საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19691

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1931

ტიპი: ავტორობა

გიორგი ბოჭორიძემ რაჭის ეკლესია-მონასტრების ჯვრების, ხატების, ფრესკების წარწერების, ხელნაწერ წიგნთა მინაწერების დეტალური შესწავლისა და გაანალიზების შედეგად შექმნა ვრცელი ნაშრომი „რაჭის ისტორიული ძეგლები“, რომელიც „საქართველოს მუზეუმის მოამბის“ 1931-34 წლების ნომრებში დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ავტორობა

სარგის კაკაბაძეს 1912 წელს გამოცემულ ნაშრომში „სჯულმდებელი ბაგრატ კურაპალატი“ მოყვანილი აქვს ცნობები ნიკორწმინდის საეპისკოპოსოს შესახებ.

1793

ტიპი: ავტორობა

1793 წლიდან სოფრონ წულუკიძე არაერთ სიგელშია დასახელებული ნიკორწმინდელ მღვდელმთავრად.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს თედო ჟორდანიამ ნიკორწმინდის ეკლესიის შესახებ საინტერესო სიგელი გამოაქვეყნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ გიორგის ძე გაჩეჩილაძის ლექსი „სევდის ვარდი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო კეცხოველის თხზულება „რა სულელი ყოფილა!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი ფაღავას წერილი „ქართული ხელოვნებისათვის“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია კარგარეთელის სტატიის „ქვეყნის მანათობელნი“ IV ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ავლაბრის სახალხო თეატრში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ შიუკაშვილის წერილი რედაქციის მიმართ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა ზინობის ძე აბდუშელიშვილის წერილი „ავჭალის აუდიტორია“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ვანო გოგიშვილმა თავისი პიესის „შურისძიება“ დადგმის ნებართვა მიიღო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე რატიშვილის ლექსი „ჩემი ნატვრა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 ოქტომბერს სახალხო სახლში ტრიფონ რამიშვილის პიესა „დედინაცვალი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 5 ნოემბერს სახალხო სახლში ტრიფონ რამიშვილის პიესა „მეზობლები“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი სახალხო თეატრში ტრიფონ რამიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 სექტემბერს ქ. თბილისის გამგეობის სხდომაზე სიონის ტაძრის დეკანოზმა ექვთიმე ელიაშვილმა წარადგინა შუამდგომლობა, ქალაქის გამგეობა ტაძარს წლიურად 1500 მანეთით დახმარებოდა. ამ ფულით სიონის ტაძრისთვის მუდმივი მგალობელთა გუნდის აყვანა სურდათ..

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე პარმენ გოთუამ მოხსენება წაიკითხა სათეატრო კომისიების პროვინციებში მოწყობის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე პავლე თუმანიშვილი და შალვა ალექსი-მესხიშვილი სიტყვით სიტყვით გამოვიდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ VII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ X ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე იოსებ გედევანიშვილმა მოხსენება გააკეთა დამწვარი თეატრის აღდგენის საქმის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავა სიტყვით გამოვიდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ფოცხვერაშვილის „ბრძოლის ველზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე შალვა მიქელაძე და ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავა სიტყვით გამოვიდნენ.