საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3033

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელმა სერგო გალოგრემ და ანა თიკანაძემ სტუდენტ ეფრემ თალაკვაძეს ტომსკის ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად ორ-ორი მანეთი შესწირეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბედია კობახიძემ, იესე თავართქილაძემ, ვარდიკო გეგენავამ და ნიკიფორე მამინაშვილმა სტუდენტ ეფრემ თალაკვაძეს ტომსკის ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად თითო-თითო მანეთი შესწირეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არსენ მამულაიშვილმა და გიორგი მარგალიტაძემ სტუდენტ ეფრემ თალაკვაძეს ტომსკის ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად ათ-ათი მანეთი შესწირეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სტუდენტი ათან. ებრაილიძე უმანის სამეურნეო სასწავლებლის სტიპენდიატი იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სტუდენტი ვლადიმერ ხილანაშვილი ლაზარევის აღმოსავლეთის ენათა ინსტიტუტის სტიპენდიატი იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ზაქარია ჭიჭინაძე ქართველ კათოლიკე ეპისკოპოსთა მოღვაწეობას იკვლევდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სახელოსნო სასწავლებლების დირექტორმა ვ. თ. დანილოვმა ქალაქის სასწავლებლების კომიტეტს მოსამზადებელი კლასების დაარსება შესთავაზა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების შუამდგომლობის საფუძველზე ეგზარქოსმა ფლაბიანემ ზემო სვანეთში ოთხი ახალი სასოფლო სკოლის დაფუძნება გადაწყვიტა, რომლებიც ბეჩოში, ფარში, ცხმარში და ლახამულაში უნდა გახსნილიყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 17 ოქტომბერს სახალხო სკოლების ზედამხედველი ვ. ნ. პავლოვი სიღნაღში ერთკლასიანი დაწყებითი სკოლის გახსნას დაესწრო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 6 ნოემბერს გიმნაზიის კურსდამთავრებული სიმონ გვარამაძე კალოუბნის ღვთისმშობლის ეკლესიის მასწავლებლად დაინიშნა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ვარდენ ივლიანეს ძე ლორთქიფანიძე მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლობდა.

1800

ტიპი: განათლება

1800 წელს დაბადებულმა მაკარ ჯაფარიძემ სხვავის მონასტერში არქიმანდრიტ პანტელეიმონის ხელმძღვანელობით შეისწავლა საღვთო წერილი და წერა-კითხვა.

1762

ტიპი: განათლება

1762 წელს დაბადებულმა მღვდელმთავარმა სოფრონ წულუკიძემ სასულიერო განათლება ნიკორწმინდის ტაძარში მიიღო.

1852

ტიპი: განათლება

1852 წელს დაბადებულმა იოანე შანიძემ შემოქმედის მონასტერში შეისწავლა საღვთო წერილი, წერა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი, შემდეგ კი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს დაბადებულმა პავლე ჯაფარიძემ პირველდაწყებითი განათლება ჭიათურის საქალაქო სასწავლებელში მიიღო.

1820

ტიპი: განათლება

1820 წელს დაბადებულმა დანიელ ახვლედიანმა საღვთო წერილი, წერვა და გალობა ლეჩხუმში შეისწავლა.

1821

ტიპი: განათლება

1821 წელს დაბადებულმა გრიგოლ ჩხაიძემ განათლება გურიის სასულიერო სასწავლებელში მიიღო.

1800

ტიპი: განათლება

1800 წელს დაბადებულმა იოსებ ბაქრაძემ საეკლესიო განათლება ჯრუჭის მონასტერში მიიღო მიტროპოლიტ დავით წერეთელთან.

1831

ტიპი: განათლება

1831 წელს დაბადებულმა ნიკიფორე კანდელაკმა საღვთო წერილი და გალობა გელათის მონასტერში შეისწავლა.

1817

ტიპი: განათლება

1817 წელს დაბადებულმა ონიფანტე ნადირაძემ საეკლესიო განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეექვსე წელს იგი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილა, რადგან სემინარიის რექტორს სასწავლებლის პანსიონიდან გამოუძევებია. თუმცა შიოს სემინარიის დამთვარება მოუხერხებია.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ კვლავ სწავლის გაგრძელება სურდა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში მას იმდენად ზერელედ ასწავლიდნენ, რომ რაღაც დროის შემდეგ კითხვა დავიწყებია.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მას ვარშავაში გადაუწყვეტია გამგზავრება, რადგან სემინარიელებს იქ ადვილად იღებდნენ და ასევე იქ ეგულებოდა თავის ნაცნობი სემინარიელი ალექსანდრე მრევლიშვილი.