რეგისტრირებული ფაქტები33281
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს კოლია ბაქრაძე აჯანყებაში მონაწილეობდა იარაღით ხელში ქალაქ ჭიათურაში, ჩხრეკდა კომუნისტების ოჯახებს, იცავდა ფოსტას, გაემართა დაბა საჩხერის ასაღებად.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს კოლია ბაქრაძე წარმოშობით იყო დაბა ონიდან და დროებით ცხოვრობდა ჭიათურაში.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს დაკავებული კოლია ბაქრაძე მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ამბროსი გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ აჯანყებაში მონაწილეობა იძულებით მიიღო თოფით ხელში.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს დაკავებული ამბროსი გაფრინდაშვილი მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ირაკლი ციცქაძემ ერთი ღამით შეიფარა ჭიათურიდან გამოქცეული აჯანყებულები.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს დაკავებული ირაკლი ციცქაძე მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს დაკავებული დიმიტრი გოგოლაძე მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 13 ოქტომბერს თბილისის მესამე საარჩევნო ნაწილში გაიმართა ხმოსანთა არჩევნები, ყუთი დაიდგა 18 კაცზე, 6 უნდა აერჩიათ. კანდიდატებად დასახელებული იყვნენ: თ. ს. ფანიაშვილი, ი. ზ. ტატიშვილი, ეგნატე მარკოზის ძე ხრამელაშვილი, მ. ი. შარიფოვი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მოურავის მოადგილემ და ქალაქის გამგეობის წევრმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა ქალაქის ლომბარდის რევიზია ჩაატარეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მიტროფანე ლაღიძემ გამოსცა გრიგოლ რობაქიძის წერილები აკაკი წერეთლის შესახებ. შემოსავალი ქუთაისის თეატრის სააღმშენებლო კომიტეტისთვის უნდა გადაეცათ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლიდან დათიკო ბახტაძე, ერასტო კენჯერაძე და ილია მამფორია ხონის თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდნენ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლიდან ექიმი პოლიკო ლაზარეს ძე კიკალიშვილი ხონის თეატრის წევრთა ყველა კრებას ესწრებოდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
რაჟდენ წივწივაძის მიერ ხონში 1907 წელს აშენებული თეატრი რამდენიმე წელიწადში გაიყიდა, მფლობელმა 475 მანეთი იზარალა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ნიკო გვარაძის რეჟისორობით ხონში გამართული პირველი წარმოდგენიდან მიღებული შემოსავალი 33 მან. და 90 კაპ. იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე იმედაშვილს ქუთაისის დასის შედგენა დაავალეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლიდან გულჩინა ლორთქიფანიძისას მონაწილეობით ხონში წარმოდგენები იმართებოდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის საბჭოს კრებაზე აირჩიეს ქალაქის გამგეობის წევრები. კანდიდატებად დასახელებული იყვნენ: ვლადიმერ ნ. კანდელაკი, ვ. კ. ალშიბაია, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე, მიხეილ ერასტის ძე დარახველიძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 13 ოქტომბერს თბილისის მეორე საარჩევნო ნაწილში გაიმართა ხმოსანთა არჩევნები. კანდიდატები იყვნენ: ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი, ა. ა. ვარშამოვი, იური დიმიტრის ძე კობიაკოვი, გ. ა. კოტეტიშვილი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლიდან რაჟდენ წივწივაძე, ივანე ჭავჭანიძე და ალექსაბდრე ბახტაძე ხონის თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდნენ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლიდან პოლიკარპე სანოძე, კონსტანტინე უგულავა და ილია რუხაძე ხონის თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდნენ.

