საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19616

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ვარშავის კლუბის "პრომეთეოსი" პრეზიდიუმში წარადგინა წინადადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. წერილის თანახმად, თუ რაიმე საერთო გამოსვლა დაიგეგმება სსსრკ- ში შემავალი ერების მონაწილეობით, ქართველებიც მათ უნდა შეუერთდნენ. გამოითქვა უკმაყოფილება სხვადასხა ერების მიერ, თუმცა ღონისძიება მაინც კარგად ჩატარდა და უამრავი ადამიანი დაესწრო.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 18 თებერვალს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, ვარშავაში ახალი კლუბის "პრომეთეოსის" დაარსების შესახებ. კლუბში შედიან სსრკ-ს სხვადასხვა ერების წარმომადგენლები. კლუბის შეკრებაზე დაისვა წინადადება, რომ ყველა ერმა ერთ დღეს იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე. იოსებ სალაყაია ევგენი გეგეჭკორს სთხოვს აღნიშნულ თემაზე პასუხს.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 19 ნოემბერს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს 1928 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტში მომხდარ ცვლილებებზე. კერძოდ, დანგრეული ნაციონალური დემოკრატიული პარტია ისევ უმრავლესობაში მოვიდა და მემარცხენეები დამარცხდნენ, რაც აიხსნება იმ პერიოდში განხორციელებული რეპრესიებით.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 15 ნოემბერს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ ევგენი გეგეჭკორს წერილი გაუგზავნა სსრკ-ის ქვეყნებში დაძაბული ვითარების, კერძოდ უკრაინასა და ბელორუსიაში ეკონომიკური კრიზისის, შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 დეკემბერს ლონდონში საქართველოს მისიის მდივანმა ანდრია გუგუშვილმა ევგენი გეგეჭკორს გაუგზავნა წერილი, მინისტრს შეატყობინა ინგლისში საქართველოს საელჩოს ვალების შესახებ და დახმარება სთხოვა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 20 თებერვალს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის ითხოვს თანამდებობიდან გადადგომას.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 14 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა წერილი ვარშავაში მთავრობის წარმომადგენელ იოსებ სალაყაიას საყვედურის წერილი გაუგზავნა გადადგომის განცხადების გამო. მისი აზრით, იოსები უნდა შებრძოლებოდა ბოროტებას, ხელი არ უნდა ჩაექნია.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 14 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა წერილი მისწერა ვარშავაში მთავრობის წარმომადგენელ იოსებ სალაყაიას, რომელშიც ის საუბრობს გრიგორ ალშიბაიას სანდოობაზე და მისი უნარების სწორად გამოყენებაზე. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს საფრანგეთში მდგომარეობის გამწვავებაზე და დიდი იმედი აქვს მოწინავე კაცობრიობის გადარჩენასთან ერთად, საქართველოც თავს დაიხსნის ბარბაროსული რეჟიმისგან.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას მისწერა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, რომელშიც ასევე აღწერილია რეგლამენტის და წესდების პროექტები. პროექტის მიხედვით, დელეგაციის ჩეულებრივი სხდომები იმართებოდა ხუთშაბათობით, ორ კვირაში ერთხელ. დაუგეგმავი სხდომის მოწვევა ხდებოდა დელეგაციის პრეზიდიუმის ინიციატივით, ან დელეგაციაში შემავალი ერთი პარტიის წარმომადგენლის მოთხოვნით. დელეგაციის სხდომის ოქმებში მხოლოდ დელეგაციის დადგენილებები უნდა შესულიყო.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას მისწერა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, რომელშიც ასევე აღწერილია რეგლამენტის და წესდების პროექტები. პროექტის მიხედვით, დელეგაციაში პრინციპული საკითხები უნდა გადაწყვეტილიყო პარტიათა საერთო შეთანხმებით და ტექნიკური საკითხები კი – ხმის უმრავლესობით.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას მისწერა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, რომელშიც ასევე აღწერილია რეგლამენტის და წესდების პროექტები. პროექტის მიხედვით, დელეგაცია ირჩევს თავმჯდომარეს და მდივანს. დელეგაციის სხდომა ითვლება კანონიერად, თუ მას ესწრება ყველა პარტიის წარმომადგენელი.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას მისწერა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, რომელშიც ასევე აღწერილია პარტიათა დელეგაციის მოქმედების გეგმა. გეგმის მიხედვით, დელეგაციის მიზანია საქართველოდან მოსული ინფორმაციის დამუშავება და უცხოურ პრესაში გამოქვეყნება.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას მისწერა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, რომელშიც ასევე აღწერილია პარტიათა დელეგაციის მოქმედების გეგმა. გეგმის მიხედვით, დელეგაციის მიზანია საზღვარგარეთ საქართველოს საკითხის პროპაგანდა-აგიტაცია. ამ მიზნით, დელეგაციაში შემავალი თითოეული პარტიის წარმომადგენელი მუშაობს ევროპის სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში და პრესას აწვდის საქართველოდან მოსულ ცნობებს. მართავენ კონფერენციებს და მოხსენებებს.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 13-16 თებერვალს ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის გაერთიანებულ კოლეგიის სხდომას გაუგზავნა წერილი ქართული ეროვნული ცენტრის დანიშნულების შესახებ, მასში ასევე აღწერილია პარტიათა დელეგაციის მოქმედების გეგმა, რეგლამენტის და წესდების პროექტები და სხვ.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც იგი საქართველოს მთავრობის რწმუნებულის მანდატს ითხოვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო წერილი შაქრო ხიდირბეგიშვილისაგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვასთან დაკავშირებით.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვალს ვ. დავითაშვილის ევგენი გეგეჭორისადმი მიწერილ წერილს ახლდა თავადის ლექსი „ჩემი ნათელა“ (სამშობლო).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვალს გორელმა თავადმა ვ. დავითაშვილმა პარიზიდან წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭორს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს გიორგი გვაზავას მოხსენება გერმანიის სამხედრო უწყებისა და ეროვნულ საბჭოში გერმანელ წარმომადგენელთა შორის გამართული დისკუსიის შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 დეკემბერს თბილისის უნივერსიტეტის საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე იოსების ძე დიდებულიძემ წაიკითხა მოხსენება, რომელიც საბჭომ სრულად გაიზიარა და დაადგინა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტს უნდა ჰქონდეს სამი განყოფილება: სააღმშენებლო, მექანიკური და სამთამადნო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე ბუდუ მდივანმა გააკეთა განცხადება რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროსთან ურთიერთობის შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 ნოემბერს ბუდუ მდივანმა იოსებ სტალინს შეატყობინა, რომ სერგო ორჯონიკიძემ ქართველ კომუნისტებს საჯაროდ დასდო ბრალი შოვინიზმში.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 ივლისს საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციების კონფერენციაზე გაირკვა, რომ ზაქათალა აზერბაიჯანის შემადგენლობაში რჩებოდა და ეს ოფიციალურად უნდა ყოფილიყო დეკლარირებული. წინასწარ შეთანხმებას ფილიპე მახარაძემ და ნარიმან ნარიმანოვმა მოაწერეს ხელი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 მაისს მამია ორახელაშვილმა და ალექსანდრე ბეკზადიანმა სრულიად აზერბაიჯანის საბჭოების პირველ ყრილობაზე ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების ფედერაციის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ნოემბერს ბუდუ მდივანმა და მუხტარ გაჯიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვრების თაობაზე.