რეგისტრირებული ფაქტები32209
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 5 სექტემბრის „დროებაში“ გრიგოლ არსენიძის, პოლიციიდან დახსნის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 6 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ა. დანდუროვი საზოგადოებასა და ჯარს დაავადებული საქონლის ხორცით ამარაგებდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 სექტემბრის „დროების“ ცნობით, სიღნაღის მოსახლეობა საბინევსკის საქმიანობით უკმაყოფილო იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ჩეკმასოვის მეშვეობით მეტეხის ეკლესიის გასაახლებელი თანხა შეგროვდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 17 სექტემბრის „დროების“ ცნობით, მ. მაჭავარიანის თაოსნობით ქართული სცენის მოყვარულები ახალ ნოტებზე დაწერილ ქართულ სიმღერებს იმღერებდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 19 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდროვის ბაღში სამეგრელოს პოლკის საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამს დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკი დაესწრო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 19 სექტემბრის „დროების“ ცნობით, სერგეი სტრელეცკის გადაწყვეტილებით, სახალხო სკოლების მასწავლებელთა კრება კვირაში სამჯერ, გარეშე პირთა დასწრების გარეშე გაიმართებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 24 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდროვის ბაღში გამართულ ვახშამს გრიგოლ ორბელიანი დაესწრო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 26 სექტემბრის „დროების“ ცნობით, კუკიაზე არტემ ახვერდოვის მაღაზია გაქურდეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 25 სექტემბერს თბილისის ნემეცების კლუბში რაფიელ ერისთავის ორმოქმედებიანი ვოდევილი „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“ წარმოადგინეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 25 სექტემბერს თბილისის ნემეცების კლუბში ვასილ აბაშიძის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ცოლი თუ გინდა ეს არის“ წარმოადგინეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ქალაქის ხმოვანთა კრებას დიმიტრი ყიფიანი ესწრებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ტატო წულუკიძე თბილისის ქუჩებში შენიშნეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, საქართველოს ეგზარქოსს, ივანე რუდნევს მცხეთის დედათა მონასტრის საქალებო სასწავლებელის თბილისში გადმოტანა სურდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ბრძოლიდან დაბრუნებულმა მილიციონერებმა გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში უამრავი წიგნი შეიძინეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ივანე ქრისტესიაშვილმა ავშაროვის ხის სახერხ ქარხანაში დანადგარზე მაჯა მოიჭრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გენერალმა თ. ტრეპოვმა ინგლისელ ჟურნალისტთან საუბრისას დაადასტურა, რომ რუსეთში უფასო დაწყებითი სკოლების დაარსების და უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტონომიის მინიჭების მომხრე იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობი სვიმონ სვიმონიძე დაბა სურამში საქველმოქმედო წარმოდგენის გამართვას აპირებდა, რომელშიც ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და კოტე მესხი მიიღებდნენ მონაწილეობას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გუბერნატორმა თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა ხმოსან არსენ ვანეს ძე ბებუთოვს ხელოსანთა გამგეობის თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებული საჩივრის შესწავლა დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ზარაფიშვილის მიერ თელავში 1896 წელს დაარსებული ქალთა ამხანაგობა ორ ნაწილად გაიყო და თითოეული განაყოფი ქალი თავმჯდომარის არჩევას უჭერდა მხარს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არსენ სიმონის ძე წითლიძემ და ისიდორე ივანეს ძე რამიშვილმა სოფ. აკეთში გურიის სახალხო წიგნთსაცავი დააარსეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აგვისტოს სოფელ ქვემო მაჩხაანში რკინიგზის დეპოს გამგეობის წევრების, დ. ნადირაძის, დ. ჯავაშვილის და ი. გომელაურის თაოსნობით, ადგილობრივი დეპოს მუშაკების კრება იყო დანიშნული.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გამგეობის გადაწყვეტილებით ქალაქის ცენტრში დიმიტრი ყიფიანის ძეგლი დაიდგმებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს თბილისის მეშჩანთა გამგეობის კრება იყო დანიშნული, რომელზეც ე. ვ. ედიგაროვი თავმჯდომარედ, ა. მაკედონსკი ბეგრის ამკრეფად, ხოლო თ. ოსიტოვი და ვ. სევანოვი ობოლთა სასამართლოს წევრებად უნდა დაემტკიცებინათ.

