რეგისტრირებული ფაქტები1910
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, მუშა, სოციალ-დემოკრატი ივანე სადრაძე ოზურგეთის ჩეკაში 9-19-7 დღე აშიმშილა გამომძიებელმა სიმონიშვილმა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, 16 წლის ჩითანა ღლონტს, ახ. მარქსისტს, ოზურგეთის ჩეკაში სცემეს და 3-ჯერ, 7-8-7 დღე, აშიმშილეს. გამომძიებელი – სიმონიშვილი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ილიკო დობორჯგინიძეს ოზურგეთის ჩეკას ერთეულში ბლომად თოვლი შეუყარეს და როცა თოვლი დადნა, წყალში ამყოფეს 12 დღე, 8 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – პოლშინი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, მიტროფანე ტრაპაიძე ოზურგეთის ჩეკაში ცემისგან სისხლს არწყევდა, მისი გადარჩენა საეჭვო იყო. 8 დღე აშიმშილა გამომძიებელმა პოლშინმა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ბაგრატ ბაქრაძე ოზურგეთის ჩეკას სარდაფში 6 დღე ჰყავდათ დამწყვდეული (თბილისის ქართული ჩეკას გამომძიებლები: არაველიძე და პოლშინი).
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ნიკოლოზ ბორჩხაძე ოზურგეთის ჩეკადან ზამთარში წაიყვანეს ბახვის წყალზე, წელში ბაწარი ჩააბეს და წყალში ჩააგდეს. ამოათრევდნენ და ეკითხებოდნენ, თუ გასცემდა ამხანაგებს. ძალიან დაავადმყოფებული გამომძიებლებმა, პოლშინმა და კვიტაიშვილმა, გადაასახლეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, მაქსიმე ჭელიძე ოზურგეთის ჩეკაში 7 დღე აშიმშილეს და გამომძიებლებმა, კვიტაიშვილმა და პოშლინმა, სცემეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ვლადიმერ დოლიძე ოზურგეთის ჩეკაში დეკემბერში შიშველი ჰყავდათ საკანში, 9 დღე აშიმშილეს, სრულიად შიშველი თოვლში გააჩერეს 2 საათი. გამომძიებელი – პოშლინი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სევერიანე ფირცხალაიშვილი ოზურგეთის ჩეკაში 12 დღე აშიმშილეს და სცემეს (გამომძიებელები: ჟღენტი, ისაკაძე, სიმონიშვილი).
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ისაკ ჭანუყვაძეს ოზურგეთის ჩეკაში სცემეს და 9 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – სიმონიშვილი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ვალიკო ჟორდანია ოზურგეთის ჩეკაში ათი დღე აშიმშილეს და გამომძიებელმა გოგიამ სცემა.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, უშანგი სიხარულიძე ოზურგეთის ჩეკაში რვა დღე აშიმშილეს და სცემეს. გამომძიებელი – სიმონიშვილი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, მარო სიხარულიძე ოზურგეთის ჩეკაში ათი დღე აშიმშილეს, უხეში ქცევის გამო ჭკუაზე შეიშალა და საავადმყოფოში მოხვდა. გამომიებლები: სიმონიშვილი, გოგია.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ნადია სიხარულიძე ოზურგეთის ჩეკაში 10 დღე აშიმშილეს და უწმაწური სიტყვებით აგინებდნენ. გამომძიებლები: სიმონიშვილი, გოგია.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, მოსე ბორჩხაძე ოზურგეთის ჩეკაში 9 დღე აშიმშილეს და სცემეს. გამომძიებლები: სიმონიშვილი, გოგია.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, აკაკი ძაძამია ოზურგეთის ჩეკაში 10 დღე აშიმშილეს. გამომძიებლისთვის ცემის დროს ხელის შებრუნების გამო ჩეკისტები დაესივნენ, თავი გაუტეხეს და ერთეულში ჩააგდეს. ნაცემი არც ექიმს გაასინჯეს. გამომძიებელი – ისაკაძე.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, მიხეილ თურმანიძე ოზურგეთის ჩეკას ცივ ერთეულში ჰყავდათ ჩაგდებული და დღეში ნახევარ გირვანქა პურს აძლევდნენ. გამომძიებელები: ისაკაძე და სიმონიშვილი.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ვენეციაში მოკლული ტარნოვსკაიას საქმეზე მსჯავრდებულ პრილუკოვს ვენიდან ჩასული ვექილი, როზენფელდი იცავდა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის აპრილში პოლიტპატიმარი, მეჩექმე ტრიფონ სამხარაძე რუსეთში გადაასახლეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, მეჩექმე, სოციალ-დემოკრატი ტრიფონ სამხარაძე ერთი თვე ქუთაისის ჩეკას ბნელ სამკუთხეში იჯდა. 8 დღე სასმელ-საჭმელს არ აძლევდნენ. თბილისის ჩეკაში გადაყვანის შემდეგ ჩააგდეს საყინულე საკანში, საიდანაც გრძნობადაკარგული გაიტანეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის სექტემბერში ჩეკას ციხის ტუსაღი ვასილ დავითაშვილი სოლოვკაში გადაასახლეს.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, ბოლშევიკები თუ აქამდე სისხლის სამართლის დამნაშავეებსა და წითელარმიელებს ხვრეტდნენ, ახლა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს მისდგნენ, დახვრიტეს ცნობილი ყოფილი წითელი გენერალი კონსტანტინე მარკოზაშვილი, რომელიც ბოლოს საქართველოს გვარდიაში იბრძოდა მტრის წინააღმდეგ.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 26 ივლისის ჟურნ. „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თბილისში დაიჭირეს ბევრი მოწინავე მუშა და ინტელიგენტი, მათ შორის: ალექსანდრე ფარნიევი, კალისტრატე გოგუა, გერასიმე მახარაძე და სხვ. ისინი მეტეხის ციხეში, საშინელ პირობებში მოათავსეს.

