საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19691

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მღვდელმა გაბრიელ დარჩიამ ელენე ბერიძესა და მატრონე დარჩოს ასულ კუპრაძეს მადლობა გადაუხადა ბულაჩაურის წმ. გიორგის ეკლესიისათვის საეკლესიო ნივთების, მათ შორის ვერცხლის ყდიანი ქართული სახარების, შეწირვის გამო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მარიამ ივანეს ასულმა დემურიამ თავად ზაქარია ელიზბარის ძე ერისთავს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის – მან ნაძალადევის სამკითხველოს კედლის ლამაზი საათი შესწირა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს, თბილისის ექიმის თანაშემწის, გიორგი ბროძელის მოხსენების თანახმად, ბორჩალოს არცერთ სოფელში გადამდები ავადმყოფობა არ იყო, გარდა ერთისა, სადაც ქუნთრუშის რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს საჩხერის სამკითხველოს გამგე ნინო წერეთელმა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა თალიკო სიმონის ასულ ფალავანდიშვილ-მაჭავარიანისას, რომელმაც მის მიერ გამართულ საღამოზე შეგროვებული 42 მანეთი და ექვსი შაური საჩხერის სამკითხველოს გადასცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მარიამ ივანეს ასულმა დემურიამ გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ეგნატე იოსელიანს მადლობა გადაუხადა ნაძალადევის სამკითხველოსთვის წიგნების შეწირვის გამო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი მელაშვილის წერილი კონსტანტინე ფოცხვერაშვილის კონცერტის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ნინო ორბელიანისამ გადაწყვიტა, თავისი თხზულებების კრებული გამოეცა და შემოსავალი (ხარჯის გარდა) ომში დაზარალებულთა ოჯახებისთვის გადაეცა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ერთაწმინდელის თხზულება „სასაფლაოზეც“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „მგზავრი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია „პატარა წერილები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ XV ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის უსათაურო ლექსი „როს ვისმენ ომის ამბავს საზარელს...“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო დავითის ასულ გოგოლაძის მოთხრობა „უკანასკნელი სალამი!..“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილის ლექსი „კითხვები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის სექტემბერში ილია კარგარეთელმა „მუსიკის ისტორიის“ წერა დაასრულა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნ. ჯიხაიშელის წერილი „საჭიროა საყოველთაო დახმარება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „ქართული სახიობა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოლომონ იასონის ძე ახვლედიანის წერილი „სახალხო სახლი. „ცხოვრების გარეშე“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის მიერ თარგმნილი ვალერი ბრიუსოვის ლექსი „ქალაქს“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოვიდა კალე ბობოხიძის ლექსთა კრებული „ლირიკა“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს საუფლისწულო მამულების მმართველობის უფროსმა თ. კოჩუბეიმ ქალაქისთავს შეატყობინა, რომ მმართველობა მონაწილეობას ვერ მიიღებდა თბილისისათვის ნატახტრის მილის გაყვანის საქმეში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს მიხეილ ბოჭორიშვილმა დაწერა ოთხმოქმედებიანი პიესა „ვნების ბრჭყალებში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს მიხეილ ბოჭორიშვილმა ქართულად თარგმნა კნუტ ჰამსუნის რომანი „შიმშილი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 5 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოლომონ იასონის ძე ახვლედიანის წერილი „ქუთაისის თეატრი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 სექტემბერს სასოფლო-სამეურნეო სადგომში გამართულ საზოგადო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენელთა კრებას შალვა ანტონის ძე მიქელაძემ მოახსენა, რომ დამწვარ ქართულ თეატრს სეზონის გასაგრძელებლად 400-500 მანეთი სჭირდებოდა.