საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები17622

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს გუბერნატორის კანცელარიის მმართველის უფროსი თანაშემწე პოტაპოვი თბილისის მაზრის უფროსის თანაშემწის თანამდებობის შესრულებას შეუდგა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქართული თეატრის რეჟისორმა ვასო აბაშიძემ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად მიიწვიეს ვალერიან გუნია.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ეკატერინა ესიევა მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში მრეცხავად.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის გაზეთ „ცნობის ფურცელის" თანახმად, წინა წელს თბილისის საქალაქო საბჭომ საფინანსო კომისიის წევრად დანიშნა ხმოსანი ა. ა. ივანენკო, რომელიც ადგილობრივმა საგუბერნიო ადმინისტრაციამ არ დაამტკიცა, რის შემდეგაც გამგეობამ სენატში გაასაჩივრა. სენატმა განმარტა, რომ ივანენკოს დამტკიცება არ შეიძლებოდა, რადგან ის სამართალში იყო მიცემული.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ილია სახურია შემახის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონად დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

მთავრობის განკარგულებით 1901 წელს გამგეობის მოხელე სარაჯიშვილს კოლეგიის მდივნის წოდება მიენიჭა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი პასიუტევიჩი ერევნის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორად დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს კავკასიის სამხედრო ოლქის საინტენდანტო სამმართველოს ჟურნალისტის თანაშემწე ნაცვლიშვილს  კოლეგიის მსაჯულის წოდება მიენიჭა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სახალხო სკოლების ინსპექტორმა ვ. ნ. პავლოვმა ქალაქისთავის მოადგილეს შეატყობინა, რომ დიდუბის სკოლის მასწავლებლად პეტროვი დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ერევნის საგუბერნიო სამმართველოს მოხელე გიორგი ჩხარტიშვილი კანცელარიის მოხელედ დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სახალხო სკოლების ინსპექტორმა ვ. ნ. პავლოვმა ქალაქისთავის მოადგილეს შეატყობინა, რომ დიდუბის სკოლის მასწავლებლად დანიშნულმა სედოვმა თანამდებობაზე უარი თქვა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის საეკლესიო სამრევლო სკოლებისა და თბილისის სასულიერო სემინარიის გალობის მასწავლებელი მ. მ. შარაბიძე ქუთაისის გიმნაზიაში გადაიყვანეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ალექსანდრე მებურიშვილი სურამის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებიდან ბათუმის განყოფილებაში გადაიყვანეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ყარსის მეციხოვნე არტილერიის შტაბს-კაპიტანმა მსხვილაძემ გამოცდები ჩააბარა და უფროს კლასში გადაიყვანეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ივანე ჩხენკელი თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელედ დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით იოსებ თედეშვილი აქსტაფის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონად დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით სიმონ დეკანოზიშვილი თავისი თხოვნით აქსტაფის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებიდან დაითხოვეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით დიმიტრი ალშიბაია თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების მოხელედ დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ილარიონ კურტანიძე განჯის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის ზედამხედველად დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ალექსანდრე წინამძღვრიშვილი თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელედ დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით IV ხარისხის მოხელე მიხეილ დათიაშვილი თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელედ დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით მე-6 ხარისხის მოხელე ილია ანანიაშვილი თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელედ დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ერევნის სემინარიის დირექტორი მუროპულო გორის სემინარიის დირექტორად დანიშნეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 11 ნოემბერს სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამმართველი კომისიის სხდომის მდივნად აირჩიეს ს. გ. კაპანაკოვი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 11 ნოემბერს სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამმართველი კომისიის სხდომაზე ალ. კოზლოვი ხაზინადრად აირჩიეს.