რეგისტრირებული ფაქტები33144
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ონისიმე სარალიძე საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 29 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, „ნემცების კლუბში" ვასილ აბაშიძის მიერ ნათარგმნი ვოდევილი „ყვავი ფარშევანგის ფრთებით“ წარმოადგინეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 3 ნოემბრის „დროებაში“ გამოქვეყნდა იმ წიგნთა სია, რომლებიც არტურ ვართანოვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სასწავლებლების თანამშრომლებმა კავკასიის სამასწავლებლო მაზრის უფროს იანუარ ნევეროვს გამოსათხოვარი სადილი გაუმართეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 22 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ბაქრაძის მიერ შედგენილი „ბაგრატ IV ისტორია" დასაბეჭდად მზადდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 24 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ლავრენტი არდაზიანის რომანი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ყარსის გენერალ-გუბერნატორმა ვიქტორ ფრანკინმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების აღმოსაფხვრელად კომისია ჩამოაყალიბა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, შუშის მაზრაში ბოქაულმა დ. ვაჩნაძემ ძებნილი ყაჩაღი აღალალ-ბეგ-ჰუსეინ-კული-ბეგ-ოღლი შეიპყრო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივლისს მსახიობ ნატალია გაბუნია-ცაგარელის მონაწილეობით სოფელ სუჯუნას სამრევლო სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. ამოგებული თანხა აბაშის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელს, რაჟდენ ჭალაგანიძეს გადაეცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს ოჩამჩირეში მოყვარულმა მსახიობებმა ავქსენტი ცაგარელის „ბაიყუში“ და გიორგი ერისთავის „უჩინ-მაჩინის ქუდი“ წარმოადგინეს. სპექტაკლებში მაკრინე და მაშო თურქიები მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ივლისს ოზურგეთში ეკატერინე გურიელის ინიციატივითა და ივანე მაქსიმეს ძე ჩხარტიშვილის ხელშეწყობით ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“, აკაკი წერეთლის „ნათელა“ და ვალერიან გუნიას „საშოვნელს ნაშოვნი სჯობია“ წარმოადგინეს და ამოგებული თანხა ადგილობრივ წიგნთსაცავს შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს თბილისის რუსულ თეატრში მსახიობ ალექსანდრე ლენსკის თაოსნობით საქველმოქმედო წარმოდგენა გაიმართა. შემოსული თანხა ერთ ღარიბ ოჯახს გადაეცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 აგვისტოს ეგზარქოს ფლაბიანეს სახლის დარბაზში არქიმანდრიტ კირიონის ეპისკოპოსად სახელდება შედგა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გეოლოგი სიმონოვიჩი მდინარე ჭიშურას მიმდებარე წყაროს წყლების შესასწავლად ქუთაისს ესტუმრა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 5 ნოემბრის „დროების“ ცნობით, „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისთვის“ დახმარების მსურველებს საწევრო თანხა ნიკოლოზ ქანანოვისთვის უნდა გადაეცათ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 8 ნოემბრის „დროებაში“ დიმიტრი ყიფიანსა და ს. ალადათოვს შორის „ქალაქის რჩევის სხდომაზე“ გამართული პოლემიკის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 10 ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა „ნემეცების კლუბში" ქართულ წარმოდგენაზე შეგროვებული თანხის ანგარიში, რომელსაც ხელს იოსებ ანდრონიკაშვილი აწერდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 11 ნოემბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანმა რაფიელ ერისთავის მიერ ნათარგმნი კრილოვის „იგავ-არაკნი“ გამოსცა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 11 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ანთიმოზ ჯუღელის ლექსების კრებული „სიყვარული“ თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის, უ. ვართანოვისა და ზაქარია გრიქუროვის მაღაზიებში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 11 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია გრიქუროვის მაღაზიაში ახალი წიგნი „სახალხო მეჯლისი“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ცნობილი ავაზაკი ტატო წულუკიძე ყარსში დაიჭირეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 ნოემბრის „დროების“ ცნობით, რედაქციამ მიიღო რუსულ ენაზე დაწერილი წიგნი, როემლშიც ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმე იყო აღწერილი.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ილია ალხაზიშვილმა ახალქალაქში აფთიაქი გახსნა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 ნოემბრის „დროების“ ცნობით, გიორგი მიხეილის ძე ანდრონიკოვმა საგურამოს სოფლის საზოგადოებას სკოლის შენობისთვის მიწა საჩუქრად გადასცა.

