საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19046

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 1-ელ მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის კრიტიკული რეცენზია „უ. პლ. იოსელიანის წინადადება ქართული წიგნების ბეჭდვაზე“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 25 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსი „ნეტარ არს კაცი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ვ. რეკაჩის კერძო განცხადება აბრეშუმეულისა და წმინდა ნივთების მაღაზიის მისამართის ცვლილების შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 19 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესოვის კორესპონდენცია დიდი მთავრის, ალექსეი ალექსანდრეს ძე რომანოვის სოფელ ხიდისთავში სტუმრობის შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ნიკო მეგრის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკოლოზ დადიანის ლექსი „პირუთნო მოციქულს“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 13 თებერვალს გაზეთ „დროებში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის ლექსები: „ძმაო პოეტო! როს ვკითხულობ შენსა ლექსებსა“ და „ბედნიერი კაცი (ტენნისონიდგან)“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსი „მწერლისადმი“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 4 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დარია მამაცაშვილის ლექსი „ახალი დროის ოცნება“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 17 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის ფელეტონი „წიგნი ქუთაისელ მეგობართან“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 26 მარტს გაზეთ „დროებაში“ ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „ჩემს სანეტაროს“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 12 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის „კორრესპონდენცია ქართლიდგან“ გორის მაზრის სოფლებში გაბატონებულ სიდუჭირეზე, რისი მიზეზიც უმეტესად გვალვა იყო.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 9 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „ბიბლიოგრაფია“ საყმაწვილო და საჯარო განათლების საკითხების შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 26 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსი „სიმღერა“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 12 ივნისს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ძველი მეგობრები ახალ კანში“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 9 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ სემინარიელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის ფელეტონი „ორიოდე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდგან“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქეთო ზარაფაშვილის კორესპონდენცია „გორიდგან“ გორის ერთ-ერთ ოჯახში პოლიციის მიერ აღმოჩენილი ნაქურდალი ნივთების შესახებ, რომელთა საერთო ღირებულება ხუთას თუმანს შეადგენდა.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 9 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ომის გავლენა ევროპაზე“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წერილი „ქართული შინაური თეატრი“ 17 დეკემბერს ქართული თეატრის გულშემატკივრებისთვის გამართული დახურული წარმოდგენისა და საშობაო წვეულების შესახებ.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ბაქრაძის უსათაურო წერილი 13 ოქტომბრის ღამით სამეგრელოს ცაზე შენიშნული წითელი ნათების შესახებ, რომელიც ჩრდილოეთის ციალის ანარეკლი უნდა ყოფილიყო.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 18 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსი „ქეიფი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 მარტს გაზეთ „დროებაში“ გ. გარდახვეწილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი შარვაშიძის ლექსი „რა უშავთ მათ, ვინც მარტო სიცოცხლით კმაყოფილობენ“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 8 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „ერთს ვისმე“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 6 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის ლექსი „მოგონება“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 9 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე სულხანიშვილის წერილი „რუსეთი“ პეტერბურგში გამართულ სახელოსნო გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული ექსპოზიციის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „მანგლისის გზაზე“.