რეგისტრირებული ფაქტები33144
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 იანვარს მოსკოვის ქართველობამ დიდის ზეიმით იდღესასწაულა ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს დღეობა. დილით ქართველთა სახლში პარაკლისი გადაიხადეს რომელსაც დაესწრნენ ალექსანდრე სუმბათაშვილი, ექიმი მ. ს. ზანდუკელი, მთელი შემადგენლობა „ქართველთა საზოგადოების" გამგეობისა, მრავალი ქართველი და რუსი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 იანვარს მოსკოვის ქართველობამ დიდის ზეიმით იდღესასწაულა ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს დღეობა. საღამოს სასინოდო სასწავლებლის დარბაზში გაიმართა სალიტერატურო საღამო, რომელზეც კონსტანტინე ბალმონტმა ლექცია წაიკითხა თემაზე: „შოთა რუსთაველი და სხვა მსოფლიო გენიოსები, როგორც რაინდნი სიყვარულისა", აგრეთვე, წაიკითხა რამოდენიმე თავი თავის თარგმანისა „ვეფხისტყაოსნიდან". მოსკოვის გაზეთ „უტრო როსიის" ამავე დღის ნომერში განათავსა წერილი სათაურით „სამკალი წმიდა ნინოსი".
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 იანვარს კატო მიქელაძემ ქალაქის თეატრში წაიკითხა ლექცია თემაზე „ქალთა სწორუფლებიანობის მომხრენი თუ მოწინააღმდეგენი".
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 იანვარს სამხედრო მუზეუმის შენობაში, გოლოვინის პროსპექტზე გაიხსნა გამოფენა ძველი ქართული საეკლესიო ფრესკებისა, რომლებიც ქართველმა მხატვრებმა გადმოიღეს სოფ. ნაბახტევის ძველი ეკლესიის ფრესკებიდან. გამოფენაზე ბრძანდებოდნენ თავად-აზნაურთა მარშალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი კოტე აფხაზი, ქალაქის მოურავი ალექსანდრე ხატისოვი და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა რეფერატი წაიკითხა ფრესკების მნიშვნელობის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ივლისში სამეცნიერო აკადემიის სიტყვა-კაზმული მწერლობის განყოფილებამ საპატიო წევრის კანდიდატად დაასახელა დრამატურგი ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 აპრილის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ 22 აპრილს ელო ანდრონიკაშვილის, შალვა დადიანის და ნიკო გვარაძის მონაწილეობით წარმოდგენილი იქნებოდა ბრანდესის პიესა „თანამედროვე ოჯახი“ და მხიარული ვოდევილი „უბედური დებიუტი“. პიესის დაწყების წინ შალვა დადიანი გეგმავდა ლექციის წაკითხვას პიესის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 აპრილს გაზეთ „რუსკაია ვოლიას" დეპეშათა დიდ დარბაზში მხცოვანმა საზოგადო მოღვაწემ და „რუსკაია ვოლიას" თანარედაქტორმა ნიკო ნიკოლაძემ ლექცია წაიკითხა თემაზე „თავისუფალი საქართველო".
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 თებერვის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ საეკლესიო ფრესკების გამოფენა დაიხურებოდა 19 თებერვალს და განზრახული ექვთიმე თაყაიშვილის ლექცია არ ჩატარდებოდა დიდმარხვის პირველი კვირის გამო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პოდპორუჩიკ ალექსანდრე გორგაძეს გადასცა ქართული წიგნები და რვეულები ქართველ მაჰმადიანთათვის დასარიგებლად ჭანეთში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 აპრილს გორის სამუსიკო სასწავლებელში ჩატარდა გორის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წლიური კრება. თავისი ნებით წასული სარევიზიო კომისიის წევრების ნაცვლად აირჩიეს ორი წევრი – პარმენ ჯაფარიძე და დიმიტრი დიასამიძე, ხაზინადრად – ექიმი ნიკო გაჩეჩილაძე.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 5 აგვისტოს თბილისის სასამართლო პალატის სამსჯავრო განყოფილებაში დაინიშნა სააპელაციო საქმის განხილვა ელიზავეტოპოლის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად მოქალაქე სეიდ მამედ ჰაჯი-ქერიმ-ოღლის ბრალად ედებოდა შუშის მცხოვრების, არუთინა ვასკანოვის დაკვეთილი მკლველობის დაფინანსება.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 22 მარტს გაზეთი „დროება“ გაზეთ „Кавказь“-ში დროზდოვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ გასულ ზამთარს სტეფანწმინდასა და მლეთაში ჩამოწოლილ ზვავებს მნიშვნელოვნად დაუზიანებია ამიერკავკასიის სამხედრო გზა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 2 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა 19 წლის სიმონ ანდრონიკაშვილის მიერ 16 წლის ანა აბაშიძის გატაცების საქმე და დაადგინა, ბრალდებულს ჩამორთმეოდა ხარისხი და ქონება და 4 წლით გადასახლებულიყო ციმბირში მადნის სათხრელ სამუშაოებზე, ხოლო მის მამას, დავით ანდრონიკოვს, რომლმაც ხელი შეუწყო ვაჟს, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; იგივე ბრალდებით 2-თვიანი და 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა ბრალდებულის დას, მარიამ ანდრონიკაშვილსა და ბიძას, გრიგოლ მაყაშვილს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 5 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს დეკანოზი იაკინთე გორგაძე, ხოლო გამგეობის წევრებად: კონსტანტინე ჯაფარიძე, ვალერიან ქავთარაძე და გიორგი ვაშაკიძე. კრებაზე აირჩიეს სარევიზიო კომისიაც.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 24 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს უნდა განეხილა სახელმწიფო მრჩევლის გრიგოლ აივაზოვის ვექილის, ივანე მიზანდაროვის სარჩელი ივანე და ალექსანდრე ბაგრატიონ მუხრან-ბატონების წინააღმდეგ.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 21 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა განცხადება კუკიის ხიდის მიმდებარედ და მირზოევის დუქნებში გ. ჯაყელის მაღაზიების გახსნის შესახებ, რომლებშიც ჩაი, ყავა და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი გაიყიდებოდა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 10 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში დანიშნული იყო სოფიო კირიაკოვას სარჩელის განხილვა ზაქარია ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანი ვალის, 2400 მანეთის გადაუხდელობას ედავებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობით, რომელზეც ფინანსთა მინისტრს დაევალა ეროვნული საბჭოს მიერ მოთხოვნილი თანხების ფინანსური უზრუნველყოფა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს დიომიდე არსენის ძე კოროშინაძე, სიმონ ეგნატეს ძე ჭინჭარაძე და ამბარცუმ მაჩხელიანი ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს ანთიმოზ ირაკლის ძე ლორია ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდა.

