისა „ზამთარი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე ბარველმა დაწერა 4-მოქმედებიანი კომედია საქართველოს ისტორიის მასალებზე

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლო მიწიშვილის „მთის მდინარე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გიორგი ლეონიძის ლექსი „შენა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კოპალის პიესა „აკაკის საფლავზე“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 20 დეკემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ქალანთარმა წაიკითხა მოხსენება საქონლის მოვლა-მოშენებისა და მერძევეობის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ხმოსანმა ნიკოლოზ ხუდადოვმა თბილისის გამგეობაში შეიტანა განცხადება ნაძალადევში ქალაქის ადგილების იჯარით აღებასთან დაკავშირებული უწესრიგობის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 20 დეკემბერს ხმოსანმა არშაკ სერგეის ძე ბაბოვმა თბილისის გამგეობას წარუდგინა მოხსენება ქალაქის ქუჩებისა და მოედნების მოკირწყვლის შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 9 ივნისის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის ფელეტონის „მეთვრამეტე საუკუნის მწიგნობრობა საქართველოში“, პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 10 ივნისის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის ფელეტონის „მეთვრამეტე საუკუნის მწიგნობრობა საქართველოში“ დასასრული დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მიხეილ ნასიძის წერილი „თეატრის მატიანე, ქართული წარმოდგენა“ გამოქვეყნდა, რომელშიც დავით კეზელის „სცენები მიროვოი სუდიასთან“ და დავით მესხის მიერ თარგმნილი მელვილის „სიულივან“ იყო განხილული.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივ. კავთელის ფსევდონიმით ივანე ჯაჯანაშვილის წერილი „სამეცნიერო ცნობა: იდუმალი ძალა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რაჟდენ ბარამიძის მიერ შედგენილი „ცხოვრება ღირსისა ალექსის ღვთის კაცისა“ მეორედ გამოიცა და ერთ შაურად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მ. ლიხელის ფსევდონიმით მიხეილ მურვანიშვილის კორესპონდენცია „ქ. ტომსკი, ახალი ფაკულტეტი უნივერსიტეტში“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ არჩილ დარეჯანაშვილის წერილი „მცენარეთა მეტყველება (ბოტანიკა)“ გამოქვეყნდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ამ. პირველის მოთხრობის „შურისძიება“ გაგრძელება.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აპოლონ ფანცულაიას სტატია ფოთის თეატრის შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 11 ივნისის „დროებაში“ არჩილ ჯორჯაძის სტატია „თელავი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 13 ივნისის „დროებაში“ ილია ალხაზიშვილის სტატია „ახალქალაქი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 ივნისის „დროებაში“ იოსებ ბაქრაძის ლექსები „ანგარიშიანი სიყვარული“ და „უანგარო სიყვარული“ დაიბეჭდა.