საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33281

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კაცაძემ მდიდარი ვაჭრის, ბეგლარ ვართანოვის მაღაზია გაძარცვა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 1-ლი დეკემბრის „დროებაში“ ნინო ანდრევსკისას მკველობაში ბრალდებულ პეტრე გაბისონიას და ნიკო ჩქოტუას საქმეზე სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 1-ელი დეკემბრის „დროებაში“ ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმის განხილვა დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ევგენი სტარიცკი პეტერბურგში გაემგზავრა, რათა უმაღლესი მთავრობისთვის კავკასიის სადავო ტერიტორიების გამიჯვნის თხოვნით მიემართა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 დეკემბრის „დროების“ ცნობით, რედაქციამ ექვთიმე ხელაძის გამოცემული ივანე კერესელიძის ლექსები მიიღო, რომელიც ადრე ჟურნალ „ცისკრის“ ნომრებშიც იყო დაბეჭდილი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 25 ნოემბერს ქუთაისში ქართული სცენისმოყვარეებმა გიორგი ერისთავის კომედია „მაიკო“ წარმოადგინეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 25 ნოემბერს ქუთაისში ქართული სცენისმოყვარეებმა მოლიერის კომედია „ცოლის შერთვევინება“ წარმოადგინეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 დეკემბრის „დროების“ ცნობით, გორში ი. ე. ერისთავის სახლში მდებარე საქალებო სკოლა დაიწვა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 3 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ანთიმოზ ჯუღელის ლექსების კრებული „სიყვარული“ თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის, ზაქარია გრიქუროვისა და უ. ვართანოვის მაღაზიებში იყიდებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ივლისს ხარფუხის კლუბში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა ავქსენტი ცაგარლის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“, რეჟისორი – ვალერიან გუნია.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გ. ს. დემეტრაძემ ბაღდათის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე ვასილ ალექსის ძე აბაშიძის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ნატალია ჯავახიშვილი, ანა იმედაშვილისა და ნიკოლოზ გვარაძე ხონის დრამატული წრის მიწვეული წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ნატალია ჯავახიშვილი, ანა იმედაშვილისა და ნიკოლოზ გვარაძე ხონის დრამატული წრის მიწვეული წევრები იყვნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლიდან ნესტორ იოსების ძე ბალანჩივაძის მონაწილეობით ხონში წარმოდგენები იმართებოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს რაჟდენ ნიკოს ძე წივწივაძემ თავისი ხარჯით ხონში თეატრისთვის ხის შენობა ააშენა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სერგი ნიკოლოზის ძე ვორონოვის სასცენო სტუდიაში ოცამდე ქართველი და სომეხი ქალ-ვაჟი ჩაეწერა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე არადელ-იშხნელის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ლუკა ბაქრაძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად დანიშნულ კომიტეტის პირველ კრებას დაესწრნენ სახელმწიფო ქონებათა მმართველის თანაშემწე სნეგირევი, მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლები, ართვინის ოლქის უფროსი შუბინსკი, ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიის მმართველი სიპოვიჩი და კომიტეტის საქმეთმწარმოებელი რიაბჩინსკი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 სექტემბერს ხაშურის თეატრში წარმოადგინეს „შენი ჭირიმე“, რეჟისორი – შალვა დადიანი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ვიქტორ გამყრელიძემ მონაწილეობა მიიღო საჩხერის აღებაში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ვიქტორ გამყრელიძის სახლში აღმოაჩინა მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერების ორი დროშა, სურათები და წიგნები.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ვიქტორ გამყრელიძე დაკავებული იყო მრეწველობით.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ვიქტორ გამყრელიძე ცხოვრობდა სოფელ ზოდში.